გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 52 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იქნებ მითხრათ ქვეკალიბრული რას ნიშნავს ?დიდი მადლობა
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
იქნებ მითხრათ ქვეკალიბრული რას ნიშნავს ?დიდი მადლობა ქვეკლუბრულში უგულისქმება გლუვლულიანი სანადირო თოფიდან სასროლი ცალი ტყვიის დიამეტრი მილიმეტრებში. ალბათ იცი რომ გლუვლულიანი სანადირო თოფის ლულა მთელ სიგრძეზე ერთი დიამეტრისა არაა! ანუ იგი შედგება სავაზნისაგან , ძირითადი ლულისაგან და ლულის ჩოკური შევიწროვებისაგან. ამ სამივე ნაწილს სხვადახვა დიამეტრი აქვს შიგნიდან! ანუ განივკვეთში, კალიბრი დგინდება ძირითადი ლულის შიდა დიამეტრიდან გამომდინარე ანუ კალიბრი ეწოდება ერთი ფუტი სუფთა ტყვიისაგან (PB) ჩამოსხმული ბურთულების რაოდენობას რომელთა დიამეტრი მილიმეტრებში ტოლია ძირითადი ლულის შიდა დიამეტრისა, ანუ 12 კალიბრისათვის ერთი ფუტი სუფთა ტყვიისაგან ჩამოსხმული ბურთულების რაოდენობა რომელთა დიამეტრი მილიმეტრებშიც ტოლი იქნაბა 12 კალიბრიანი თოფის ძირითადი ლულის შიდა დიამეტრისა მილიმეტრებში 12 ცალი, 16 კალიბრისათვის 16 ცალი და ასე შემდეგ. ეხლა ქვეკალიბრული,!! ანუ! ისეთი ყტვია რომლის დიამეტრი მილიმეტრებში ნაკლებია ლულის ძირითადი ნაწილის შიდა დიამეტრისა. 12 კალიბრის ლულის შიდა დიამეტრი მერყეობს 18,2 დან 18,8 მდე ქვეკალიბრული ტყვიის დიამეტრი უნდა იყოს ამ რიცხვებზე მცირე დიამეტრისა განივკვეთში. ქვეკალიბრული ტყვიებია მაგ: პოლევი,კიროვჩანკა, ბლონდო, გუალანდი, ჰექსოლიტი მონოლიტი, როსსა, და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის ტყვიების სროლა ნებისმიერი შევიწროვების ლულიდან შეიძლება ( ძლიერი და ძალიან ძლიერი ჩოკიანი ლულების გამოკლებით). სხვებთან შედარებით ბევრად ზუსტებია და საწყისი სიჩქარეც მეტი აქვთ (მგონი გასაგებად დავწერე,) |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 52 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მადლობა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 14:56 |