მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები. და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით, მგლის პოპულაციის მოსპობა არის დანაშაული ბუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ირმის ან რომელიმე სხვა უწყინარი ჩლიქოსნის განადგურება.
ის, რაც მოხდა და ხდება ამ მხრივ ევროპაში, არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი. კერძოდ, მგლის სრულმა განადგურებამ გამოიწვია აშკარა დისბალანსი. გარდა ამისა, საერთოდ არ არის მოსაწონი ევროპელთა მიდგომა სანადირო მეურნეობის ორგანიზებისადმი და აი, რატომ: როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდში ევროპა კვლავ მოიცვა მონადირულმა ბუმმა - დიდსა და პატარას თოფი უჭირავს ხელში. შესაბამისად, სანადირო სავარგულების მფლობელები მთლიანად გადასულები არიან სანადირო ობიექტების მომრავლებაზე ისე რომ ყურადღება არ ექცევა სავარგულის ფართობს. ამას კი შედეგად ის მოსდევს, რომ მაგალითად, გერმანიაში შვლებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს სატყეო ფონდს, რის თაობაზეც პროტესტს აცხადებენ ადგილობრივი მწვანეები. ნადირის ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა სავარგულის მეპატრონისთვის შემოსავლის წყაროა და ტყის მდგომარეობა მას ნაკლებად ადარდებს. მერედა რა ხალისი აქვს ამ ნახევრად მოშინაურებული შვლების ხოცვას, ვერ გამიგია. მოკლედ, ევროპული გამოცდილებიდან, მხოლოდ დადებითი უნდა ავითვისოთ და არ ვეცეთ ყველაფერს როგორც ვიცით ხოლმე... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 05:47 |