benjamin marauder, video. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
benjamin marauder, video. |
Sep 30 2009, 10:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს შაშხანა ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით წარმოადგენს ფასისი და ხარისხის საუკეთესო შეფარდებას.
წარმოგიდგენთ ამერიკელების ვიდეო მიმოხილვებს. \ მის მეორე ნაწილი ლინკზე: http://www.pyramydair.com/video/ აი კიდევ დანარჩენს მერე დავამატებ. |
|
|
|
![]() |
Mar 14 2010, 09:50
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 54 რეგისტრ.: 27-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi |
BEK_M
კი ვიცი რატომ ყიდის პირამიდი უფრო იაფად, იმიტომ რომ უდიდესი რესელერია ამერიკაში, გამოსვლისას მხოლოდ მაგ თოფის 10 000 ეგზემპლარი დაუკვეთეს რომელიც სულ რაღაც 2 თვეში გაყიდეს (უცნობ კორეულ თოფებზე რისკავენ და უკვეთავენ 2 3 ათასს ეგზემპლარს, ანუ უცებ იღებენ დიდ პარტიას და...). შედეგად იღებენ დიდ სკიდკებს, ეგენიც დიდ ფასნამატს არ ადებენ და ისე ყიდიან. ეყიდებათ კიდევაც, გათვლილი ვაჭრობაა რაოდენობაზე და მეტ შემოსავალზე, ვიდრე ქართული ვაჭრობა როდესაც 1 ცალი უდევთ და ელოდებიან მის ხარჯზე როდის იშოვიან მანქანის, სახლის და მოგზაურობის ფულს მწარმოებელი კი ყიდის იმ საშუალო ფასში რაც სხვა მაღაზიებშია, იმიტომ რომ თავდაპირველად მაგ თოფის ფასი იყო და უნდა დარჩენილიყო 500$-ის ზღვარზე. სხვა მაღაზიები მაგდენს ვერ უკვეთავენ, ან საერთოდ პაწუა მაღაზიები არიან, ან უფრო ცეცხლსასროლზე გადართული, ამიტომაც პირამიდს სხვებთან შედარებით ბევრ საქონელზე დაბალი ფასი აქვს. მაგრამ ყიდვა თუ გინდა უნდა დაუკვეთო Crosman-ის აქაურ წარმოადგენელს, ერთადერთი მაღაზიაა რომელიც პირამიდის პოლიტიკას მიმართავს საქართველოში, ანუ ფასნამატს მინიმალურს ადებს და იაფად ყიდის (საქართველოს პირობებიდან გამომდინარე). ანუ აქ ადგილზე ეგ თოფი Crosman-ის დილირთან ჯდება 650$ (ზუსტად არ ვიცი რამდენია, პირველი თოფი მე ჩამოვატანინე და ერთმა რომელიც ფოთშია, დაგვიჯდა 600-600 დოლარი, მეორე პარტიაში კიდევ ჩამოვიდა 2 თოფი, ამგრამ ფასი მგონი 650$-თან იყო ჩვენმა საბაჟომ ივაჟკაცა ფასწარმოქმნაში). პირდაპირ შენ რომ ჩამოიტანო მეტი გამოგდის და აი რატომ. გაქვს ჩამოტანის 2 გზა, ერთი რეალური მეორე თეორიული: 1) დაუკვეთე იგივე პირამიდს რომ პირდაპირ გამოგიგზავნოს საქართველოში, EMS-ით გამოცზავნა სადღაც 170$ ან 230$ ზუსატდ არ მახსოვს, პლიუს საზღვარზე გაჩერდება რადგან 300 ლარზე მეტის ღირებულებისაა და დაემატება ((469$+170$)+18%) + მოსაკრებელი + ბროკერის თანხა + 4-5 საათი სირბილი და ნერვების გლეჯა. 2) პირამიდიდან გაუშვა რომელიმე ჩვენს გადამზიდავთან (ონექსი, ბარამი, უსა2გორგია) იმათ ჩამოაქვთ სადღაც 50-60$-ის ფასში, ემრე ჩერდება საზღვარზე და იგივე დაგასახადი მიდის. პრობლემა ისაა რომ პირამიდი არ აგზავნის არცერთ იმ შტატში სადაც ჩვენი გადამზიდავები ზიან, შიდა შტატების კანონების გამო აკრძალულია თოფის, ან მასთან მიახლოებული ფორმის საგნის საფოსტო გაადგზავნა. პლიუს ქართული გადამზიდავები დაშინებული არიან და სიტყვა იარაღზე ეგრევე ზადნის აძლევენ. ერთადერთი სადაც შეიძლება ჩავიდეს კანონების მიხედვით არის Usa2Georgia მაგრამ ეგენი თათებს ასავსავებენ ჩამოტანაზე, გადასატრეხ ლულიანზე თანახმანი არიან, მაგრამ PCP და CO2-ზე მომუსავე პნევმოზე უარს იძახიან. უპრობლემოდ ჩამოიტანსბარამი, მაგრამ მაგათთან პირამიდი და მაღაზიების უმეტესობა გადასატეხლულიანის გარდა არაფერს აგზავნიან. ნებისმიერ ვარიანტში გამოდის რომ ფასი 650$-ზე მეტი გიჯდება, ასე რომ ჯობია აქაურ წარმოამდგენელს მიაკითხო. კონკრეტული მაღაზია არ აქვს, იმიტომ რომ ჩამოაქვს საქონელი და აქაურ მაღაზიებში აბარებს ან მაი მარკეტზე დებს განცხადებებს, PCP დაკვეთით ჩამოაქვს, რადგან სურველი როგორც წესი ცოტაა და ძვირი ჯდება. პიროვნებას ჰქვია გრიშა, ნახავ თავის საიტზე iaragi.ge და პნევმატიკის ფორუმზე airgun.ge კონკრეტულად კი აი ამ განყოფილებაში (იმედია აქაური მესვეურები და ადმინ მოდერები მაპატიებენ რომ სხვა საიტების ლინკებს ვყრი). საკონტაქტო ინფოს ნახავ მის საიტზე (ელ ფოსტა და ტელეფონი) ასევე მითითებულ ფორუმზე შეგიძლია დაეკონტაქტო ან ღია თემაში სასურველი დაკვეთა დადო და გაარკვიო ყველაფერი. ასევე თუ გაინტერესებთ გთავაზობთ ჩემის მიერ გაკეთებულ მიმოხილვას (სამწუხაროდ ისევ სხვა საიტზე, აქ მის კოპირებას ვერ მოვახდენ), რომელიც იმედია ყველა თქვენს კითხვას პასუხს გასცემს. გაითვალისწინე, თოფს ასევე უნდა დასატენი საშუალება, ან ბალონი ან ნასოსი (მანქანის არ გამოდგება, მაგ თოფს 200 ატმოსფერო უნდა, მანქანის ნასოსი კი 8 ატმოსფეროზე ემტს ვერ ჩალიჩობს), ბალონს თუ დაიადებ მერე მისი დასატენი ადგილი უნდა ნახო და იქ ტენო ხოლმე (ისე თხოვნა იქნება ნახმარი და გაუბედურებული ბალონი არ იყიდო აქვე ელიავაზე, 200 ატმოსფერო სახუმარო საქმე არაა, სითხე რომ იყოს ჯანდაბას, გამოპარვის ან გახევის შემთხვევაში, გაასხავს, გაგწუწავს, გაგამწარებს და ეგაა, ჰაერი კი შეკუმშულ მდგომარეობაში.... ჩათვალე ბომბია, ამიტომ სიფრთხილე გმართებს და მხულოდ ძვირიანი და შემოწმებული ბალონები). რაც შეეხება ნასოს, სპეციალური მაღალი წნევის ნასოსი იაფი არ ღირს, ამერიკაშივე ჯდება იგივე პირამიდზე 179$ აქ კროსმინის წარმოამდგენელი ჩამოგიტანს 250270$-ად, მესმის ძვირია, მარა.... პლიუს გაითვალისწინე მარადიორს არ აქვს ღია სამიზნეები, პირდაპირ ოპტიკაზეა გათვლილი, ასე რომ ოპტიკა ნებისნმიერ შემთხვევაში დაგჭირდება. |
|
|
|
nihontoman benjamin marauder Sep 30 2009, 10:23
BEK_M ვინმემ ხო არ იცით მ... Mar 14 2010, 00:10
Infrared BEK_M
თუ აპირებ შეძენ... Mar 14 2010, 00:53
BEK_M ja_ja
შენი მიმოხილვა ... Mar 14 2010, 17:25
ja_ja BEK_M
ციტატა(BEK_M @ 14th March ... Mar 14 2010, 17:33
BEK_M Infrared
გუშIნ მივწერე გ... Mar 14 2010, 17:46
Infrared ოოო ძალიან კარგი ი... Mar 14 2010, 18:37
Davitus ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 ... Mar 14 2010, 18:51
ja_ja BEK_M
ციტატა(BEK_M @ 14th March ... Mar 14 2010, 19:05
BEK_M ja_ja
25 რომელია 177-ს რო ... Mar 14 2010, 19:14
ბაზუკა BEK_M
ციტატა(BEK_M @ 14th March ... Mar 14 2010, 20:55
BEK_M ბაზუკა
ანუ ყველაზ... Mar 14 2010, 20:56
ბაზუკა ციტატა(BEK_M @ Mar 14 2010, 21... Mar 14 2010, 23:36
Davitus BEK_M
მაგაზე დიდი კალ... Mar 14 2010, 23:12
BEK_M მე მაინც 22 მგონია ყ... Mar 14 2010, 23:44
ja_ja Davitus
ციტატა(Davitus @ 15th Ma... Mar 14 2010, 23:45
BEK_M ja_ja
მარადიორზე რო ო... Mar 14 2010, 23:52
Davitus BEK_M
თუ 30 მმ-იან Vector Optics 6... Mar 15 2010, 05:04
ja_ja BEK_M
ციტატა(BEK_M @ 15th March ... Mar 15 2010, 09:04
benjamin გაუმარგაგიმარჯოტ ... Sep 15 2012, 23:32![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 07:55 |