სად მოდის ეხლა თევზი?, აქ იჭორავეთ, ოღონდ თემატურად !!!!!!!!, მაინტერესებს კახეთის კერძო ტბები. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სად მოდის ეხლა თევზი?, აქ იჭორავეთ, ოღონდ თემატურად !!!!!!!!, მაინტერესებს კახეთის კერძო ტბები. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
აქ იჭორავეთ, ოღონდ თემატურად !!!!!!!!!
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეთევზეებზე გულმხურვალე ზვიადისტები რომ ქვეყნად არ დეიარებიენ (ვგულისხმობ გაზვიადებას)
ყველას მოგეხსენებათ ერთ-ერთმა ეგეთმა ზვიადისტმა ორი დღის წინ ამბავი მამიტანა: თბილისის ზღვაზე რომ ყურეა და იმ ყუესთან კიდევ პატარა ტბა - იქ მოაღო გაუმაძღარი პირი შამაიმო გავედით დღეს იყო ქარი და იყო მზე იყვნენ ჯოხიანი კაცებიც იჭერდნენ სიგარეტის ბიჩოკებისტოლა არსებებს პურზე მათ შორის გამოვარჩევდი ასაკოვან ადამის მოდგმის შთამომავალს სამასამდე (თვალის ზომით) სიგ. ბოჩოკი რომ ყავდა დატუსაღებული და აგრძელებდა დუპლეტობანას ამ პატიოსანი ხალხისთავის რომ არ შეგვეშალა ხელი გადავინაცვლეთ ტბის მოპირდაპირე ლელიანში (კამიშნარში) მყარად გადავწყვიტეთ წითელი ჭიისათვის დაგვეთმო ბანაობის უფლება პირველივე აბაზანა bic-ის პასტისხელა ხრამულის სუფთა ჰაერზე ამოყვანით დასრულდა ვაშა - შევძახე და გავაგრძელე მაი საქმე ხუთიოდ წუთში ახალშობილის კუტუნიასხელა ღორჯოსაც ამოვაყვინთინეთ ამის შემდეგ იყო უძრაობის 2 საათი და სამაიაა თუ ხორუმი იმის დედის პერიოდული გახსენება შამაია არ ჩანდა მაგრამ გამოჩნდნენ თეთრულები და თაღლითები სლაბი გული მაქვს და ვეღარ გავუძელი დავკეცე ჯოხი და ისევ ძველ ადგილს დავუბრუნდი სადაც ხუთიოდე იქტიოპედოფილი აგრძელებდა თავის "ამორალურ" საქმიანობას სიგარეტის ბიჩოკების შეგროვებას ვგულისხმობ როდესაც მივედით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ერთი მოზრდილი კარასი ყავდათ დაჭერილი (ნუ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია) რომ ვკითხე საიდან-მეთქი მიპაუხეს: იქით ხომ ხედავ კამიშებთან მთვრალი ქუთაისლები რომ დგანან მაგათ ათი ეგეთი ყავთო დაჭერილი გადავწყვიტე გავსულიყავი მამაქალაქელებთან და თვალი მედევნებინა რაფერ იჭერდნენ კარჩხანებს მაგრამ ათი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული მათი საუბარი (ბაზარი) რომ შემომესმა კარასი აქტუალური აღარ იყო ქურდებზე ბაზრობდნენ სიმონ მოვბრუნდი და ისევ იქტიოპედოფილებს დავუბრუნდი მათთან საუბრის შემდეგ გაირკვა რომ ხრამული ამ ტბაში ათი წელი არავის დაეჭირა სინდისმა შემაწუხა და ჯერ ისევ ჯანზე მყოფი წვეროსანი სამშობლოში დავაბრუნე ხრამულს მივაყოლე ჩემი ნათესავი ღორჯოც დანარჩენი ბავშვები კი ლოტკინის "კრუგზე" რომ რაღაც საბაყაყე ახალი ტბაა იქ ჩავუშვი დაე გამრავლდნენ ვითარცა ჯარდარაზე "კრასნაპიორკა" და ცაში ვარსკვლავები ამენო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 20:44 |