ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, saburtalo ![]() |
ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე. მიეკუთვნება მოკლებეევიანებს არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი. ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე. მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში. წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა! ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 111 რეგისტრ.: 3-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგორც ცნობილია ძალიან მცირე რაოდენობით არის საქართველოში ვეიმარანერის ჯიშის მეძებრები შემოყვანილი და ამ ჯიშზე პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი ჩვენთან,მაგრამ როგორც ჩანს ეს ჯიშიც ნელ-ნელა გამოჩნდა აქა-იქ.ჩემმა ახლობელმა ეხლახან შეიძინა ვეიმარანერი და ძალიან აინტერესებს გაიგოს იმ პიროვნებისაგან ვისაც ყავს ამ ჯიშის მუშა ძაღლი თუ რა თვისებებით გამოირჩევა ნადირობისას.იმედია პატრონი არ დაგვზარდება მოგვაწოდოს პატარა ინფო ვეიმარანერზე.(ენციკლოპედიები და წიგნები გადაიკითხა)წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 04:09 |