ტივტივიანი ანკესის აწყობა, დამწყებთათვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტივტივიანი ანკესის აწყობა, დამწყებთათვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ტივტივიანი ანკესის აწყობის რამოდენიმე ხერხი არსებობს. პრინციპი არის ორი. სრიალა ანუ "სკალზიაში" და ფიქსირებული.
სრიალა ტივტივა საშუალებას გვაძლევს დიდ სიღრმეზე ვითევზაოთ. გამოიყენება ჩვეულებრივ საშუალო და პატარა სიღრმეზეც. ეფექტურია შორს და ზუსტი სროლისთვის. პრაქტიკულია ტრანსპორტირებისას. ასაწყობად გვესაჭიროება შემდეგი ინვენტარი: სათევზაო ჯოხი. სიგრძე 4 დან 5.5 მეტრამდე ![]() კოჭა. არაინერციული ![]() ძუა. ორი ზომა. ძირითადი ანუ რაც კოჭაზე ეხვევა0.2 დან 0.3 მმ და სატარებელი "პავადოკი" 0.15 დან 0.2 მდე. იმის მიხედვით თუ რა ზომის თევზზე აპირებთ თევზაობას. ![]() შემზღუდავი ანუ "აგრანიჩიტელი" იგივე "სტოპორი" ![]() კარაბინები ორი ზომა. ყველაზე პატარა (ტივტივას დასამაგრებლად) და საშუალო (ძუის ბოლოში მისაბმელად). ![]() ტივტივა ![]() სიმძიმე ![]() ნემსკავი ![]() მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი ![]() მიამაგრეთ კოჭა სათევზაო ჯოხზე ![]() დაახვიეთ კოჭაზე ძუა. 70 - 100 მეტრი. კოჭა უნდა გაივსოს ბოლომდე ![]() ძუის ბოლო გაატერეთ რგოლებში ![]() დაამაგრეთ ჯერ ერთი შემზღუდავი ![]() აარჩიეთ პატარა კარაბინი ![]() კარაბინის შემდეგ დაამაგრეთ კიდევ ორი შემზღუდავი ![]() წამოაცვით სიმძიმე, ისე რომ თავისუფლად მოძრაობდეს ![]() დაამაგრეთ ბოლოში საშუალო კარაბინი ე/წ "მარსკოი უზელით" (კვანძები აღწერილია მეზობელ თემაში) ![]() მოჭიმეთ შემზღუდავი კარაბინისკენ, ისე რომ სიმძიმე დაფიქსირდეს ![]() პატარა კარაბინზე მიამაგრეთ ტივტივა, ისე რომ ბოლო ორ შემზღუდავს შორის სრიალებდეს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ვაა კაია გიო... საღოლ... მაგარი თემაა...
![]() ისე სიმძიმე მგონი ბურთულები აჯობებდა მაგ წყობაში.... იმიტომ რომ, შენ რაც სიმძიმე გაქვს, მაგით ზუსტად ვერ დაარეგულირებ ტივტივას დონეს... ნუ თუ ნაკლები მოგივიდა კიდე კაი (დაამატებ გარედან), მაგრამ მეტი თუ მოგივიდა - მაშინ ან ტივტივა უნდა გამოცვალო, ან დაშალო მონტაჟი და თავიდან ააწყო... მე მაგალითად ჯერ ტივტივას ვუკეთებ და მერე წყალში სინჯვით ნელ ნელა ვაცმევ მრგვალ სიმძიმეებს, მანამ სანამ ტივიტვა არ გაჩერდება სასურველ დონეზე... ხოდა კიდე რა მაინტერესებს... ტივტივასთან ზედა სტოპერი გასაგებია, მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს ? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ისე სიმძიმე მგონი ბურთულები აჯობებდა მაგ წყობაში.... იმიტომ რომ, შენ რაც სიმძიმე გაქვს, მაგით ზუსტად ვერ დაარეგულირებ ტივტივას დონეს... ნუ თუ ნაკლები მოგივიდა კიდე კაი (დაამატებ გარედან), მაგრამ მეტი თუ მოგივიდა - მაშინ ან ტივტივა უნდა გამოცვალო, ან დაშალო მონტაჟი და თავიდან ააწყო... პასუხი [მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი ![]() იმედია ამ თემის ავტორი ალბათ არ მიწყენს თუ ორ კორექტირებას შევიტან მის მიერ წარმოდგენილ სრიალა ტივტივას მონტაჟში. 1. როგორც მივხვდი სიმძიმის ქვევიოთ არსებული კარაბინი ემსახურება "პავადოკების" სწრაფ შეცვლას მისი დაზიანების შემთხვევაში. "პავადოკების" მიბმის ეს მეთოდი არის არასაიმედო და ხშირ შემთხვევებში მისგან უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. ტრადიციული მეთოდით "პავადოკების" მიბმას ჭირდება ორი წუთი და ამ ორი წუთის დაზოგვის გულისთვის მგონი არ ღირს გარისკვა დიდი თევზის გამოყვანა დავაყენოთ რისკის ქვეშ. მქონია შემთხვევა როცა უხარისხო "საპავადოკე" ძუის გამო ყოველ საათში მიხდებოდა მისი ახლიდან მონტაჟი და არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ მქონია. 2. თუ ამ მონტაჟზე ვიყენებთ სრიალა სიმძიმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის ძუაზე დაფიქსირებას? პასიური "კლოვი"-ს დროს, როდესაც ვთევზაობთ დაწვენილი ტივტივით, თევზის სატყუარის აღების შემთხვევაში ძუამ უნდა ისრიალოს სიმძიმეში, რათა ამ უკანასკნელმა მინიმალური დაბრკოლებაც არ იგრძნოს. ეს შეიძლება არ აისახოს კარჩხანას ჭერის დროს, მაგრამ ისეთი "კლაოზნიკი" თევზის ჭერის შემთხვევაში როგორიც ხრამულია ეს ნიუანსი აუცილებლად გამოიწვევს უშედეგო თევზაობას. აქ შემოგთავაზეთ უნივერსალური ვერსია. ეს მონტაჟი შეგიძლიათ გადაკეთების გარეშე იხმაროთ როგორს მცოცავ ტივტივაზე, ისე ფიქსირებულზე. რაც შეეხება მოძრავ სიმძიმეს, როცა დაფსკერებით თევზაობთ, ანუ დაწვენილი ტივტივათი, მაშინ საჭიროა სიმძიმის მოშვება, ანუ ძუას უნდა ქონდეს 10-20 სმ მდე მოძრაობის საშუალება. ეს გაცილებით ეფექტურს და მგრძნობიარეს ხდის. ამავდროულად მდორე წყალში თევზაობისას უკეთესია ფიქსირებული სიმძიმე. გადაგდევისასაც ნაკლებად იხლართება. რაც შეეხება ბოლოში დამაგრებულ კარაბინს, ხარისხიანი კარაბინის ტესტი გაცილებით მაღალია ვიდრე ძუის. შემდეგ ძალიან პრაქტიკულია სწრაფი შეცვლისთვის და ბოლოს, ტრანსპორტირების დროს ნემსკავები უნდა ჩაიხსნას. გამოცდილი მეთევზე რა თქმა უნდა 2-3 წუთშიც ააწყობს "პავადოკს" მაგრამ თემა განკუთვნილია დამწყებთათვის. თუმცა ამ მეთოდს ყველას ვურჩევდი |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 18-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi to ![]() |
პასუხი რაც შეეხება ბოლოში დამაგრებულ კარაბინს, ხარისხიანი კარაბინის ტესტი გაცილებით მაღალია ვიდრე ძუის. კარაბინი გაუძლებს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ ავიღოთ ორი ერთი ზომის ძუისგან დამზადებული "პავადოკების" ვარიანტები, კარაბინით და ტრადიციული მეთოდით მიმაგრებული, დიდი თევზის ტარების დროს კარაბინიანი "პავადოკის" გაწყვეტის შანსი უფრო დიდია ვიდრე ჩვეულებრივის. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:57 |