ძაღლების კომპლექსური შეფასება(ბონიტირება) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ძაღლების კომპლექსური შეფასება(ბონიტირება), ძალიან საინტერესო თემა
ზაზა
პოსტი Feb 24 2010, 20:00
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს სტატია ,,სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების" 2006 წლის ბროშურიდანაა,ძალიან საინტერესოა და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს...







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ზაზა
პოსტი Feb 24 2010, 20:14
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რუსულ საიტებზეც ვნახე დაახლოებით ამგვარი თემები ბონიტირებაზე.ძალიან ხშირად ხდება გამოფენებზე ასეთი რამ:ძაღლი რინგზე დგას პირველი,ვთქვათ 9-10 ძაღლში,იმ კონკრეტულ ძაღლებს შეიძლება ჯობდეს კიდეც ექსტერიერით,მაგრამ საბოლოოდ პირველი ადგილი სხვა ძაღლს მიეკუთვნოს.აი ეს სტატია ამას გასცემს პასუხს,ანუ როგორ ჯამდება ქულები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 26 2010, 14:04
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ზაზა @ Feb 24 2010, 21:14) *
რუსულ საიტებზეც ვნახე დაახლოებით ამგვარი თემები ბონიტირებაზე.ძალიან ხშირად ხდება გამოფენებზე ასეთი რამ:ძაღლი რინგზე დგას პირველი,ვთქვათ 9-10 ძაღლში,იმ კონკრეტულ ძაღლებს შეიძლება ჯობდეს კიდეც ექსტერიერით,მაგრამ საბოლოოდ პირველი ადგილი სხვა ძაღლს მიეკუთვნოს.აი ეს სტატია ამას გასცემს პასუხს,ანუ როგორ ჯამდება ქულები

ჩემო ზაზა, სამწუხაროდ, მაგ კატალოგში (2006 წლის 66-ე ეროვნული გამოფენა) ბონიტირების ანუ გამოფენებზე სანადირო ძაღლების კომპლექსური შეფასების შესახებ ინფორმაცია არასრულია. არფერს გვეუბნებიან მთავარზე - ძაღლისთვის ელიტა კლასის, I ან II კლასის მიკუთვნების წესზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ვლინდებიან გამოფენის ჩემპიონები და კლასში გამარჯვებულები.
დაგროვებული ქულების მიხედვით ჯიშში I ადგილზე გასული ძაღლი (სულერთია,საშუალო თუ უფროსი ასაკისა) ავტომატურად ვერ შედის ელიტა კლასში და აქედან გამომდინარე, ვერც გამოფენის ჩემპიონი ხდება,რადგან გამოფენის ჩემპიონი ხდება მხოლოდ ელიტა კლასის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტქულიანი ერთი ხვადი და ერთი ძუ (თითოეულ ჯიშში). ძაღლი რომ ელიტა კლასში შევიდეს, საერთო ჯამში ხვადმა 96 და ძუმ 92 ქულა მაინც უნდა დააგროვოს; ამასთან აუცილებლად უნდა ყავდეს ხვადს მინიმუმ 2 და ძუს 1 "კლასისმქონე" ანუ ძირითადდიპლომიანი შთამომავალი. მაგ. კონტინენტალურ მეძებრებს შვილების დამატებითი (უნაბულო) დიპლომები ( სისხლიან კვალზე, ვოლიერის ღორზე და იხვზე) არ ეთვლებათ და ქულები არ ემატებათ. თან შთამომავლობის გრაფაში ხვადს მინიმუმ 8 და ძუს მინიმუმ 4 ქულა მაინც უნდა ეწეროს. წარმოშობის გრაფაში საგვარეულოს ოთხივე მუხლი მთლიანად უნდა იყოს შევსებული (ფეცეის საგვარეულოებს გარდა - ისინი სამმუხლიანია, მაგრამ ოთხიანად ეთვლებათ) და 20-დან მინიმუმ 18 ქულას აგროვებდნენ (ანუ ძაღლს ერთი მშობელი მაინც უნდა ყავდეს საველედიპლომიანი). და რაც მთავარია: ელიტა კლასისთვის(დიდი ოქროს მედალი) საველე თვისებებში ძაღლს მინიმუმ 40 ქულა უნდა ქონდეს, ანუ ერთი II და ერთი III ხარისხის დიპლომი ან ერთი I ხარისხის დიპლომი(ამასთან, ელიტისათვის საჭიროა, ნებისმიერი ხარისხის ერთი დიპლომი მაინც, აუცილებლად საველე შეჯიბრზე იყოს მოპოვებული და არა გამოცდაზე) I კლასში ჩასარიცხად კი (მცირე ოქროს მედალი) - 35 ქულა - ორი III ხარისხი ან ერთი II ხარისხი. (საერთო ჯამი - 81 ქ.; წარმოშობა 16 ქ.) ექსტერიერის შეფასება კი ელიტას და პირველ კლასს მინიმუმ "ძლ. კარგი" მოეთხოვებათ (30 ქულა). მინიმუმ "კარგი" შეფასებით და ერთი III ხარ. დიპლომით ძაღლი II კლასში შედის. I და II კლასს შთამომავლების ქულები არ მოეთხოვებათ ( მესამე კლასი: ჯამი 51ქ.; მშობლები 16 ქ.)


შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს ამ წინადადებამაც: "შთამომავლობის რიცხვი, რომლებიც ქულას აძლევენ მშობელს, უნდა იყოს არაუმეტეს ექვსის". რა თქმა უნდა, ოცდაექვსიც შეიძლება, მაგრამ ბონიტირებისას ითვლება მხოლოდ 6 ყველაზე წარმატებული შვილის ქულები(ე.ი. მაქსიმუმ 36 ქულაა დასაშვები ამ გრაფაში)
ჰო, კიდევ: სოროს ძაღლებს უფრო მაღალი საველე დიპლომები მოეთხოვებათ ელიტისათვის - ერთი I და ერთი III ან ორი II ხარ.(მინ. 43ქ.)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2025 - 11:51