მათარა (ფლიაგა)ქემელბეგი, წყლის ჭურჭელი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მათარა (ფლიაგა)ქემელბეგი, წყლის ჭურჭელი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აბა ვის როგორი გაქვთ და როგორი ჯობია?მოგეხსენებათ ბევრნაირი საშუალება არსებობს წყლის გადატანის სანადიროთ თუ მოგზაურობის დროს.
ჩემი აზრით სამოგზაუროთ ქემელბეგი ჯობია დიდ ადგილს არ იკავებს ,თანაბრად არის განაწილებული ტანზე და ძალიან პრაქტიკული მოსახმარია . მათარას რაც შეეხება ისიც არის ბევრნაირი მაგრამ ძირითადათ ჩვენში ორნაირი იკვეთება ერთი წარმოადგენს ალუმინის(და არამარტო) ჭურჭელს ვიწრო ყელით და მეორე ტყავის გარსში მოთავსებული სხვადასხვა მასალის პაკეტი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ა კიდო! ახალი ქართული ენის დამღუპველი სიტყვა აქლემ-კუზი
![]() რამდენადაც ვიცი ტამპლიერის მიერ დადებული ეკზემპლარები (პირველი 3) არის ველო, ქვეით და მთა-ბარში მოსიარულე ტურისტებისათვის. ანუ არაფერი ზედმეტი ამ ტიპის მოგზაურებს არ გააჩნიათ წამოკიდებული. ყველა საჭირო ნივთი თუ აღჭურვილობა საბაზო ბანაკში ან მანქანაში რჩება. ესპანური ტყავის ტიკისებური მათარა, საკმაოდ პოპულარულია ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. იკიდება მხარზე, მაგრამ ეს ბაწარი ძალზედ მოუხერხებელი მეჩვენება... კლასიკური მათარა კი ხასიათდება თავის მოქნილი ფორმით გამძლე სხეულით (კორპუსით), წყალთან კონტაქტში შემავალი მასალის ინტერტულობით და თერმოიზოლაციით. კლასიკური მათარის გარსი უნდა იყოს ადვილად დაასველებადი რათა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს მოცულობაში დაგროვებული წყლის დაბალი ტემპერატურა! მათარა იდება ან ზურგჩანთაში (სადაც ისედაც ინახავს თავდაპირველ ტემპერატურას) ან იკიდება ქამარზე გავისა და თეძოს არეში. ქამარზე ჩამოსაკიდი მათარა მზადება ალუმინისგან და გააჩნია სიხისტის ხაზები რათა არ განიცადოს პატრონის სხეულისგან მიყენებული დეფორმაცია. ზურგჩანთის ან უბის მათარა შედარებით რბილი მასალებისგან სრულდება და აქვს ან ბრტყელი ან ცილინდრული ფორმა. ასე ვადგენდით საპროექტო დავალებას და მომავალი პროექტის აღწერას სამრწველო დიზაინში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 17:52 |