სხვადასხვა ჯიშის ძაღლების საჯიშე ეგზემპლარების შემოყვანა ევროპიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვადასხვა ჯიშის ძაღლების საჯიშე ეგზემპლარების შემოყვანა ევროპიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შემოვიყვანოთ სხვადასხვა ჯიშის მეძებარი ძაღლების ევროპაში არსებული თანამედროვე დახვეწილი და გაუმჯობესებული ეგზემპლარები რათა მასიურად მოხდეს საქართველოში არსებული ძაღლების გაუჯობესება. ეს რაც შეეხება იდეას და კონკრეტულად იმედი მაქვს რომ ფორუმის კომპეტენტური წევრები გაგვიზიარებენ საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშIრებით
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
რათქმაუნდა, ვისაც რა ჯიშისა უნდა, იმას შემოიყვანს, მაგრამ...
უკეთესი იქნება, ჩვენს პირობებში გამოცდილ და ჩვენში არსებულ ჯიშებზე გაკეთდეს აქცენტი (ვგულისხმობ მეძებრებს, ძირითადად). და რატომ - 1. ჩვენში გავრცელებული ჯიშები, ისედაც ყველაზე მრავალრიცხოვანი და პოპულარული ჯიშებია მსოფლიოში -პოინტერი, ინგლ. სეტერი, კურცჰაარი და დრატჰაარი. ანუ, ეს ჯიშები ყველგან წარმატებულია და სხვებზე მრავალრიცხოვანი. მათ, ბუნებრივია, ჩვენს პირობებშიც გაამართლეს. ახალი ჯიში კი, როგორ გაამართლებს და შეეგუება ჩვენს პირობებს, საკითხავია. ამის მაგალითია სეტერ-გორდონის ვერგავრცელება აღმოსავლეთ საქართველოში - შავი ფერის, "თბილად ჩაცმულ" ძაღლს გაუჭირდა ცხელ, მშრალ კლიმატში მუშაობა და კონკურენცია ვერ გაუწია სხვა ჯიშებს. 2. ამავე ჯიშის ძაღლების შემოყვანით, მათი დართვების პრობლემა არ იარსებებს და ადგილობრივი პოპულაციაც გადახალისდება, იმედია. ანუ, ორივე მხარე ერთმანეთს არგებს. ახალი ჯიში კი მუდამ იდგება პრობლემების წინაშე - ორი-სამი ეგზემპლარის ჩამოყვანის შემთხვევაშიც კი, პირველი მიღებული თაობა ერთმანეთის ნათესავები იქნებიან და ყოველ ორ-სამ წელში საჭირო იქნება სისხლის განახლება და ეს ახალ იმპორტზე იქნება დამოკიდებული. ასე და ამგვარად, ეს პრობლემა სულ იარსებებს, რაც გამოიწვევს იძულებით ინბრიდინგს და ა.შ. ამის მაგალითია საბჭოთა კავშირში და საქართველოშიც, მათ შორის, მცირე მიუნსტერლენდერების შემოყვანის ისტორია. პ.ს. რათქმაუნდა, მე არ ვარ სხვა ჯიშების შემოყვანის წინააღმდეგი. პირადად მომწონს და მგონია ჩვენს პირობებში გაამართლებს ბრეტანული ეპანიოლი და ბრაკო იტალიანო. მაგრამ თუ არ გვაქვს საკმაო რაოდენობით შემოყვანის საშუალება, რათა სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია შეიქმნას, უმჯობესი იქნება, ტრადიციულ ჯიშებს მივეტანოთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 07:50 |