უზაცეპო სატყუარები, სატყუარები სპინინგისთვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უზაცეპო სატყუარები, სატყუარები სპინინგისთვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ესეც ჩემი უზაცეპოები:
1. HOPKINS WEEDLESS SPOON 1/4 OZ, GOLD - ძალიან კარგი სატყუარა, მუშაობს ბრწყინვალედ, თამაში აქვს გადასარევი და მართლა უზაცეპოა, არასოდეს გაბმულა, მიფრინავს შორს. ჩემი აზით, აუცილებლად უნდა გეგდოს კოლოფში. ფოტოზე ჩანს ჩემს მიერ მიბმული პატარა ტვისტერი, ეგ იმიტომ მივაბი, რომ კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო თევზისთვის. ![]() 2. Reins Semi Daddy Frog - ესაა ბაყაყის იმიტაცია წყლის ზედაპირზე. მიუხედავად ფორმისა, მიფრინავს საკმაოდ შორს. განსაკუთრებულია იმით, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ისროლოთ პირდაპირ კამიშებში ან სხვა მაღალ ბალახებიან წყალში. ჩამოკიდებული ფეხები პატარა გაქანავებისას ირხევიან და ქმნიან მომაკვდავი ან სულაც ავადმყოფი ბაყაყის იმიტაციას, რაზეც თევზი რეაგირებს. ![]() 3. Owner-ის ჯიგ-თავი + ტვისტერი. ესაა ჩვეულებრივი ჯიგ სატყუარა, რომელსაც მინიჭებული აქვს უზაცეპო ფორმა ტვისტერის სათანადოდ მიმაგრების წყალობით. სატყუარა საბოლოო ჯამში ძალიან ეფექტური გამოდის პასიური თევზებისთვის. იქ სადაც არანაირი "კლოვი" არ შეინიშნება, ასეთი სატყუარა შეიძლება მხსნელად მოგევლინოთ. ამიტომ აუცილებლად უნდა იქონიოთ თან სატყუარების კოლოფში. ![]() 4. MARATHON WEEDLESS RATTLE SPOON, 3/8 OZ - ესეც ჰოპკინსის (#1) მსგავსად სპუნსის ტიპის უზაცეპო სატყუარაა, თუმცა რამდენიმე დეტალით განსხვავდება ზემოხსენებულისგან: მიფრინავს კატასტროფულად შორს და უყენია ორი დამატებითი რგოლი საკიდურებით, რაც დამატებითი რხევის ეფექტს ანიჭებს გატარებისას. ეს სატყუარა ახალი ნაყიდი მაქვს და დიდ იმედებს ვამყარებ ![]() ![]() 5. Berkley Weedless Skirted Blade Dancer 3/8 OZ, WHITE/CHART - ძალიან საინტერესო სატყუარა. თამაში აქვს ზღაპრული, განკუთვნილია შედარებით მოზრდილი თევზის დასაჭერად. მოყვება ორი ცალი სურნელოვანი ტვისტერი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი სილიკონის სატყუარის მიმაგრება. ![]() 6. ამის სახელი არ მახსოვს - სიმართლე გითხრათ არც ვიცი მე პირადად რაზე უნდა ვიხმარო ეს სატყუარა (ლოქოზე?) იმდენად დიდი ზომის ვიყიდე... ჯერ არც კი გამომიცდია წყალში როგორ მუშაობს. ერთი კი ფაქტია: თვალების ადგილას აქვს ბურთულები, რომლებიც ძალიან სპეციფიურ ხმას გამოსცემენ გამოძრავებისას.... სხვას ვერაფერს დავამატებ... ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 12:07 |