რუსული მდევარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რუსული მდევარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა რუსულ მდევრების შესახებ,
მე პირადათ ვერ მოვიპოვე აღნიშნული ჯიშის ვერცერთი ნორმარული ფოტო, დაგეშვის ან ნადირობის ვიდეო და მსგავსი, თუ ვინმეს რაიმე ღირებული შეუძლია დაწეროს გისმენთ, განსაკუთრებით ექსპერტების მოსაზრებებია მნიშვნელოვანი და რათქმაუნდა ყველა გონჩატნიკის. რაც შეეხება ლიტერატურას თუ ვინმეს გაქვთ, იყო ესეთი რუსი მონადირე-კინოლოგი გვარად "ანიკეევი"ექსპერტი ამ საქმის, გამომეხმაურეთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
სტანდარტის აღწერა.
აგებულება- ძლიერი, ხმელი, ძლოვანი, ზომიერად მაღალ ფეხებზე მდგომი. სიმაღლე- საშუალო და სასუალოზე მაღალი. ხვადები 57-68 სმ. ძუები- 55-65 სმ. საერთო იერი- აკურატული, ხმელი , მსხვილი, ოდნავ წინმაღალი, კვადრატულზე უმნიშვნელოდ გრძელი, მოკლე ყურიანი მდევარია, მდევრისათვის დამახასიათებელი კორპუსი აქვს- მასიური გულმკერდით, მაგრამ არა კასრისებური, ზურგი სწორი , დაკუნთული, გავა- მოკლე, ზომიერად წაკვეთილი, მუცელი-კარგად აკრეფილი, კიდურები- ხმელი, პარალელური. თავი- ტანთან შედარებით ნაკლებად მსხვილი, ხმელი, სოლისებური ფორმის, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მდორე. დრუნჩი გრძელი, მჭიდროდ მიკრული ლაშებით, თვალები- ირიბი ჭრილით, მუქი. ყურები- დაკიდებული არაგრძელი, სამკუთხედის ფორმის, ნაკლებად სქელი, თავზე მჭიდროდ მიკრული, თვალის ჭრილზე დაბლა განლაგებული. კუდი- ზურგის ხაზს ქვემოთ განლაგებული, სწორი ან ხმლისებურად შემოხრილი, სიგრძით სახტუნაო სახსრამდე ან უფრო მოკლე. ბეწვის საფარველი- საშუალო სიგრძის, კისერსა და ბარკლების უკანა მხარეს უფრო გრძელი, უხეში, რბილი, ხშირი თივთიკით. ფერი-- მთლიანად ალისფერი ან ჩალისფერი ამავე ტონებში შავზურგა, ოღონდ ნაკლებად გამოხატული შტრიხებით. მკერდსა და თათის ბოლოებზე დასაშვებია პატარა თეთრი ლაქები. ჟურნალი "ნადირობა" |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 15:25 |