სოკოების შესახებ, მომზადება და განსხვავება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოკოების შესახებ, მომზადება და განსხვავება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კალმახი და სოკო (კალმახა სოკო არ გეგონოთ) სოკო: მაგ. ქამა ან მიქლიო ან მჭადო(წვრილად დაჭრილი) ტაფაზე კარაქში ხახვთან ერთად მოვთუშოთ ცოტა მწვანილები დავუმატოთ, მომზადების შემდეგ კალმახს მუცელი ამოვუვსოთ და ბამბის ძაფით ამოვკეროთ, იგივე ცხიმში ვწვავთ კალმახს ორივე მხრიდან. ნუ მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ქამა ან კალმახა სოკო ერბოკვერცხით
მასალა: სოკო-600 გრამი ხახვი-100 გრამი დაჭრილი მწვანილი-2 სუფრის კოვზი ერბო-2 სუფრის კოვზი კვერცხი-3 ცალი მარილი-გემოვნების მიხედვით კარგად დარჩეული გარეცხილი სოკო დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ერბოში ხახვთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კარგად რომ მოიხრაკება, ჩავასხათ ათქვეფილი 3 კვერცხი და კიდევ ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ მწვანილი და მივირთვათ. ![]() ქამა სოკო მოხრაკული მასალა: ქამა სოკო-800 გრამი ხახვი-100 გრამი ერბო-3 ჩაის კოვზი ძმარი-1-2 სუფრის კოვზი ქინძი და მარილი-გემოვნების მიხედვით ქამა სოკო კარგად დავარჩიოთ, მოვაცილოთ ქოლგისქვეშა ფერფლი, დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ 3 ჩაის კოვზ ერბოში დაჭრილ ხახვთან ერთად. როდესაც სოკო მზად იქნება, მოვასხუროთ ცოტა ძმარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 04:07 |