მდევრების საველე გამოცდების წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მდევრების საველე გამოცდების წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ვითვალისწინებ მოდერის შენიშვნას.
კვალიფიცირებულ საზოგადოებას ვთხოვ ნუ დაიზარებს და გაგვაცნოს, თუ რა მოეთხოვება ჩვენ საყვარელ მდევრებს გამოცდებზე. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ამჟამად საქართველოში მოქმედებაშია რუსეთის ფედერაციის სანადირო მეძაღლეობის მდევრების კომისიის მიერ 2004წლის 7დეკემბერს მიღებული ახალი წესები,. მოქმედი დებულების მიხედვით მდევარი ძაღლები კურდღელზე, მელაზე,და ტურაზე გამოიცდებიან, დიპლომში კი კეთდება სათანადო აღნიშვნა,თუ რომელ ცხოველზე მიმდინარეობდა გამოცდა. გამოცდები სასურველია შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ჩატარდეს.შესაძლებელია ზამთარშიც ,მხოლოდ იმ პირობებში ,როცა მიწის ზედაპირი მთლიანადაა დაფარული თოვლის თხელი ფენით და ნადირის კვალი გარკვევით ემჩნევა. გამოცდებზე გამოვლინდება და შეფასდება მდევრების შემდეგი სანადირო თვისებები: გასვლა- ნადირის ზებნაა მის წამოგდებამდე. საუკეთესოდ ითვლება და უმაღლესი ქულით ფასდება მდევრის დამოუკიდებელი ნავარდით იშვიათად ჩორთზე გადასული სვლა ფართო დაღრმა 300-400 მეტრის ფარგლებში წამყვანთან კონტაქტში მისი მოძრაობის მიმართულებით.
პოვნა- ის უნარია რომლითაც მდევარი ნადირს აგნებს. ძირითადად შეფასება ხდება იმ დროის მიხედვით , რომელიც გრძელდება მდევარის გაშვებიდან ნადირის წამოგდებამდე. ასევე ყურადღება ექცევა ამინდს, სავარგულის თავისებურებებს და ნადირის სიხშირეს მასში ,სეზონს და იმასაც თუ დღის რომელ პერიოდში უწევს მდევარს მუშაობა. ხმაურზე ან ფეხიდან წამომხტარი კურდღლის კვალზე ძაღლის დაყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საექსპერტო კომისიის ნებართვით ,მაგრამ ამ დროს ძაღლს პოვნაში ქულები აკლდება.თუმცა თუ გაპარული კურდღლის კვალს მდევარი გაიტანს მისი დანახვიდან 15 წუთის შემდეგ და დაუწყებს დევნას, შეიძლება მან უმაღლესი ქულაც დაიმსახუროს. ოსტატობა-ფასდება დევნის პროცეში შეყოვნებისა და წყვეტილობის რაოდენობის მიხედვით , დაკარგული კვალის სწრაფად განახლების უნარითა და დევნის ხანგრძლივობით . შეყოვნებაა თუ მდევარი კვალს კარგავს მცირე ხნით მხოლოდ 1წუთამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ძაღლი დაკარგულ კვალს 1წუთზე მეტი ხნის განმავლობაში იახლებს, ეს უკვე წყვეტილობაა წყვეტილობის მაქსიმალური დრო განსაზღვრულია 20 წთ. ყნოსვა-ყველა მდევრისათვისინდივიდუალურია, მისი საშუალებით იგი პოულობს და დასდევს ნადირს. რადგან მდევარის ოსტატობა მის ყნოსვაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ყნოსვის შეფასება ხდება იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელსაც მდევარი დაიმსახურებს ოსტატობაში გადაკიდება-შეუპოვარი,ენერგიული,ხანგრძლი ვი დევნის უნარი და დაკარგული კვალის გაახლების დაუოკებელი ჟინია. ფასდება ძირითადად დევნის ხანგრძლივობით და იმით ,თუ რამდენი წუთის შემდეგ ანებებს თავს მდევარი კვალის გაახლებას და ძებნას. ხმა-ფასდება ძალის, ფიგურულობის და სიზუსტის მიხედვით.ხმის ძალაში იგულისხმება ყეფის მანერა ,მისი სიძლიერე და სიმკვეთრე .ფიგურულობის თვალთაზრისით არსებობს ერთ ხმიანი, ორხმიანი, დუდღუნა, ზარივით წკრიალა და დოღრიალა ხმა.ყეფის სიზუსტე აღნიშნავს იმას, რომ მდევარი უნდა ყეფდეს მხოლოდ ნადირის დევნისას. სისწრაფე-ის ტემპია რომლითაც მდევარი დასდევს ნადირს. უმაღლესი ქულით ფასდება სწრაფი ნავარდით დევნა, როცა დევნის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ დანახულ ნადირს ძაღლი მოჰყვება 1-1,5 წუთის ინტერვალით. მორჩილება-საყვირის ხმაზე და წამყვანის სეძახილზე სწრაფი რეაგირება და მოსვლაა. მდევარის მორჩილება ფასდება მაშინ, როცა იგი არ დასდევს, ან არ იახლებს კვალს. ზემოთ ჩამოთვლილი მდევართა სამუშაო თვისებები ფასდება შემდეგი მაქსიმალური ქულების მიხედვით. გასვლა 10ქ. პოვნა 5ქ. ოსტატობა 25ქ. ყნოსვა 10ქ. გადაკიდება 15ქ. ხმის სიძლიერე 10ქ. ფიგურულობა 5ქ. ხმის სიზუსტე 5ქ. სისწრაფე 10ქ. მორჩილება 5ქ. სულ 100ქ. ნადირის წამოგდების შემდეგ მდევარს ეძლევა 60 წუთიანი მუსაობის უფლება, თუმცა ძაღლის სამუშაო თვისებების უკეთ გამოვლენის მიზნით საექსპერტო კომისიას შეუძლია ეს დრო გაახანგრძლივოს კიდეც. გამოცდა არ ჩატარდება 20 სანტიმეტრზე მაღალ თოვლში ,ძლიერ ყინვაში, ძლიერ სიცხეში, გადაუღებელი წვიმისა და თოვის დროს ,ძლიერ ქარში, გათენებამდე და შებინდების შემდეგ. ძაღლის შესაძლებლობების უკეტ გამოვლენის მიზნით მდევარს აქვს ორი მუშაობის უფლება.გაუთვალისწინებელი დაბრკოლების დროს ზოგჯერ, გაურკვევლობის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიას შეუძლია ძაღლი შეაფასოს მესამე, დამატებითი მუშაობის მიხედვითაც. თუ მდევარმა საველე დიპლომი დაიმსახურა პირველ გაშვებაზე მაშინ მას მეორეთ გამოსვლის უფლება აღარ აქვს. ნადირის პოვნისთვის მდევარს ეძლევა 1 საათი. თუ ძაღლის მიერ სავარაუდოდ წამოგდებული ნადირი ექსპერტებს არ დაუნახავთ და ყეფა მალე 3წუთზე ნაკლებ დროში შეწყდა ,მაშინ მდევარს პოვნაში არ ეთვლება, ხოლო დაკარგული წუთები პოვნისათვის განკუთვნილ დროს არ ემატება. საველე დიპლომი რომ დაიმსახუროს,მდევარმა უნდა სდიოს მინიმუმ: ექსპერტების მიერ დანახულ კურდღელს 60 წთ-I ხარისხის დიპლომისთვის, 50 წთ- მეორე ხარისხის დიპლომისთვის და 40 წთ-მესამე ხარისხის დიპლომისთვის. ექსპერტების მიერ დანახულ მელას ან ტურას არა ნაკლებ 60 წთ ბოლო წყვეტილობისას დახარჯული დრო , თუ მდევარმა ვეღარ გაიახლა კვალი , დევნის საერთო დროში არ შედის. როცა მდევარი ერთი კურდღლის დევნიდან გადავა მეორეზე ან მელიის ან ტურის კვალზე მაშინ მუშაობა ჩაითვლება შენაცვლებული ნადირის დანახვის მომენტიდან. ხოლო მელიისა და ტურის კვალიდან კურდღლის კვალზე გადასვლა მუშაობა არ ჩაითვლება. ერთი კურდღლიდან მეორეზე გადასვლისას მდევარს 3 ქულა აკლდება გადაკიდებაში. თუ მდევარი ნადირს დასდევს 60 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში და დაიჭერს მას მაშინ დევნის ფაქტობრივ დროს ემატება 10 წთ.საექსპერტო კომისიის ნებართვით თუ თუ გამოცდის დრო გაგრძელდა , მაშინ მდევარს დიპლომი მიენიჭება იმ შემთხვევაში როცა წყვეტილობის დრო პროცენტული მაჩვენებლით საერთო დევნის დროს მაჩვენებელთან შეადGენს არა უმეტეს : კურდღელზე 25% პირველი ხარისხის დიპლომისთვის. 33% მეორე ხარისხის დიპლომისთვის, 40 პროცენტი მესამე ხარისხის დიპლომისთვის. მელაზე და ტურაზე: 8% პირველი ხარისხისთვის. 16 % მეორე ხარისხისთვის . 25 % მესამე ხარისხის დიპლომისთვის. მდევარი გამოცდიდან იხსნება შემდეგ შემთხვევაში: თუ ეტანება შინაურ ცხოველებს, თუ 10 წუთის განმავლობაში თავს გამოავლენს როგორც ფუჭადმყეფარი. თუ ნადირს დასდევს უხმოდ და გაშვებიდან 10 წუთის განმავლობაში არ ეცდება გასვლას და არ დაიწყებს ძებნას. კურდღლის წამოგდებამდე მის კვალში ხანგრძლივი ყეფა ნაკლად ითვლება ხოლო თუ ვერც წამოაგდებს ამ დროს ძაღლი იხსნება გამოცდიდან. მელის და ტურის კვალის ყეფით დაზუსტება ნაკლად არ ითვლება. ნადირის დანახვის შემთხვევაში თუ ყეფა გაგრძელდა 15 წუთზე მეტხანს კომისია ვალდებულია შეაფასოს ძაღლი. ეხ საბუთები რომ მქონდეს გავიყვანდი უეჭველი ელემენტარული რაღაცეებია. ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 17:11 |