ლატვიური მდევარი, მაინტერსებს ინფო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლატვიური მდევარი, მაინტერსებს ინფო |
Mar 4 2010, 00:13
პოსტი
#1
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
თუ ვიმეს გაგვთ სურათები ან ინფორმაცია დაწერეთ მჩუქნიან და მაინტერესებს როგორი დზაგლია...
პს მხოლოდ კომპეტენტურებმა.. |
|
|
Mar 8 2010, 11:51
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჯერ მართლა ლატვიურია თუ არა, ის უნდა გაარკვიო. ვინ გჩუქნის? თუ ჩამოყვანილია, შეიძლება საგვარეულოც ქონდეს.
ისე ლატია და ლიტვა ბევრს ეშლება, მე 3 წელი ვსწავლობდი რიგაში და სამეგობროსა და ნათესავების უმეტესობა ხან ლატვიის ამბებს მეკითხებოდა, ხან ლიტვის. ლატვიური და ლიტვური სუფთა სისხლის მდევრები გარეგნულად კი გვანან ერთმანეთს (შეფერილობით შავები არიან მკვეთრად გამოკვეთილი მუქი რუჯით), მაგამ ადვილად განირჩევიან. ლატვიური მდევარი ყოფილ სსსრკ-ში ყველაზე ტანდაბალი მდევარი იყო, ესტონურზეც კი. ხვადები 43-48სმ, ძუები 41-46 სმ. ორივე ჯიში, ლატვიური და ლიტვური, სარეკის ძაღლებია, ძირითადად ჩლიქოსნებზე ანადირებენ. დაჭრილს სისხლიან კვალზე ეძებენ. ნაკლები გადამკიდე, სამაგიეროდ დამჯერე და კარგი მომსვლელი არიანო. აქაური "მოშენების" თუა, შეიძლება ე. წ. იმერული გონჩი გამოდგეს, რუსულის ნარევი, შიმშილით და მოუვლელობით დაბეჩავებული - ამიტომ ტანდაბალი. თუ გაგიმართლა, დევნაში შეიძლება ეგ ორივე ჯიში მოიტოვოს უკან, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 02:01 |