კურცჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კურცჰაარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯიშის ისტორია
კურცხაარი წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე გავრცელებულ დაბალ ბეწვიან მეძებრის ჯიშს ევროპის კონტინენტზე. მისი წარმომვლობის ისტორიაში, რომ ჩავეძიოთ უნდა დავბრუნდეთ რამოდენიმე საუკუნის წინანდელ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მდევრების შეჯვარებით, რომლებიც ავლენდნენ ნაბულისკენ მიდრეკილებას, ხდებოდა მათი გამრავლება და გამოყვნილ იქნენ სხვადასხვა სახის დაბალბეწვიანი მდევრები. იმ დროინდელ გერმანიაში (XVII პრუსია) უკვე გავრცელებული იყო ძველგერმანული მეძებარი. მისი, ძველესპანური "პოინტერის" და ზოგიერთი დოგისებრი ჯიშების შეჯვარებით გამოიყვანეს ძლიერი ძაღლი მასიური თავით, რომელიც ფრინველზე საიმედოდ აკეთებდა ნაბულს და მშვენივრად ასრულებდა მდევრის მოვალეობებს. მაგრამ მათი ძებნის მანერა იყო შედარებით ნელი და ყნოსვაც საკმაოდ მოკლე ამიტომაც ინგლისურ მეძებრებს კონკურენციას ვერ უწევდნენ. გერმანული დაბალბეწვიანი მეძებრების არსებობისათვის საჭირო გახდა მისი მახასიათებლების გაუმჯობესება, ამ მიზნისთვის ნელნელა სხვადასხვა ადგილებში გამოყენეს ინგლისური პოინტერების სისხლი. შედეგად IX საუკუნის ბოლოს და XX-ს დასაწყისში ნელნელა გამოიყვანეს ჯიში, რომელიც ძალიან უახლოვდებოდა თანამედროვე კურცხაარის ტიპს. ჯიშის გაუმჯობესებაზე მუშაობა კვლავ გრძელდებოდა. პრიორიტეტი იყო არა მარტო ექტერიერული ფორმების დახვეწა არამედ მისი საველე მაჩვენებლების ხარისხის აწევა. კურცხაარმა თავის პირვანდელ, 1879წ. სტანდარტთან შედარებით დაკარგა მასიურობა, გამოუსწორდა ექსტერიერის ფორმები(შეიძინა შედარებით ოვალური ხაზები), აამაღლა ძებნის სიჩქარე, შეიძინა ბევრად უფრო მგრძნობიარე ყნოსვა და ელეგანტური ნაბულის მანერა. ამასთენ ერთად არ დაუკარგია თავისი კვალზე, წყალში და აპორტირებაზე მუშაობის ხასიათი. ყოველივე ამ თვისებებმა კურცხაარისგან შექმნა უნივერსალური სანადირო ჯიში. ტემპერამენტი კურცხაარი არის მშვიდობისმოყვარე, წყნარი და დამჯერი, ენერგიულია და ყოველთვის მზად არის ნადირობისთვის. შეიუძლია იყოს მეძებარიც და მოჩხუბარიც, მდევარი სისხლიან კვალზე, მშვენიერი ძაღლია ურბალო ურთიერთობისთვის, მოსიყვარულე და მოალერსე, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. ჭკვიანი და კარგი მეხსიერების მქონე, ადვილად იწვრთნება და მცველის ფუნქციასაც კარგად ითვისებს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 07:42 |