ნადირობა თუ თევზაობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობა თუ თევზაობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთ ერთი ფორუმელის თხოვნით იხსნება ეს გამოკითხა
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თანამედროვე ნადირობასა და ზოგადად თევზაობას შორის
ერთი ძირითადი განსხვავებაა რომლის გამოც თევზაობას ვანიჭებ უპირატესობას ახლა რაც შეეხება განსხვავებას: ადამიანი უძველესი დროიდან მისდევს ამ საქმიანობას კერძოდ იჭერს თევზს და ნადირობს თავდაპირველად თევზაობაც ნადირობის ნაირსახეობად ითვლებოდა რადგანაც მეთევზეს არ გააჩნდა ანკესი და ბადე იგი სარჩოს (ამ შემთხვევაში თევზს) ბარჯით (ერთგავარი ხელშუბია) მოიპოვებდა რაც თავისთვავში გამორიცხავს დაჭერის მომენტს პირველყოფილი მეთევზე თევზს კი არ იჭერდა არამედ კლავდა თევზაობის ამ მეთოდს დღემდე მისდევს ადამიანი პირადად შევსწრებივარ კოდორზე როგორ "იჭერდნენ" ბარჯით ორაგულებს დალის ხეობის მკვიდრები თუმცა ამ მეთოდს მხოლოდ ირიბი შეხება თუ აქვს დღევანდელი გაგებით თევზაობასთან პირველყოფილი მონადირეც იყებებდა შუბს თუმცა ძირითადად მახეების დაგებით მოიპოვებდა ხორცს არსობისას და ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია იქნებ სრულიადაც არ იყო ასე მოკლედ ჩემი პოსტის ამ მონაკვეთის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ მაგრამ რაც შეეხება თევზაობასა და ნადირობას შორის განსხვავებებს ცივილიზებული ადამიანის გაგებით საქმე შემდეგშია: მონადირე კლავს იგი ცხოველს გადარჩენის შანსს არ უტოვებს მონადირებული ცხოველის გაცოცხლება არ შეუძლია სიცოცხლის ჩუქების რეზერვი არ აქვს სხვათა შორის ქართული ხალხური სამონადირეო ეპოსი მსგავს გაუგებრობებზეა აგებული: მონადირე შემთხვევით კლავს დალის ან ჩვენი ოჩოპინტრეს რჩეულ ცხოველს და ამ ფონზე ვითარდება ტრაგედია საქმეში ჩახედული ადამიანი ალბათ შემეკამათება და მეტყვის რომ მეთევზე როგორც გმირი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში საერთოდ არ ჩანს სრული ჭეშმარიტებაა თუმცა გავიხსენოთ შუასაუკუნეებში არსებული დიდი დავა როდესაც მოაზროვნეთა ერთი ნაწილი ადამიანისათვის ყველაზე შესაფერ საქმიანობად მონადირეობას მიიჩნევდა მეორე - თევზაობას ეს დავა ეკლესიამ მეთევზეთა სასარგებლოდ გადაწყიტა რადგან თავად მაცხოვარი გახლდათ მეთევზე რომ არარაფერი ვთქვათ მის მოციქულებზე მეთევზე თევზს იჭერს მას ყოველთვის აქვს თევზის გაშვების შანსი არსებისათვის სიცოცხლის მინიჭების დიდი უფლება ამიტომაც ითვლება მეთევზეობა ყველაზე კეთილშობილ საქმიანობად ამიტომაც აქვს საპატრიარქოს თევზსაშენები და არა სამონადირეო მეურნეობები ამიტომაც გვაქვს ბზობა დღეს თევზზე კურთხევა ამიტომ ქვია მეთევზე ყველა იმ ადამიანს ვისაც შეუძილია დაიჭიროს და გაუშვას (ან არ გაუშვას) შეუნდოს ადამიანს და ახალი სიცოცხლე მიანიჭოს P.S. მონადირეებო იყავით მეთევზეებიც!!! მეთევზეებო დარჩით მეთევზეებად!!! ძალიანაც ნუ გამკიცხავთ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2025 - 04:49 |