მდევრების საველე გამოცდების წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მდევრების საველე გამოცდების წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ვითვალისწინებ მოდერის შენიშვნას.
კვალიფიცირებულ საზოგადოებას ვთხოვ ნუ დაიზარებს და გაგვაცნოს, თუ რა მოეთხოვება ჩვენ საყვარელ მდევრებს გამოცდებზე. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მადლობის მეტი რა გვეთქმის არაგველისთვის, მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბა მდევრების საველე გამოცდის ზოგადი წესები. რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი კომპონენტი და ნიუანსია, რომელიც დაწვრილებით აღწერას და განმარტებას თხოულობს. მაგრამ "ზოგადად" საქმის არსი ნათლად არის გადმოცემული. ერთი მთავარი შესწორებით: ჩვენთან ჯერჯერობით 2004-ის კი არა, ძველი წესებით ხდება მდევრების გამოცდა. კურდღელზე სამივე ხარისხის დიპლომს 60 წუთიანი დევნა ჭირდება. დღემდე ამ თემაზე რუსეთშიც კამათია და შეჯიბრებების უმრავლესობას იმ"წინა" წესებით ატარებენ. არადა, ამ მხრივ 2004 წელს მიღებული შესწორებები სინამდვილეში უფრო ძველთან - "წინისწინა" წესებთან დაბრუნებაა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩემი აზრით, ჩვენ მართლაც უფრო გაადვილებული წესებით - 2004 წლის წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან აქაურ მდევრებს ბევრად ძნელ პირობებში უწევთ მუშაობა (სიცხე, სიმშრალე, ხრიოკი და უსწორმასწორო რელიეფი, ქვიანი ნიადაგი, გზები და ა. შ.)
ტერმინებიც დასადგენია. მე перемолчка-ს ხმაჩაგდებად ვთარგმნი (მაგ. ხშირი ხმაჩაგდებებით დევნა; ნახევარწუთიანი ხმაჩაგდების შემდეგ გზიდან გადამხტარი კვალი სწრაფად გაიტანა..) скол - ყოვნი (ყოვნი გაასწორა, ანუ კვალი გაიახლა). მდევრისთვის "ყნოსვაზე" უპრიანი "ალღო" მგონია, მორჩილების ნაცვლად კი - დამჯერობა. იქნებ უკეთესი ვარიანტებიც მოიძებნოს.. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 05:40 |