ტკბილი მოგონებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჭალიმგელა
პოსტი Sep 10 2009, 19:03
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
aragveli
პოსტი Apr 7 2010, 21:25
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მოკლეთ განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე სანადირო ობიექტის მიმართ ყველას გვაქვს . ჩემთვის შემოდგომის ნამიან დილას კურდღელზე მდევრებით ნადირობა შეუცვლელია და ტკბილად გასახსენებელიც ბევრი მაქვს , მონადირისთვის მისი გაზდილი მდევარი რომ კურდღელს წამოაგდებს, დიდი შრომის შემდეგ ამ წუთებზე ტკბილი გასახსენებელი არაფერია, მიუხედავად ამისა ყველაზე ტკბილად მაინც ის ნადირობა მახსენდება სადაც მთავარ მოქმედ გმირს ჩემი ძაღლი არ წარმოადგენს. არა და ძაღლიც ბევრი მინახავს და არც ჩემს ძაღლს ვემდური. აგვისტოს ბოლოს სეზონის გახსნის შემდეგ ჭართლის მთას ვესტუმრეთ ლეკვები გვყავდა დასაგეში და კურდრელზე ვაპირებდით გასვლას დილით გაშვებულმა ძაღლებმა კურდღელი კი იპოვეს მარა ოთხი ძაღლი ერთდროულად კურდღელს როგორც დასდევს კი მოგეხსენებათ და სადღაც მეორე წრეზე დაკარგეს და გამოპარული გზად რომ ძმაკაცს არ გადაყროდა ალბათ ვეგარც იპოვიდნენ. მოკლეთ ამასობაში კიდეც ჩამოცხა ისეთი სიცხე დაიჭირა ქვას ხეთქვდა და მდევრებიც ამოგვიდგნენ ფეხებში. პურის საჭმელად დამსხდრები ვტკბებოდით არაგვის ხეობის სილამაზით ამ დროს ერთი ადგილობრივიც მოგვადგა მოკლეთ მივიწვიეთ გამოველაპარაკეთ და მონადირე აღმოჩნდა. შეწუხებულები ვიყავით რომ სიცხის გამო მალე მოგვიწია ნადირობის დამთავრება ხო და ამ კაცმა შემოგვთავაზა ჩემს მდევარს ამოვიყვან თუ გინდათ და განადირებთო კი დავთანხმდით მარა საკმაოდ გვეეჭვებოდა იმ სიცხეში შუადღეზე მდევარს კურდღელზე რამე გაეკეთებინა. მოკლეთ გასძახა იკიდანვე სოფელში ზიტა ზიტაო და სადღაც 10 წუთში შავზურგა ძუ მდევარი მართლაც იქ გაჩნდა . უფროსები უკვე ნასვამები იყვნენ ნადირობა არცერთს აღარ შეეძლოთ მოკლედ შევაბი ძაღლს და გავწიე თან მხოლოდ ძმაკაცი გამომყვა ძაღლის პატრონმაც ქეიფი გააგრძელა. მოკლედ გადავედი საეჭვო ადგილებში და შევხსენი მდევარს საყელო ძაღლი ხალისიანად დაიძრა და დაიკარგა ვიდექი და ველოდი სულგანაბული როდის გააღვიძებდა მდევრის ამოუსუნთქი ხმა ბუნებას. ამ დროს წუთები საათეათ გეჩვენება მოკლედ რაგაც მომენტში გაღმით ფერდაზე ძაღლი დავლანდე საკმაოდ შორი იყო და კარგად არ ჩანდა მარა ძაღლის მოძრაობამ მაინც აღმაფრთოვანა იგი ერთ პატარა ბუჩქსაც კი არ ტოვებდა შესამოწმებელს სადაც შესაძლოა კურდღელს საწოლი ჰქონოდა .ძაღლმა მთლიანი ფერდა დაამუშავა და ხევისკენ დაეშვა აქ უკვე ჩვენგან აღარ ჩანდა და როცა კარგა ხნის შემდეგ ხმაც ვერ გავიგონეთ ძმაკაცმა ხელი ჩაიქნია და ეგ სახლში წავიდოდაო ჩაილაპარაკა. სწორეთ ამ დროს გააყრუა ზიტას ხმამ არემარე. ზარივით წკრიალა ხმა ლამაზ მელოდიად ჩამესმოდა ყურებში. თვალი გავაყოლე და წვრილიანიდან გამოვარდნილი კურდღელი დავლანდე ალპური სათიბებისკენ მიიწევდა. კურდღელმა კი აირბინა მარა ამ დროს კურდღლის გადავლილზე საქონლისა და ცხვრის დიდმა ფარამ გადაიარა ზიტას კი დიდი ნაგაზები მისცვივდნენ და ბრძოლა გაუმართეს მოკლედ სანამ საქონელმა გადაიარა და ძაღლები გავაშველეთ კი გავიდა კარგი ნახევარი საათი იმედი კი აღარ მქონდა მარა ძაღლი მაინც ავიყვანე კვალის გასაახლებლად ძაღლმა იშვიათი ოსტატობით იმუშავა კვალზე და როდესაც ხელახლა წამოაგდო კი გაუდგა ის კურდღელი გზას მარილზე. ეს ყოველივე ნამიან ამინდში რომ მომხდარიყო სულაც არ გამიკვირდებოდა მარა ბუღ ავარდნილ ნიადაგზე მდევრისგან კურდღლის დევნა რასაც წარმოადგენს კი მოგეხსენებათ. აზარტში შესულმა ძაღლი კვლავ საძებნელად გავუშვი. ძაღლი კვლავ ხევისკენ დაიძრა . ვიჯექი და ველოდი ველოდი დიდად დაიმედებული . ამასობაში მოქეიფენიც გამოჩნდნენ სახლში მივდივართო . პატრონს მოვახსენე ძაღლის გმირობა და სულაც არ გაჰკვირვებია პირიქით ისეთი რაღაცეები მომიყვა ძაღლის შესაძლებლობები ჩემი თვალით რომ არ მენახა არც დავიჯერებდი სხვა დროს, ბოლოს დასძინა უკვე სამი კაცი მაძლევდა ძაღლში 800$ ს ო. სოფლელები კი მიგდებენ სასაცილოდ რომ არ ვყიდიო მარა რა ვქნა ძაღლი როგორ გავყიდოვო . საქციელი მოვუწონეთ და დავემშვიდობეთ . მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და შესაძლოა ზიტა ცოცხალი აღარც არის, მარა ერთი ლამაზი დღე კი მაჩუკა. და დამიტოვა ერთი აკვიატებული აზრი ნეტავ თუ გავზრდი და დავაყენებ მასეთ მდევარს როდისმე. ბევრმა შეიძლება იფიქროთ ამას კურდღლის ძაღლი ალბათ ნანახი არ ყავს ერთი ნახა და მიტომ გადაირია მასეო მარა , მინდა გითხრათ ბევრი მყოლია კურდღლის ძაღლიც და სხვისიც ბევრი მყავს კარგი ძაღლი ნანახი მასეთი მდევარი კი არცერთი , რაღაც უნიკალური ძალით იყო იგი დაჯილდოვებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   ტკბილი მოგონებები   Sep 10 2009, 19:03
- - hunter777   ვახ შენ გენაცვალე �...   Dec 27 2009, 10:16
- - იკო1981   მეც ჩავაკვეხებ 1 ამ�...   Dec 27 2009, 15:51
- - CUZI   მოგესალმებით ყველ�...   Jan 5 2010, 20:37
- - ალაზნისპირელი   ერთ ისეთ ნაკლებ თო�...   Feb 1 2010, 16:59
- - ჭალიმგელა   ალაზნისპირელი კომ...   Feb 1 2010, 17:24
- - ფეოლა   ნოველების კრებულზ�...   Feb 1 2010, 19:29
- - gocha311   ერთ ამბავს მოგიყვე...   Feb 14 2010, 18:01
- - aragveli   მოკლეთ განსაკუთრე�...   Apr 7 2010, 21:25
- - kupra   მამაჩემის ახლობლი�...   Apr 19 2011, 06:39
- - ლევანი   ვაა..ეს თამა სულ აღა...   Apr 20 2011, 15:55
- - aragveli   არ ვიცი ამას ტკბილ �...   Apr 19 2013, 19:10
- - ნუკრიMax   ციტატა(aleksandre @ 19th April 20...   Apr 19 2013, 21:45
- - ჭალიმგელა   ეხლა ვიქექებოდი ...   May 1 2013, 23:37
- - megreli   წელი ზუსტად არ მახ�...   Jun 3 2015, 01:46
- - უიარაღო   წინა საუკუნეში დაღ...   Aug 11 2015, 12:05
- - ახალციხელი   უიარაღო   Aug 11 2015, 12:10
- - kajuberi   უიარაღო   Aug 11 2015, 14:35
- - berua   არაგველო   Aug 11 2015, 16:57
- - rachveli11   RE: ტკბილი მოგონებები   Aug 11 2015, 18:17


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 18:46