ჩემი პირველი ძაღლი, კვება და მოვლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩემი პირველი ძაღლი, კვება და მოვლა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეხლა რა ხდება, დღეს მომყავს ლეკვი (დედის პატრონის დაჟინებული თხოვნით, მეტს აღარ იტოვებს). გადავწყვიტე ამ თემის შექმნა.
დაბადებულია 8 იანვარს, დედალი პოინტერი. პირველი კითხვები რაც გამიჩნდა: 1. ვეძებე და კვებაში ამ ასაკის ლეკვისთვის კვების საკითხები ვერ აღმოვაჩინე. რა საკვები უნდა მივცე? (და რა ასაკამდე) 2. ხვალვე მინდა გავაქანო ვეტერინართან. რამდენად სწორედ ვიქცევი? 3. მაქვს საშუალება მყავდეს ეზოშიც, ავტოფარეხშიც და სახლშიც. სად ჯობს რომ იყოს? (ტემპერატურულ რეჟიმს ვგულისხმობ. მოკლედ მაინტერესებს ყველა სასარგებლო რჩევა, თუნდაც ელემენტარული, მაგრამ რომელიც სავარაუდოდ არ ვიცი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გუშინ დილით მეორედ მყავდა ალიკასთან, ზოოპარკში. მეორე აცრის დღე იყო და იქ ავწონე კიდეც.
25 თებერვლის საღამოს რომ ავწონე 2.65 კილოგრამი იყო, გუშინ კი 3.8. ფაქტიურად დღეში 100 გრამს იმატებს. რამდენად ნორმალურია ასეთი სწრაფი ზრდა? რამდენიმე დღე ჩემი არყოფნის პერიოდში მშრალ საკვებზე იყო. 150 გრამი მქონდა დატოვებული დღიურ დოზად (120 აშკარად არ ყოფნიდა). ფაქტიურად ნახევარ წუთში მთლიანად ჭამს დოზას (5 ნაწილად ვუნაწილებ). მერე კი გიჟივით დარბის. რამდენად მისაღებია კიდევ გავუზარდო დოზა? რატომღაც მგონია რომ არ ყოფნის ერთ წამაზე 30 გრამი. 1-2-ჯერ 40 გრამი ვცადე და ისიც იმავე სისწრაფით დაამუშავა ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 21:49 |