ევროპული მდევრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ევროპული მდევრები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ევროპაში არსებობს ძალიან ბევრი, ჩვენთვის უცნობი მდევრის ჯიში. მათ შორის ზოგი საქვეყნოდაა განთქმული, ზოგიც ორიგინალური გარეგნობის ან სამუშაო ღირსებების მქონეა.
წარმოშობისა და ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, ევროპული მდევრები შეიძლება დავყოთ დასავლეთევროპულ (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), ცენტრალურევროპულ (გერმანია-ავსტრია), აღმოსავლეთევროპულ (პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი,უნგრეთი), სკანდინავიურ (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი) და ხმელთაშუაზღვისპირულ-ბალკანურ (იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი) ჯგუფებად. ექსტერიერის მიხედვით იყოფიან: მოკლებეწვიანებად და უხეშბეწვიანებად, ზომით - მინიატურულიდან მსხვილის ჩათვლით , პროპორციულებად და დაბალფეხიანებად, მსხვილ ან წვრილ ნადირზე სპეციალიზებულებად, ნამდვილ მდევრებად და სისხლიან კვალზე მდევრებად. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ახლა, რაც შეეხება მდევრების ანგლო-ფრანგული ჯიშების ჯგუფს.
არსებობს საკუთრივ ანგლო-ფრანგული მდევრის ოთხი ჯიში , ამათგან - ერთი მცირე ზომისა (სამფეროვანი) და სამიც დიდი, რომლებიც შეფერილობის მიხედვით განსხვავდებიან. ესენია: 1. დიდი სამფეროვანი ანგლო-ფრანგული; 2. დიდი შავფოთლიანი ანგლო-ფრანგული; 3. დიდი ჟღალფოთლიანი ანგლო-ფრანგული. დიდი ანგლო-ფრანგულები გამოყვანილია 19 საუკუნეში, სხვადასხვა ფრანგულ ჯიშებთან ინგლისური ფოქსჰაუნდის დართვით. ამით უნდოდათ, ერთ ჯიშში გაეერთიანებინათ ფრანგული მდევრების მძაფრი ყნოსვა და ძლიერი ხმები, ფოქსჰაუნდის სისწრაფესა და ამტანობასთან. 20 საუკუნის შუა წლებში, უკვე არსებული დიდი ანგლო-ფრანგულების, საკუთრივ ფრანგულ ჯიშებთან დართვებით გამოიყვანეს ე.წ. ფრანგული მდევრის სამი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებოდნენ შეფერილობის მიხედვით, როგორც ანგლო-ფრანგულები, ანუ: 1. სამფეროვანი ფრანგული; 2. შავფოთლიანი ფრანგული; 3. ჟღალფოთლიანი ფრანგული. რათქმაუნდა, მიუხედავად სახელისა, ესენიც წარმოშობით ანგლო-ფრანგულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, თუმცა ფოქსჰაუნდის სისხლი უფრო ნაკლები დოზით აქვთ. აქვე ვახსენებ კიდევ ერთ ფრანგულ ჯიშს, თუმცა უფრო ძველს - პუატვენს, რომელიც ზემოთაღნიშნული სამფეროვანი ჯიშების ერთერთი წინაპარია და ძალიან გავს მათ ექსტერიერით. ბუნებრივია, მათ ყველას, სანადირო სპეციალიზაცია ერთი აქვთ. ერთიდაიგივე შეფერილობის დიდი ანგლო-ფრანგული და ფრანგული მდევრები ისე გვანან ერთმანეთს, რომ ძალიან ხშირად მათი გარჩევა ჭირს. ტანად კაი მაღლები არიან (62-72სმ), განსაკუთრებით ხვადები, თავი წაგრძელებული აქვთ, ყური - ნამდვილ ფრანგულ ჯიშებთან შედარებით, მოკლე; მოხდენილი აღნაგობისანი, მკერდი საკმაოდ თხელი აქვთ, მაღალ ფეხზე დგანან. ინახავენ და ნადირობენ ხროვებით, მსხვილ ჩლიქოსანზე - ირემსა და ღორზე, ცეცხლსასროლო იარაღის გარეშე, ცხენზე ამხედრებული მონადირეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საგანგებოდ ამგვარი ნადირობისთვის შექმნილ კლუბებში. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 15:08 |