შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
სიგრძე__39სმ. წონა__0.6კგ.
არის ადგილობრივი და მასვლელი ფორმაც. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით,ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს ლიფსიტას. ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, იორი, კინტრიში, მაშავერა, მტკვარი, ნატანები, პალიასტომის ტბა, რიონი, სუფსა, სიონის წყალსაცავი, ჭოროხი, ხრამი, ჯანდარის ტბა. ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : თეთრი ჭია, წიტელი ჭია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 9-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis ![]() |
თრისა,შამაია(ელავი)-chalcalburnus chalcoides
ა ღ წ ე რ ა .ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლების უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია.სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფერო. სიგრძე 39სმ-მდე, წონა 600 გ-მდე. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები. მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე ფ ო რ მ ა. ბათუმის თრისა, შამაია-chalcalburnus chalcoides derjugini ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა.საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდინარე იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში ალაზანში,იორში, Gვხდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში. ძირითადად ბინადრობს კასპიის ზღვაში, გვხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან. ბ ი ო ლ ო გ ი ა.არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხდება ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გასამრავლებლად ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, ალაზანში,იორში და სხვ.იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში.ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54,7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა/ ს ა მ ე უ რ ნ ე ო მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდ რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ.ხრამში მოიპოვა 55,3 ცენტნერი, მდ მტკვარში 1959-60 წლებში 24,9 ცენტნერი, ალაზანში 16,9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით. საქართველოს მტკნარი წყლის თევზები. 1970წ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 00:01 |