ალკოჰოლი და ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალკოჰოლი და ნადირობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეზობელი განყოფილებიდან მომივიდა ამ თემის გახსნის იდეა, ძალიან აუცილებელი საკითხია.
ყველას გთხოვთ საღადაო პოსტებისგან თავი შეიკავოთ..... აქ საუბარი არ არის იმაზე რომ "თუ ოჩოპინტრე არ ვადღეგრძელე ისე არ ვნადირობ" ან კიდევ "სიცივეში მახურებს" ან კიდევ "ნადირობის მერე კარგია ჩარტყმა" იმედია მიხვდით თემის არსს. პირველ რიგში მედიცინაში გარკვეულ ხალხს ვთხოვ ამ თემაზე რეაგირებას, დაწერეთ რას იწვევს ალკოჰოლი, რა უკუჩვენებები აქვს და რა აქვს დადებითი, თუ გინდათ დოზების მიხევით და სახეობების მიხედვით, თუ კი, მაშინ რომელი ჯობია, თუ არა მაშინ რომელია უარესი....... ზოგადად მაინტერესებს ადამიაზე რა ზემოქმედებას ახდენს, აკარგვინებს თუ არა მაგალითად მოტორიკას, ანელებს თუ არა რეაქციას და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება შეეხოს ამ თემას, შემდგომში გავაკეთოთ საბოლოო სტატია, მივპინოთ და დავხუროთ ერთპოსტიან თემად, რომ ყველამ იცოდეს რა და როგორ არის, პორველადი სტატიასავით დაწერეთ, მერე კითხვები წამოვა და მათზე პასუხებიც საინტერესო იქნება, საბოლოოდ ავკინძოთ და ეგ იქნება... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა ეხლა ვნახე, მოგიხდით ბოდიშს და დავითუსის ბიოქიმიურ ნაშრომს
![]() ვეცდები აქ დავწერომოკლედ და ყველასთვის გასაგებ ენაზე, საერთოდ ითვლება, რომ ნადირობა და სასმელი ერთმანეთის განუყრელია და ამავდროულად გამყრელიც!!! ყველას დაგვილევია ნადირობისას, მითუმეტეს სეზონის გახსნაზე და ზამთარშიც, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მონადირეზე, როგორც მის ფიზიკურ დატვირთვაზე ასევე ფსიქოლოგიაზეც (ადამიანს გონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია და იწყება უაზრო რისკი, რაც შეილება ტრავმებითა და უარეს შემთხვევაში ლეტალულად დამთავრდეს...) რაც შეეხება ალკოჰოლის განეიტრალებას, ამას ყველაზე კარგად აკეთებს გლუკოზა, იგი წვავს სისხლში ალკოჰოლს!!! ვინაიდან ბევრისთვის შეუძლებელია ვენაში ინექციის სახით გლუკოზის შეყვანა, ამიტომ არ შევეხები ამ თემას და გადავალ სხვა ალტერნატიულ მეთოდებზე!!! მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავალევინოთ ტკბილი ჩაი, ანუ სადღაც საშუალო ჭიქაში ჩავყაროთ 10 კოვზამდე შაქარი, აგრეთვე დავტვირთოთ გაზგასული მინერალური წყლით, იგი ანეიტრალებს ალკოჰოლს და რაც მთავარია ბევრი სითხე გამოიწვევს ბევრი შარდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას... ხო და რაც მთავარია, მე პირადად უკეთესად ვისვრი, თუ 2-3 ჭიქა არაყი მაქვს დალეული... ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 03:57 |