გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 367 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ?
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
გაიხარე ჰანტერ, მართლა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე და აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ, თუ იცი მც 2112-ით (ლულის შევიწროება ჩოკი 1მმ), რომელი ტყვიაა მისაღები სასროლად და რომელს მირჩევ ? მადლობა ძამიკო! მც-2112 დან და ზოგადად ჩოკიანი ლულიდან სასურველია ქვეკალუბრული ,, პადკალიბერნი,, ცალი ტყვიის სროლა მაგ პოლევა ან გუალანდი. თუ არა და ნებისმიერს გაისვრის უპრობლემოდ თუ მოარგებ ლულის ჩოკს ანუ თავისუფლად ან ოდნავ ჭედვით უნდა გადიოდეს (გადიოდეს და არა იჭედებოდეს) ლულაში ბოლომდე!. არ იხმარო კუსტარულად ჩამოსხმული ცალი ტყვია! იმიტო რომ ხშირად ხელით ჩამოსხმული ტყვია არათანაბარია და სიმკვრივეც მეტი აქვს აქედან გამომდინარე ლულაში ვერ იწურება და დიდი ალბათობაა რო ლულა დააზიანო! უფრო ხშირად ზიანდება ჩოკის უკან ძირითადი ლულიდან ჩოკში გადასასვლელ ადგილზე ან ჩოკში.ლულას ბერავს ან ხეთქავს ლულის გასწვრივ სიგრძეძე ჭრის. ისე ცნობისათვის ცილინდრული ფორმის ცალი ტყვია პლასმასის კონტეინერში მაგ; პოლევა, გუალანდი, ჰექსოლიტი, ან მონოლიტი, და კონტეინრის გარეშე მაგ; მაიერი, ვიატკა, იაკანი, და ა.შ ბრვრად უფრო ზუსტებია მიზანში სასროლად და უსაფრთხოც თოფისათვის ვიდრე სპუტნიკი და იდეალი. და დამაზიანებელი და შემაჩერებელი ეფექტიც მეტი აქვს!. მე პოლევა, გუალანდს. ან ჰექსოლიტ. მონოლიტს გირჩევ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 16:34 |