ფრინველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ლევანა90
პოსტი May 27 2009, 20:51
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ თემაში ნუ მოვიკოჭლებთ აბა თქვენ იცით


კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჯეკო
პოსტი Jun 17 2009, 12:58
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi







ქედანი :
ქედნი მტრედისებრთა ოჯახს მიეკუთნება. სახეობის ბუდობნიდ არეალის ძირითადი ნაწილი ევროპაშია. ბინადრობს ნაირგვარ ტიპის ტყეში და ბუჩქნარებში.მოიპოვება მეტწილად ჭალის ტყეებსი, სადაც ეტანება ვერხვიანებს, გამნსაკუტრებით ზამთარსი. საქართველოსი გავრცელებულია თითქმის ყველგან,მაგრამ განსაკუთრებიტ მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოსი. აქ იზამტრებენ ჩრდილოეთიდან მოფრებილებიც;ამიტომ ზამტარში სახეობა უფრო მრავალრიცხოვანია.
ზომა და წონა:
ქედანი, საქარტველოში გავრცელებულ მტრედისნაირებს შორის,ყველაზე უფრო დიდი ზომის ფრინველია. მისი სიგრზე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე 40-42სმ_ია, ხოლო წონა კი 530-625გრამამდე მერყეობს, ქედანი დიდი ზომის ფრინველია და ამიტ განპირობებულია ის ფაქტი,რომ სხვა მტრედისნაირებისგან განსხვავებით ძალზე ნელა, (ძიმედ) დაფრინავს. ქედანი მტრედინაირებისგან გამოირჩევა გრძელი კუდითაც.
საკვები:ქედანის ძირითადი საკვები მცენარეულობაა. სახეობა ძირითადად იკვებება მუხის და წიფლის ნაყოფით, მცენარეთა ფესვებით, აკენკრით,ზამთასრში კი ვერხვის კვირტებით. იგი იშვიათად ჭამს მწერებს;ცხოველური საკბევის მომხმარებელი იშვიათდაა.
საინკუბაციო პერიოდი: ბუდეს მაღAლ ხეებზე იკეთებს,სადაც აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 2 კვერცხს.საინკუბაციო პერიოდი გრძEლდება 18 დღე. ხუნდების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი:როგორც მდედრი ასევე მამრი. ქედანი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი გამ,ორჩეული ობიექტია, თუმცა მათზე ნადირობუისას წესების დაცვა აუცილებელია.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნების რესურსების სამინისტრო მონადირეებს მიმართავს თხოვნით, რომ მათ დაიოცვან წესები და მონაწილეობა მიიღონ შემცირევბად სახეობათა აღDგენის პროგრამებში, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს ფრივნელის მოპოვების დღიური ლიმიტის გაზრდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2025 - 14:39