თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" |
Mar 29 2010, 13:39
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
დარწმუნებული ვარ
ფორუმის ძირითადი ნაწილი დამეთანხმება რომ თევზაობა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" ჩვენი საყვარელი სამიანობის ყველაზე კულტურული ფორმაა რა თქმა უნდა ეს თევზების ყველა სახეობას არ ეხება ვთქვათ კარასის (იგივე კარჩხანა) დაჭერა და გაშვება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ასევე თეთრულებისა და თაღლითების გაშვების ვერანიარ მიზეზს ვერ ვხედავ ისევე როგორც დაჭერის მიზეზს მაგრამ არის შემთხვევები როდესაც თევზის არგაშვება პატარა დანაშაულია ზოგჯერ კი დიდი დანაშაულიც |
|
|
|
![]() |
Mar 30 2010, 21:42
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
აი ახლა ვზივარ და ვიხესენებ იმ ჩვენებურ მეთევზეს
რომელსაც სოლიდური თევზი დაეჭიროს და მერე გაეშვას არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ მაგონდება გარდა ერთისა კოდორზე ვთევზაობდით მამაჩემი და მახუტი - გასაშლელი ბადეებით მე და ბავშვები - ბამბუკის ანკესებით კოდორზე ათობით დასახელების უგემრიელესი თევზი იჭირებოდა ყველაზე ხშირად - წვერა და ქაშაპი ყველაზე იშვიათად - ორაგული ორაგულის მითუმეტეს დიდის დაჭერა ყოველთვის დღესასწაული იყო დაუსრულებელი დღესასწაული რადგანაც მას ასობით მოყოლილი ისტორია ემატებოდა და ახლა როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ ეს გახსენებაც იმ დღესასწაულის ნაწილია - სკოლაში აღლუმის წინ ნაჩუქარი პატარა დროშა გავს შემთხვევით რომ ვიპოვე კარადაში როდესაც თევზი გვემალებოდა მდინარის ტოტებში რთხმელის ტოტებს ვაცურებდით ვეჯიბრებოდით - ვისი გაასწრებდა როდესაც ბადეში თევზი აფართხალდებოდა ისევ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ პირველი ამოიყვანდა ბადის ჯიბეებიდან მახუტის ათასგვარი ტყის სულის წამდა მიუვალ ადგილებში დადიოდა სანადიროდ და მიუვალ სოფლებში იმახსოვრებდა ბუნებაში მოქცევის წესებს ერთმა აფხაზმა მითხრაო -დაიწყებდა ორაგულებს თავიანთი მფარველი სული ყავთო ერთ-ერთ ირემში ცხოვრობსო თურმე მისი სული დაწინწკლული ირემიაო ყველა კარგი მონადირე ადვილად გაარჩევსო სხვა ირმებისგან გაზაფხულზე უყვარს მდინარესთან გამოსვლა და ორაგულების საუბრის მოსმენაო მან იცის მაგათი ყველა დარდი და სიხარულიო ამიტომ ზოგიერთები სხვებზე მეტად უყვარსო კარგად იცნობს და იმიტომაც უყვარსო მათ დაჭერას არავის აპატიებსო რქებს არ დაყრის მანამ სანამ სამაგიეროს არ გადაუხდისო ერთიც კიდევ საცოლე ყავსო საწნახელისხელა ორაგულიო მისი ასაკი არავინ იცის ამბობენ დასაწყისიდანვე იყოო სამჯერ ყავთო თურმე ბზიფზე ნანახი ორჯერ დაურ ხაშბას ერთხელ - გივი არახამიასო მე ახლა ცოცხლებზე გეუბნებიო -მითხრა თორემ ძველებიდან ბარე ოცამდე მეთევზეს ყავსო ნანახი გამოქვებულებს აფარებს თავს თურმე და მთელი ეს დრო ირემი უწიკავსო საკვებს ფილო ფილფანის ბაბუას დაუჭერია ერთხელ ბადეში გაეხვა და არც ინძრეოდაო იმ კაცს თევზი ბადისაგან გაუთავისუფლებია მუხლებზე დაცემულა ღმერთის ლოცვა უთქვამს და პატიება უთხოვია ხომ იცი 14 და-ძმა ყავდა ფილოს და მამამის თორმეტიო - დაამატებდა წარბს აწევდა ღრუბლებს ახედავდა და ბადეს მოისვრიდა თუ ბადე ცარიელი იყო მიაყოლებდა: ის ორაგული თითქმის არასოდეს გადის ზღვაში ან მხოლოდ იმიტომ რომ მდინარიდან მდინარეში გადავიდეს ახლა ეტყობა სხვა მდინარეშია მერე ისევ წარბს აწევდა ბადე კბილებში და .......... იმ დღესაც ეს "პლასტინკა" დაატრიალა თევზის ჭაჭანება არ იყო ახლომახლო ორაგულს ვინ ჩივის წვერა და ქაშაპიც ვერ დავიჭირეთ მახუტის წარბი წუთითაც არ დაუწევია დაბლა და უთევზობის მიზეზად ისევ ის ორაგული მოიყვანა დაურ ხაშბადან დაიწყო და ფილფანების გენიოლოგიას გადაწვდა მერე ირემიც გაიხსენა "შარშან ვნახეო ფსხუში ეგ ირემი ეგრევე ვიცანი და თოფი არც დამიმიზნებიაო" არ ვიყავით ის ჩიტები ეგ ზღაპარი დაგვეჯერებია მახუტიმ მკაცრი სახე მიიღო თვალები აათამაშა და ზუსტად ეს თქვა ყველას გასაგონად: "ა გეუბნებით ახლა მე თქვენ ის ორაგული კოდორშია შემოსული და სადღაც აქაა მე თქვენ გეუბნებით მაგიტომაა თევზი რომ არაა მაგისი ეშინიათ" ამის თქმა და მამაჩემის ჩაბჟირება ერთი იყო ჩვენც გვინდოდა გაგვეცინა მაგრამ მახუტის შეგვეშინდა თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა (ხელმოცარულ მეთევზეზე საცოდავი ადამიანი ვინაა უკანასკნელ ხავსს რომ ეჭიდება და უკანასკნელად და უიმედოდ რომ ისვრის ბადეს ან ანკესს) მერე შემოტრიალდა ბადე მხარზე გადაიგდო მდინარისპირას დადგა კისერი მოატრიალა გამოგვხედა და ამღვრეულად წაილუღლუღა: ახლა თუ ვერ დავიჭირე ის თევზი მე არ ვყოფილვარ მახუტი კემულარიაო ბადე მდინარეში ისე ბორგავდა როგორც საბანი ქორწინების პირველ ღამეს იგრიხებოდა მერე რომელიმე ერთი მიმართულებით იწელებოდა მერე ისევ ბორგავდა და ყველაფერი თავიდან... მახუტი გაყინული სახით იდგა და ბადეს ეჯაჯგურებოდა დანარჩენებმა ვერც გავიაზრეთ რა მოხდა ვიდექით და ვუყურებდით მერე ბადე უცებ დამშვიდდა გაყინული სახითვე გამოგვხედა მეთევზემ თავლებით გვაგრძნობინა - თევზი გაიქცაო თევზი იყო თქო - ვკითხე აბა რა უნდა ყოფილიყო შე გამოყლევებულოო - მიპასუხა ფუ ბლიადო - თქვა და ბადის წყლიდან ამოღება დაიწყო მოქაჩა თუარა თოკს -გაშეშდა კიდევ ერთი მოქაჩა და იყვირა: თევზი ბადეშია გამოიყვანეთო ხუთივე ერთად შევარდით წყალში და ბადეს მოვეხვიეთ კაი მოზრდილი ორაგული იყო 10-12 კილო მაინც იქნებოდა მაგრამ მთავარი ის იყო რომ თევზი არ ინძრეოდა ელემენტარულ წინააღმდეგობასაც არ გვიწევდა თითქოს ჩვენზე უკეთ იცოდა წინააღმდეგობას რომ არა აქვს აზრი ასე სუდარაში გახვეული მიცვალებულივით გამოვიყვანეთ ნაპირზე ბადეშემოხვეული მერე ინსტიკტურად მახუტის გავხედე გაქვვებული იდგა და ტყისკენ იყურებოდა მეც იქით გავიხედე ბოლოს ყველამ იქით გავიხედეთ ნაკადულის პირას იდგა უზარმაზარი ირემი და ჩვენ გვიყურებდა |
|
|
|
(dila)adriano თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" Mar 29 2010, 13:39
შოთა.03 (dila)adriano
ფანასტიური ი... Mar 29 2010, 13:55
T A M P L I E R შოთა.03
ციტატა(SHOTA @ 2... Mar 29 2010, 15:12
(dila)adriano მამლუქი
ეს სევდია... Mar 29 2010, 15:28
ნოსო (dila)adriano
საღოლ , მაგარ... Mar 29 2010, 15:49
(dila)adriano ვისაუბროთ იმის შეს... Mar 29 2010, 15:56
(dila)adriano არ მეგონა თუ ეს თემ... Mar 29 2010, 19:38
ბესო ციტატა((dila)adriano @ Ma... Apr 1 2010, 20:58
NickAdams ციტატა((dila)adriano @ Ma... Apr 1 2010, 22:30
troutbaiter თემა არათუ საინტერ... Mar 29 2010, 20:08
ნოსო მე პირადად 40 სანტიმ... Mar 29 2010, 21:59
Sos049 ......მდააა! Mar 29 2010, 22:08
შოთა.03 T A M P L I E R
ციტატა(nika @ 29... Mar 30 2010, 10:48
გიორგი თემა გადატანილია გ... Mar 30 2010, 14:11
troutbaiter კარგი თხრობა გაქვს... Mar 30 2010, 21:58
dmoral ძალიან მაგარია!... Mar 30 2010, 22:18
ნოსო dmoral
ცოტა უფრო მეტი რ... Mar 31 2010, 09:25
Maverick შექება ჩემგან, ასე ... Mar 31 2010, 09:34
dmoral დასამალი რააა??????? Mar 31 2010, 12:34
NickAdams (dila)adriano გენაცვალე სუ... Apr 1 2010, 20:25
Sos049 (dila)adriano
ვატყობ უფალს... Apr 1 2010, 21:05
Sos049 რაც შეეხება აღნიშნ... Apr 1 2010, 22:02
troutbaiter ერთხელ 16 და 17 წლის ს... Apr 1 2010, 22:14
Sos049 troutbaiter
ყოველთვის ასე... Apr 1 2010, 22:35
troutbaiter ციტატა(Sos049 @ Apr 1 2010, 23... Apr 1 2010, 22:52
FISHING CLUB მე პირადად კარპზე (... Apr 1 2010, 23:05
ბესო კარასს ვინც უშვებს... Apr 1 2010, 23:21
troutbaiter ციტატა(ბესო @ Apr 2 2010,... Apr 2 2010, 06:05
FISHING CLUB ხო კარასი არ ითვლე... Apr 1 2010, 23:30
akela1954 (dila)adriano
კითხვას, რომ ... Apr 2 2010, 13:16
(dila)adriano ყველა მთევზემ კარგ... May 13 2010, 18:33
შოთა.03 (dila)adriano
ეხლა მოიცააა
... May 13 2010, 18:40
(dila)adriano ციტატა(შოთა.03 @ May 13 2... May 13 2010, 18:50
შოთა.03 (dila)adriano
ციტატა((dila)ad... May 13 2010, 18:52
(dila)adriano ციტატა(შოთა.03 @ May 13 2... May 13 2010, 19:04
ჭალიმგელა ერთი ამ სურათს შეც... May 13 2010, 20:52
(dila)adriano ციტატა(ჭალიმგელა ... May 13 2010, 20:59
გოგა ციტატა((dila)adriano @ 13... May 13 2010, 21:01
(dila)adriano ციტატა(გოგა @ May 13 2010... May 13 2010, 21:06
გოგა (dila)adriano
გათხუებ გათხ... May 13 2010, 21:10
მამუ მივესალმები ამ ყვე... May 23 2010, 23:05
Pendragon ციტატარაც შეეხება ... May 24 2010, 00:15
ლევანი აქ პირველად შემოვი... May 24 2010, 00:24
(dila)adriano ბატონო პენდრაგონ
ა... May 24 2010, 00:31
Pendragon (dila)adriano
თავად ბატონო... May 24 2010, 12:36
luk233 თევზი იმდენი უნდა ... May 26 2010, 16:09
BIGმიშა გაშვება კიარა ლიფს... May 26 2010, 22:11
ბესო საკუთარ თავთან უნდ... Jun 7 2010, 21:01
cybernetic პატარა ლოქო დავიჭი... Jun 15 2010, 19:04
T A M P L I E R cybernetic Jun 15 2010, 19:46
დემი პწიჩკუ ჟალკა Jul 13 2010, 19:21
DATKA როგორც ბუნების მოყ... Feb 18 2011, 23:22![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 10:27 |