სანათი საშუალებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სანათი საშუალებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ყველას მოგეხსენეათ რაოდენს საჭირო ნივთია მონადირისათვის(და არამარტო) აქ დავწეროთ თუ სად რომელი და როგორ ფანრები გამოგვადგება და სად რა იყიდება
p.s. გთხოვთ თემაში ბრაკონიერულ მოწყობილობებზე არ ვისაუბროთ თოფის ფანრებზე მათგვარ რამეებზე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ბოლო ნადირ-გასეირნობის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი ფანრის შეძენაზე.
საქართველოში არჩევანი არც თუ ისე დიდია... ამიტომ ყველა მსურველს თავს ამაზონისკენ გიკრავთ. სანამ ამაზონზე გადავიდოდეთ ფილოსოფიის გარეშე შემოგთავაზებდით შემდეგ ბრენდებს: FENIX, OLIGHT, UTG. რატომ ეს ბრენდები. წავიკითხე სერიოზული სატესტო სტატია ამ შედევრებზე. იაფი არ ღირს, მაგრამ შეძენა დამიჯერეთ მართლა ღირს! წყარო - ჟურნალი "охота" 10/2009 აქვე მოვიყვანთ ვებ-ბმულებს ამ საქონელზე 2 კატეგორიაში - საშუბლე და ტაქტიკური ანუ ლულაზე დასამაგრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფანრით ნადირობა აკრძალულია თავდაცვაზე არაფერი არის ნახსენები, კერძოდ კი აგარაკზე თუ სოფლად შემოსული ტურა, მგელის, მელის თუ დათვის შემოჩვევის ან თავდასხმის შემთხვევაში ეს დანამატი ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდება. საშუბლეს კი განმარტება არ სჭირდება, მეთევზეები არ გვაკლია! სიტყვა ფანარი (არა ფარანი) თურქული ენიდან არის ნასესხები და გამოითქმება როგორს FENER-ი და შუქურას ნიშნავს. ყველამ კარგად ვიცით საფეხბურთო კლუბი "ფენერ-ბახჩე" ისტამბულიდან... დავიწყებ საშუბლე ფანრით. Fenix 7 Level 225 Lumen ეს არის სპელეოლოგებისა თუ ალპინისტების რჩეული პროდუქტი. მოცემულ ბმულზე ინგლისური ენის მცოდნეები წაიკითხავთ მფლობელების მიერ დაწერილ რევიუებს. მანამდე კი მოგახსენებთ ამ ფანრის ტექნიკურ მონაცემებს: 1. კვება 2 ტიპის ბატარეებიდან - AA და Cree XR-E LED (Q5) 225 ლუმენის ნათების მისაღწევად. 2.ნათების 4 რეჟიმი ნათების სიმძლავრიდან გამომდინარე A. 7 ლუმენზე 120 საათი; B. 50 ლუმენი 22საათი; C. 120 ლუმენი 7.5 საათი; D. 225 ლუმენი 3 წუთი (ტურბო რეჟიმი). 3. გააჩნია 3 სასიგნალო რეჟიმი : A. სტრობი -5 სთ.; B. SOS 50 სთ.; C. განგაშიის რეჯიმი 44სთ FENIX HP10 საშუბლე ფენიქსი 120 მეტრზე მკაფიო ნათებას უზრინველყოფს 225 ლუმენიან რეშიმში (არა ტურბო). ახლა კი ტაქტიკურ ფანარს რაც შეეხება... აქ 3 არჩევანია, პრემიუმ ბრენდები OLIGHT და FENIX, შედარებით ხელმისაწვდომი UTG. OLIGHT M20 Warrior R2 ეს ნიჭიერი მნათობი 250 მეტრზე უზრუნველყოფს ძალიან მკაფიო გამოსახულებას თუ ნათებას. სასურველია სერიოზული დამტენისა და აკუმულატორების შეძენაც. მერწმუნეთ - მართლაც ღირს! ამისთანა სადისტური ტესტი სადმე თუ მენახოს!!! ჯერ შავ ზღვაში 10 მეტრიან სიღრმეზე ჩართული დატოვეს 5 საათით. ამოიღეს - ანათებდა. მერე ჩართული გაყინეს გამჭირვალე კონტეინერში (საყინულეში) 5 საათით, ანათებდა. გაალღვეს - ანათებდა. მერე ჩააგდეს ცეცხლში (არ დაწერეს რამდენი ხნით) გააცივეს - ანათებდა. მერე ესროლეს 15 მეტრიდან 5 ნომერი საფანტი - ისევ ანათებდა. მერე გადაუარეს ნივით - არაფერი, ისევ ანათებდა. მერე ნერვებზე რომ მოიშალნენ ამ დამპალ კაპიტალისტებზე - დადეს ასფალტზე და 15კგ-იანი ლოდი ჩასცხეს, გაიბზარა წინა ლინზა და მოეჭეჭყა თავი, მაგრამ ფანარი მაინც ანათებდა!!!!!!!! UTG არს ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი ახლა გავდივარ და ბმულებს მემრე დავდებ.. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2025 - 08:56 |