ლაბრადორი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ლაბრადორი |
Jun 22 2009, 17:22
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გაუმარჯოს კაი ხალხს,
მაგარი ფორუმია, გაიხარეთ ; ] იმედია გადავეყრებით ერთმანეთს კაი ამბებში სეზონზე და გაგიცნობთ.. ; ] მოკლედ, მაგარ ლეკვს დამპირდნენ ლაბრადორს და მაინტერესებს თუ გყავთ ვინმეს ნადირობაში ნანახი ან გამოცდილი ეს ჯიში.. ლეკვის მამა ძაან აქტიური ძაღლია და წყლიდან ვერ გამოყავთ, ლამაზიც არი მაგარი, არ გავს ცოტა გადაგვარებულ ლაბრადორებს, ძაან პროპორციული აგებულია.. ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ჯიშზე წაკითხული და ყველგან მოიხსენიება როგორც მაგარი მონადირე... შემიძლია კიდეც ამოკრეფა ამ ინფოების თუ ვინმეს დაგაინტერესებთ.. მაგრამ ძალიან საინტერესოა თუ ვინმეს კონკრეტული გამოცდილება გაქვთ და გამიზიარებთ ; ] პატივისცემით, გიორგი |
|
|
|
![]() |
Feb 22 2010, 15:54
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
სტანდარტი ------------------------ DEUTSCH KURZHAAR გერმანული კურცჰაარი (გერმანული მოკლებეწვიანი მეძებარი) წარმოშობა: გერმანია. დანიშნულება: მრავალმხრივი გამოყენების სანადირო ძაღლი. F.C.I. - ს კლასიფიკაცია: 7 ჯგუფი - მეძებრები. სექცია 1.1 - კონტინენტალური, "ბრაკის" ტიპის მეძებრები, რომელთაც მოეთხოვებათ საველე გამოცდები. მოკლე ისტორია: გერმანული მოკლებეწვიანი მეძებრის წინაპრებს იყენებდნენ ბადით ფრინველის საჭერად, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში და ბაზით სანადიროდ. საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ფლანდრიიდან მეძებრები თანდათანობით გავრცელდნენ გერმანულ სათავადოებში, დიდებულთა კარზე. ეს ძაღლები იმით გამოირჩეოდნენ, რომ ფრინველის ადგილსამყოფელს ნაბულით მიუთითებდნენ. 1750 წელს, გადასახსნელი ორლულიანი თოფის შექმნის შედეგად, ფართოდ გავრცელდა ამოფრენილ ფრინველზე სროლით ნადირობა, რამაც მეძებრებზე მოთხოვნილება წარმოუდგენლად გაზარდა. აქედანვე დაიწყო, ჩვეულებრივი მეძებრისგან - ნაბულით მომუშავე ფრინველის ძაღლისგან, მრავალმხრივი გამოყენების სანადირო ძაღლის შექმნა. 1897 წელს დაარსდა "გერმანული კურცჰაარის საგვარეულო წიგნი", რამაც საფუძველი ჩაუყარა ჯიშის შექმნასა და მის შემდგომ განვითარებას. პრინცმა ალბრეჰტ სოლმს-ბრაუნფელდელმა პირველმა აღწერა ჯიშის გარეგნობა, შეადგინა ექსტერიერის შეფასების, დაბოლოს, ასევე - საველე გამოცდის მარტივი წესები. დღესაც, გერმანული კურცჰაარი ვითარდება, რთული სანაშენე და საგამოცდო ინსტრუქციების მიხედვით გადარჩევის გზით. სტანდარტის თანახმად, გერმანული მოკლებეწვიანი მეძებრის აღნაგობა უნდა შეესაბამებოდეს მის მრავალმხრივად გამოყენებას და საშუალებას აძლევდეს, თავი გაართვას ნებისმიერ სამუშაოს სავარგულში მუშაობისას, ჭარმაგ ასაკშიაც კი. საერთო გარეგნობა: კეთილშობილური იერის, ჰარმონიული აგებულების ძაღლია, რომლის აღნაგობაც განაპირობებს სიძლიერეს, გამძლეობას და სისწრაფეს. გამართული დგომი, გლუვი კონტურები, ხმელი თავი, მოხდენილად დაჭერილი კუდი, გლუვი, მბზინავი ბალნის საფარი და ვრცელი, ჰარმონიული მოძრაობები ხაზს უსვამს მის კეთილშობილურ შესახედაობას. ძირითადი პროპორციები: ტანის სიგრძე ოდნავ უნდა აღემატებოდეს მინდაოში სიმაღლეს. ქცევა და ხასიათი: ძლიერი, გაწონასწორებული, საიმედო, თავშეკავებული ტემპერამენტი; არც მოუსვენარი (გაუწონასწორებელი) და არც მფრთხალი ან აგრესიული. თავი: ხმელი, მკაფიოდ გამოკვეთილი, ზედმეტად არც მსუბუქია და არც მძიმე, სიმსხოთი და სიგრძით შეეფერება ძაღლის აღნაგობის თავისებურებებსა და სქესს. ქალას ნაწილი: ქალა: ზომიერად ფართო, ოდნავ ამობურცული, ოდნავ შესამჩნევი კეფის ბორცვით. შუბლის ღარი არცთუ ღრმაა. წარბზედა რკალები შესამჩნევადაა განვითარებული. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: ზომიერად გამოხატული. სახის ნაწილი: ცხვირი: ოდნავ წარზიდული; საკმაოდ ვრცელი, ფართო და მოძრავი ნესტოებით; ძირითადად ყავისფერია, შავი ან ჭაღარა შავი შეფერილობის შემთხვევაში კი - შავი. სრულად ან ნაწილობრივ დეპიგმენტირებული ცხვირი დასაშვებია მხოლოდ იმ შეფერილობისას, სადაც თეთრი ფონი ჭარბობს. დრუნჩი: გრძელი, ფართე, ღრმა და ძლიერი, რაც უადვილებს ძაღლს, ნადავლის სწორად ტარებას. პროფილში, დრუნჩის ზედა ხაზს ოდნავი მრუდის სახე აქვს - დაწყებული მოხდენილი, რომაული ცხვირისმაგვარი ფორმით, დამთავრებული სწორი, ოდნავ კეხიანი კონტურით, რაც ხვადებს უფრო თვალსაჩინოდ აქვთ გამოხატული. მთლად სწორი ზედა ხაზის მქონე დრუნჩი თუმცაღა დასაშვებია, მაგრამ ნაკლებ მიმზიდველია. აპრეხილი დრუნჩი მიიჩნევა სერიოზულ ნაკლად. ლაშები: ყბებზე მჭიდროდ მომდგარი, სილოხის აშკარა ნიშნების გარეშე, კარგადაა შეფერილი. ტუჩის ჭრილი ცხვირიდან ეშვება თითქმის შვეულად, შემდეგ ოდნავ მომრგვალოდ გრძელდება ზომიერად გამოხატულ ტუჩის კუთხემდე. ყბები და კბილები: ძლიერი ყბები, სრულყოფილი მაკრატლისებური თანკბილვით. ზედა მჭრელები მჭიდროდ ფარავენ ქვედებს, ღრიჭოს წარმოქმნის გარეშე. კბილები განლაგებულია ყბის მართობულად, საღია, მათი რაოდენობა (42) შეესაბამება სრულ ფორმულას. ყვრიმალები: ძლიერი და კუნთიანი. თვალები: საშუალო ზომის, არც ღრმად ჩამჯდარია და არც გადმოკარკლული, საუკეთესოდ ითვლება მუქი ყავისფერი. ქუთუთოები მჭიდროდაა მომდგარი. ყურები: საშუალო სიგრძის, მაღლა და ფართედ დასმული, დაშვებულია ბრტყლად, დახვევის გარეშე, მჭიდროდ ეკვრის თავს, ბოლოვდება ბლაგვად მომრგვალოდ, ზედმეტად არც სქელია და არც თხელი, დაახლოებით უნდა წვდებოდეს ტუჩის კუთხეს. კისერი: სიგრძით შეესაბამება ძაღლის აგებულებას მთლიანობაში, ტანისკენ თანდათანობით მსხვილდება. ქეჩო ძლიერ დაკუნთულია და ოდნავ ამობურცული. ყელის მიდამოში კანი მჭიდროდაა მომდგარი. ტანი: ზურგის ხაზი: მინდაოდან სწორხაზოვნად, ოდნავ დაქანებული. მინდაო: თვალნათლივი. ზურგი: მძლავრი და კუნთიანი. კუნთოვანი ფენა უნდა ფარავდეს ხერხემლის მორჩებს. წელი: მოკლე, ფართე და კუნთიანი, სწორი ან ოდნავ ამოზნექილი, მტკიცედაა შეკავშირებული ზურგთან. გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი, ძლიერ დაკუნთული, წაკვეთილი არაა, არამედ ოდნავ დაქანებულია კუდის მიმართულებით. მკერდი: უფრო ღრმა ეთქმის, ვიდრე განიერი; კარგად გამოკვეთილი წინა ნაწილით. მკერდის ძვალი ვრცელდება შეძლებისდაგვარად უკან, მისი ქვედა ხაზი უსწორდება იდაყვს. ნეკნები კარგადაა მორკალული. გულმკერდის ყაფაზი არც თხელია და არც კასრისებური, გრძელი ცრუ ნეკნებით. ქვედა ხაზი და მუცელი: მოხდენილად მორკალული, თანდათანობით გადადის კარგად აკრეფილ მუცელში. კუდი: მაღლა დასმული, ძირში მსხვილია, თანდათანობით ვიწროვდება ბოლოსკენ, საშუალო სიგრძისა. სანადიროდ გამოყენებისთვის ამოკლებენ - მიახლოებით სანახევროდ. მშვიდ მდგომარეობაში დაშვებულია, მოძრაობისას ჰორიზონტალურად დააქვს, არც ზედმეტადაა აპრეხილი ზურგის ხაზს ზემოთ და არც მორკალულია (ქვეყნებში, სადაც დამოკლება აკრძალულია კანონით, კუდი შეიძლება ბუნებრივი სიგრძისა დაუტოვონ. ამ შემთხვევაში, იგი უნდა აღწევდეს კოჭამდე და სწორი ან ოდნავ ხმლისებური ფორმისა იყოს). კიდურები: წინა კიდურები: ზოგადი დახასიათება: წინხედში სწორია და პარალელური, გვერდიდან - ტანქვეშ მოქცეული. ბეჭი: ირიბად განლაგებული და უკან მიმართული, სიბრტყით ტანზე მიკრული ბეჭის ძვალი; მძლავრი და ხმელი მუსკულატურით; მხართან ერთად ქმნის კარგად გამოხატულ კუთხეს. მხარი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული ხმელი მუსკულატურით. იდაყვი: ტანთან განლაგებული, თუმცა მჭიდროდ არ ეკვრის, არც გამოშვერილია და არც დამალული, შესამჩნევად უკანაა გაწეული. მხარსა და წინამხარს შორის შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული. წინამხარი: სწორი და საკმაოდ კუნთიანი, ძვალსრულია, მაგრამ არა მსხვილი. მაჯის სახსარი: მტკიცე. წინა ტერფი: წინამხართან ქმნის ოდნავ გამოხატული კუთხეს, შვეულად არაა მდგარი. წინა თათები: მრგვალიდან კოვზისებურამდე ფორმის; ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული და საკმარისად მოხრილი თითებით, მსხვილი ფრჩხილებით, უხეში, მკვრივი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. უკანა კიდურები: ზოგადი დახასიათება: უკნიდან სწორია და პარალელური, კარგად გამოხატული კუთხეებით, სრულად განვითარებული ჩონჩხით. ბარძაყი: გრძელი, ფართე და კუნთიანი. მენჯთან შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული. მუხლი: ძლიერი, ბარძაყსა და კანჭს შორის კარგად გამოხატული კუთხით. კანჭი: გრძელი და კუნთიანი, თვალნათლივი მყესებით. კანჭსა და ტერფს შორის კუთხე კარგადაა გამოხატული. კოჭი: მტკიცე. უკანა ტერფი: ძლიერი და შვეულად მდგარი. უკანა თათები: მრგვალიდან კოვზისებურამდე ფორმის; ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული და საკმარისად მოხრილი თითებით, მსხვილი ფრჩხილებით, უხეში, მკვრივი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. მოძრაობა: გრძელი ნაბიჯისა და ძლიერი ბიძგის მეშვეობით ფარავს დიდ სივრცეს; წინა და უკანა კიდურებს ადგამს სწორხაზოვნად და პარალელურად; მოძრაობს გამართულად, ლაღად. იორღა ალური არასასურველია. კანი: მკვრივი, ტანზე მჭიდროდაა მიკრული, ნაოჭების გარეშე. ბალნის საფარი: ბალანი: მოკლე და ხშირი, შეხებისას უხეშია და ხისტი, თავსა და ყურებზე შედარებით თხელია და მოკლე, კუდის ქვედა მხარეს თვალშისაცემად მოგრძო არაა. ტანი სრულად უნდა იყოს დაფარული ბალნის საფარით. შეფერილობა: * ყავისფერი, ლაქების გარეშე. * ყავისფერი, მცირე ზომის თეთრი ან დაწინწკლული ლაქებით მკერდსა და ფეხებზე. * მუქი ჭაღარა, ყავისფერი თავით, ფოთლებით ან წინწკლებით. ამ შემთხვევაში ჭაღარა ფონში არც ყავისფერი ჭარბობს და არც თეთრი, არამედ ამ ფერების თანაბარი დოზით, ღრმა ნაზავია. ასეთი შეფერილობა არაა გარეგნულად თვალშისაცემი, რაც ძლიერ ფასობს სანადიროდ გამოყენების თვალსაზრისით. უკანა კიდურების შიგნითა ზედაპირი და კუდის ბოლო ხშირად უფრო ღიაა. * ღია ჭაღარა, ყავისფერი თავით, ფოთლებითა და წინწკლებით ან ფოთლების გარეშეც. ამ შემთხვევაში, ჭაღარაში თეთრი ფერის ბალანი სჭარბობს ყავისფერს. * თეთრ ფონზე გაბნეული ყავისფერი ფოთლებით ან წინწკლებით, თავზეც ამავე ფერის ლაქებით. * შავი ფერით განპირობებული, ზემოთჩამოთვლილი შეფერილობების - ყავისფერის და ჭაღარა ყავისფერის შესაბამისი შეფერილობები. * დასაშვებია ჟღალი რუჯის ქონა. * დასაშვებია თეთრი ლაქა შუბლზე, ასევე თეთრი ან დაწინწკლული დრუნჩი. ზომები: სიმაღლე მინდაოში: ხვადები: 62-66 სმ. ძუები: 58-63 სმ. ნაკლები: ნებისმიერი გადახრა ზემოთაღნიშნული მაჩვენებლებიდან, განიხილება ნაკლად და ფასდება გამოხატულების ხარისხისა და ძაღლის ჯანმრთელობაზე ან შრომისუნარიანობაზე ზემოქმედების შესაბამისად. * დამახასიათებელი იერის ნაკლოვანება; არასაკმაოდ გამოხატული, ხვადის ან ძუს ტიპი. * მოკლე დრუნჩი. * ზედმეტად სქელი ან თხელი ლაშები. * ორი კბილის ნაკლებობა (P1 ან M3), ანუ ოთხივე P1 და ორივე M3-ს შორის, საერთო ჯამში, ნებისმიერი ორი კბილის არქონა. * აშკარად ღია ფერის ან ყვითელი, ე.წ. ქორის თვალები. * გრძელი, მოკლე, მძიმე, ახლო-ახლო დასმული ან დახვეული ყურები. * ღაბაბი. * ოდნავ მოკუზული ზურგი. * მოკლე გავა. * ზედმეტად ღრმა მკერდი. * ზურგის ხაზს ზემოთ ზედმეტად აპრეხილი ან ძლიერ მორკალული კუდი. * გამოშვერილი ან დამალული იდაყვები, შეტრიალებული ან გამოტრიალებული თათები, წინა კიდურების ვიწრო ან ფართო დგომი. * სახსრებში გამართული უკანა კიდურები. * უკანა კიდურების ოდნავ კასრისებური, ბატატურა ან ვიწრო დგომი. სერიოზული ნაკლები (ხინჯები) * ტლანქი, ლიმფატიური, ძვალმსხვილი აღნაგობა. * შუბლიდან დრუნჩზე მკვეთრად გამოხატული გადასვლა. * შეუფერადებელი ან დაწინწკლული ცხვირი (დასაშვებია, მხოლოდ თეთრი ფონის მქონე შეფერილობისას). * წაწვეტებული ან აპრეხილი დრუნჩი. * მარწუხისებური, ასევე ნაწილობრივ მარწუხისებური თანკბილვა. (4 წელზე ხნოვან ძაღლს არ აკლდება შეფასება, თუ ამგვარი ნაკლი ასაკობრივია და "გერმანული კურცჰაარის კლუბის" მიერ დამოწმებულია, რომ ადრეულ გამოფენაზე მას აღენიშნა სწორი თანკბილვა). * კუზიანი ან სუსტი ზურგი. * სიღრმეში მნიშვნელოვნად ნაკლული მკერდი, განუვითარებელი მკერდის წინა ნაწილი, აშკარად თხელი ან კასრისებური გულმკერდის ყაფაზი. * აშკარად დამალული ან გამოყრილი იდაყვები. * სუსტი, გადმოშვერილი მაჯები. * შვეულად მდგარი წინა ტერფები. * უკანა კიდურების აშკარად კასრისებური ან ბატატურა განლაგება, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. * გავამაღლობა. * გაშლილი თათები. * ბრტყელი თათები. * ტლანქი, მოუხეშავი მოძრაობა. * მინდაოში სიმაღლის მითითებული მაჩვენებლიდან 2 სმ-ზე მეტი გადაცდომა. მადისკვალიფიცირებელი ხინჯები * აგრესიული ან მფრთხალი ხასიათი. * ხვადის ან ძუს ტიპიდან აშკარა გადახრა. * ორზე მეტი კბილის ნაკლებობა (მხოლოდ P1 ან M3). P1 და M3-ის გარდა, ნებისმიერი, თუნდაც ერთი კბილის არქონა. რომელიმე კბილის ვერდანახვა განიხილება, როგორც კბილნაკლულობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა "გერმანული კურცჰაარის კლუბის" დამოწმებით, ადრეულ გამოფენაზე ან გამოცდაზე ამ კბილის არსებობა დადასტურებულია. * გადამცდარი ან ამომცდარი თანკბილვა, ასიმეტრიული თანკბილვა, ასევე მათ შორის გარდამავალი ფორმებიც. * საერთო რიგს გარეთ განლაგებული ზედმეტი კბილი. * ე.წ. მგლის ხახა ან კურდღლის ტუჩი. * აშკარად ლოხი ქუთუთოები, ექტროპია (გადმობრუნებული ქუთუთო), ენტროპია (ჩაბრუნებული ქუთუთო), დისტიქიაზი (ორ რიგად განლაგებული წამწამები). * ჩავარდნილი ზურგი, ხერხემლის გამრუდება. * განუვითარებელი გულმკერდის ყაფაზი, მაგ. მოკლე მკერდი. * ზედმეტი თითი. * ფსიქიკის სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება. აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლოვანების ან ქცევითი გადახრების მქონე ძაღლი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: ხვადებს უნდა ჰქონდეთ გარეგნულად ნორმალურად განვითარებული და სრულად ჩამოშვებული ორივე სათესლე ჯირკვალი. |
|
|
|
jagermeister ლაბრადორი Jun 22 2009, 17:22
Maverick რასაც წერ ეგეთი ძა... Jun 22 2009, 17:42
კუდიგორელი jagermeister
მაინტერესებს... Jun 22 2009, 18:10
ახოტნიკ მე ერთედერთი მაგ ძ... Jun 22 2009, 18:22
ახოტნიკ RE: ლაბრადორი Jun 22 2009, 18:56
ჩიქო საღო ძმაო მაგარი ... Jun 22 2009, 20:20
jagermeister ხო, მაგარი ძაღლია, თ... Jun 23 2009, 10:51
ახოტნიკ ციტატა(jagermeister @ Jun 23 2009... Jun 23 2009, 12:00
jagermeister ციტატა(ახოტნიკ @ Ju... Jun 23 2009, 12:41
Maverick აბსოლუტურად ყველა... Jun 23 2009, 10:56
ახოტნიკ მე რომელიღაცა წიგნ... Jun 23 2009, 12:43
იკა კაპანაძე ეს ჩემი ლაბრადორებ... Jul 13 2009, 14:10
BEK_M იკა კაპანაძე
ნადი... Jul 13 2009, 14:19
იკა კაპანაძე რომ მოვიყვანე უკვე... Jul 13 2009, 15:00
ვიტო იკა კაპანაძე
სეზო... Jul 14 2009, 00:35
jagermeister გაიცანით ჩემი ახალ... Jul 19 2009, 20:02
BEK_M jagermeister Jul 19 2009, 20:30
xedos მომილოცავს! მაგ... Jul 19 2009, 20:36
ნოსო გილოცავ ძმაო Jul 19 2009, 21:18
jagermeister გაიხარეთ ! Jul 19 2009, 21:40
ვიტო კაი ტიპია, იხვზე უნ... Jul 20 2009, 00:44
jagermeister ციტატა(ვიტო @ Jul 20 2009... Jul 20 2009, 06:33
იკა კაპანაძე ეს არის ძაღლი რომე... Jul 20 2009, 08:28
jagermeister ციტატა(იკა კაპანაძ... Jul 20 2009, 09:07
ახოტნიკ გილოცავ jagermeister მაგარ... Jul 20 2009, 09:57
jagermeister ახოტნიკ გაიხარე !... Jul 20 2009, 12:46
FreeX jagermeister
აუ რა კაი ტიპი... Jul 20 2009, 15:48
jagermeister ციტატა(FreeX @ Jul 20 2009, 04... Jul 20 2009, 17:28
919 სალამი ყველას!
ვა... Jul 30 2009, 01:19
jagermeister 919,
გაგიმარჯოს,
მაგრ... Jul 30 2009, 15:33
919 jagermeister
დიდი სიმაოვნ... Jul 30 2009, 18:27
jagermeister ციტატა(919 @ Jul 30 2009, 07... Jul 31 2009, 08:33
Gobrona ციტატა(919 @ Jul 30 2009, 07... Sep 19 2009, 00:15
ლევანა90 წყალი მაგრათ ევას... Jul 31 2009, 03:24
ლევანა90 RE: ლაბრადორი Jul 31 2009, 03:24
იკა კაპანაძე მატება მაქ ოჯახში, ... Aug 8 2009, 11:18
jagermeister ციტატა(იკა კაპანაძ... Aug 10 2009, 11:51
ზახარა იკა კაპანაძე
გილო... Aug 8 2009, 13:16
იკო1981 მე 1-თს დავამატებდი ... Aug 8 2009, 16:32
919 გილოცავ, გილოცავ! ... Aug 8 2009, 22:33
იკა კაპანაძე RE: ლაბრადორი Aug 10 2009, 09:44
ვიტო იკა კაპანაძე
მომი... Aug 10 2009, 11:10
იკა კაპანაძე ორივე ლეკვი მონადი... Aug 10 2009, 13:30
aragveli მართლაც კარგი ჯიში... Aug 10 2009, 16:05
იკა კაპანაძე ციტატა(aragveli @ Aug 10 2009, 05... Aug 24 2009, 12:39
ნოსო ესეც იკას სამეგობრ... Sep 8 2009, 09:17
ვიტო რა კარგი მასტები ა... Sep 8 2009, 09:46
919 aragveli
იცი, ნაბულს არ ა... Sep 8 2009, 09:47
aragveli ციტატა(919 @ Sep 8 2009, 10:4... Sep 10 2009, 17:52
919 ვიტო
როგორც იცი, მე... Sep 10 2009, 10:06
გოგა 919
მაგ დროს საშიში ა... Sep 10 2009, 13:04
919 გოგა
არ არის საშიშ... Sep 10 2009, 15:40
გოგა 919
ეგრე გაასინჯინა... Sep 10 2009, 17:29
Maverick ალბათ დრათხარი ან ... Sep 10 2009, 17:31
919 aragveli
აი ჩემი ჩელსი წ... Sep 10 2009, 21:27
jagermeister ციტატა(919 @ Sep 10 2009, 10... Sep 10 2009, 22:05
ნოსო Maverick
დრათხარი უფრო... Sep 10 2009, 23:26
ვიტო jagermeister
919
ვა ლაბრადორ... Sep 11 2009, 10:55
919 ვიტო
ხალხი კი არა, ... Sep 11 2009, 18:19
გოგა ციტატა(Gigs13 @ 11th September 20... Sep 11 2009, 18:25
919 გოგა
ზუსტად რომ ცხ... Sep 11 2009, 21:08
გოგა 919
მალადეც!!!ეგ ... Sep 13 2009, 19:36
919 გოგა
შენი თვალით შ... Sep 13 2009, 21:36
ნოსო Gobrona
ერთი რაც შემიძი... Sep 19 2009, 08:08
ჩიკო არსებოს 3 ფერის ლაბ... Dec 30 2009, 12:51
ჩიკო ლაბრადორის თეთრი ლ... Dec 30 2009, 22:30
jagermeister ციტატა(ჩიკო @ Dec 30 2009... Dec 30 2009, 23:47
ჩიკო ციტატა(jagermeister @ Dec 31 2009... Dec 31 2009, 10:53
ვიტო jagermeister
მაიცა რაღაც ა... Dec 31 2009, 10:18
jagermeister ციტატა(ვიტო @ Dec 31 2009... Dec 31 2009, 11:02
ნოსო მიუხედავად იმისა რ... Jan 11 2010, 11:56
Davitus jagermeister
ციტატა
ჟორჟ... Jan 11 2010, 13:02
jagermeister ციტატა(Davitus @ Jan 11 2010, 14... Jan 11 2010, 13:16
Davitus ბრავო, ჯერ კიდევ ლე... Jan 11 2010, 13:20
shell ვყიდი ლაბრადორის ლ... Feb 21 2010, 13:15
kaxa108 აი ცჰემი კურცჰაარი Feb 23 2010, 08:57
mgm მაგარი ჩ ანს. Feb 23 2010, 10:50
kaxa108 ბიჭებო კურცჰაარზე ... Mar 5 2010, 21:48
თენგო კ
kaxa108
ციტატა(kaxa108 @ 5t... Mar 5 2010, 21:54
aragveli კურცჰარს ბევრი ლაპ... Mar 5 2010, 22:03
kaxa108 წმოწევა ნამდვილად ... Mar 5 2010, 22:18
aragveli ხო აჯობებს ექსტერი... Mar 5 2010, 22:24
თენგო აჰა ძმაო,ა ბურთი და ... Mar 6 2010, 13:04
გოგა თენგო
ამ სურათზე რ... Mar 6 2010, 15:14
თენგო გოგა
ციტატა(giorgevich ... Mar 6 2010, 15:21
გოგა რავიცი.მე მყავს,ნი... Mar 6 2010, 15:45
Bonehill ჰანტერ 777 -ს Mar 6 2010, 16:12
T A M P L I E R თენგო
ეს ყავისფერ... Mar 6 2010, 17:58
aragveli მეც მყავს მაგრად ... Mar 6 2010, 19:23
თენგო T A M P L I E R
ციტატა(nika @ 6t... Mar 6 2010, 19:33
aragveli მაგრამ რამდენადაც ... Mar 6 2010, 19:48
AlekoN ციტატა(aragveli @ Mar 6 2010, 20... Mar 6 2010, 20:43
თენგო AlekoN
ციტატა(AlekoN @ 6th March... Mar 6 2010, 21:12
T A M P L I E R AlekoN თენგო
ციტატა(AlekoN ... Mar 6 2010, 21:43
თენგო T A M P L I E R
ციტატა(nika @ 6t... Mar 6 2010, 23:12
bucefali ჯიგრებო კურცჰაარი ... Mar 9 2010, 14:48
T A M P L I E R bucefali
აბა რა ნიტოშტო ... Mar 9 2010, 14:51
დიტო კურცჰაარი მართლა მ... Mar 9 2010, 15:02
ლევანა90 T A M P L I E R
ელა მოიცარა,... Mar 9 2010, 16:59![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 01:59 |