მოგონებები მეთევზეებზე და თევზაობებზე, მოგონებები მეთევზეებზე და თევზაობებზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მოგონებები მეთევზეებზე და თევზაობებზე, მოგონებები მეთევზეებზე და თევზაობებზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სოხუმელი ვარ.
მამაჩემი ცნობილი სოხუმელი მეთევზეა თუმცა 16 წელზე მეტია აღარ თევზაობს. აღმოსავლეთ საქართველოს ჰიდრორესურსები არანაირად არ ეხატება გულზე არც აქეთურ იხტიოფაუნას აფასებს დიდად ერთადერთი კეთილი სიტყვა რომელიც მას ლიხსაქეთა მდინარეზე უთქვამს (აქაურ ტბებს ხომ საერთოდ სათვალავშიც არ აგდებს) ეს იყო მდინარე დებედა ლობიოსა თუ სიმინდის ჩამოსატანად იყო ჩასული სადახლოში და იქ უნახავს იქაურებს თევზი არხებიდან პირდაპირ ყანებში შესდითო ეს იყო და ეს ამას წინათ მარაბდის წყალსაცავზე წავიყვანეთ ჩვენი და კარასების დაუნდობელი ბრძოლა (ჟლეტა ნადირთა მცირეთა) რომ დაინახა ბიჭებო მე წავალი სოფელში გავივლი ჭიებს მოგიყვანთო- გვითხრა წავიდა და კაი სავსე ხაშისთეფშისტოლა კონსერვის ქილა მოგვიტანა მოკლედ იმისთქმა მინდოდა რომ სოხუმელი ცნობილი რიბაკები აღმოსავლეთში თითქმის აღარ თევზაობენ მრავალი მათგანი ცოცხალიც აღარაა მე ერთერთი მათგანის "აფხაზური დათვებისა და ორაგულების ძმის და რისხვის" კიაზო ცხვიტავას შესახებ მინდა გიამბოთ. მოჟნა? ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
აუ ეხლა გამახსენდა ჩემი ისტორია...
ვარ დაახლოებით 7-8 წლის და ავიჩემე სათევზაოდ მინდა წასვლათქო და არ დამწყვიტა მამაჩემმა გული და წამიყვანა გლდანის ტბაზე მე და ჩემი 2 მეგობარი... ვარ ჩემთვის ვაბანავებ ჭიას არ მოდის არაფერი თან უთენია ვართ გასულები და შედეგი გვაქვს 0 არა მარტო ჩვენ არამედ თითქმის მთელ მეთევზეებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან... უცებ გატოკდა ჩემი ტივტივა, "ან არ გატოკდა და მე მომეჩვენა ![]() ![]() ლამისა ჯოხი გადატყდეს, ავტეხე წივილ კივილი არიქა მიშველეთთქო ![]() მოვარდნენ მეთევზეები საჩოკით და რო მოვიტანე ნაპირთან გამოჩნდა რაღაც დიდი პლასტმასის ბაჩოკი ![]() ეგ იყო ჩემს მიერ დაჭერილი იმ დღის ნადავლი,,, ![]() არა და სანამ ეგ ბოჩკა გამოჩნდებოდა მთელი ტბის მეთევზეები ბოღმით მიყურებდნენ ![]() ამ ბავშვმა როგორ უნდა გვაჯობოსო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 07:44 |