სასროლი ბადე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სასროლი ბადე |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გავყიდი ჩემ მოქსოვილ სასროლ ბადეს (6.5 კგ). ნაქსოვია , შეკერილი არ არის. მდინარეში ჯერ არ დასველებულა.
მსურველებს ვასწავლი ბადის ქსოვას (უფასოდ). |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბესო
ჩემი ხელით არის მოქსოვილი და ერთი ზედმეტი თვალი (აჩოკი) არა აქვს. გაშლილ მდგომარეობაში აბსოლუტურ წრეს აკეთებს. თოფის ლულები ისვრის არტყავს კონდახი - ეს ძველი რუსული გამოთქმაა. თუ კონდახი მორგებული არა გაქვს სრულყოფილი გასროლა არ გექნება. ისევე როგორც თოფის ბალანსი ლულებსა და კონდახს შორის და მრავალი სხვა. დაახლოვებით იგივე ხდება სასროლი ბადის შემთხვევაში; თუ ბადის წონა მებადურმა ვერ დაძლია ბადის სრულყოფილ გაშლაზე და მითუმეტეს გეომეტრული ფიგურის დახატვაზე ბადით ლაპარაკი ზედმეტია. ისევე როგორც ბადის სიგრძე თუ მებადურის სიმაღლეს ბევრად აღემატება ბადე სრულყოფილად არ გაიშლება, თევზაობის ობიექტიდან გამომდინარე თვალის ზომაც გასათვალისწინებელია და მრავალი სხვა. ვაზნას ყველა თოფიდან გავისვრით, მაგრამ თუ თოფი მორგებული არ გაქვს სტაბილურ შედეგზე ფიქრიც კი ზედმეტია. სასროლი ბადით თევზაობა გარდა დიდი პრაქტიკისა მოითხოვს ფიზიკურ კონდიციასაც, ერთხელ, ორჯერ - ათჯერ გაისვრი ბადეს მაგრამ მერე პროცესი უსიამოვნო ხდება და ბადის გაშლის ეფექტურობაც ეცემა თუ იმაზე უფრო მძიმე ბადით თევზაობ ვიდრე შენი ფიზიკური კონდიცია გაძლევს საშუალებას. სასროლი ბადით თევზაობა ისევე როგორც თევზაობის სხვა მეთოდები ძალზე აზარტულია და სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა მძიმე სამუშაოს შესრულების ეფექტს გიტოვებდეს. არამგონია პასუხი სრულყოფილი, მაგრამ ჩემი მიდგომა ამ საქმისადმი ავხსენი. ისე, სუფთა მთის მდინარის მორევში ბადეს, რომ დაარტყავ და ბადის ცაში კალმახი გაიელვებს ....... ნომერში გამოსული ნადირის ეფექტია! (მოგონებების თაროდან) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 21:08 |