ძუძუმწოვრების ფასები სამონადირეო მეურნეობებში, რამდენი უნდა ღირდეს? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუძუმწოვრების ფასები სამონადირეო მეურნეობებში, რამდენი უნდა ღირდეს? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამოკითხვის სათაური არ მომწონს, თუ შემისწორებთ კარგი იქნება
აქვე დაგიდებთ დღევანდელ ფასებს რაც უდევთ სამონადირეო მეურნეობება "დალის მთაში": 1 გარეული ღორის მოკვლა 500 ლარი 1 მგლის მოკვლა 400 ლარი 1 ტურის, მელიის, ტყის კატის, ნუტრიის, მაჩვის მოკვლა 70 ლარი 1 კურდღლის მოკვლა 20 ლარი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უნამუსო ვიყო, თუ მაგის მიზეზი ძაან ბანალური არ იყოს... მონადირეების რიცხვი კრიტიკულად მცირე იქნება, ჩლიქოსნების პოპულაციასთან მიმართებაში. ერთი ქართველები მიუშვი, თუ რამე დატოვონ მოუკლავ-შეუჭმელი. ეგრე არ არის! გერმანიის ტერიტორია დაყოფილია სამონადირეო ტერიტორიებად და ყოველწლიურად იყიდება მათი ლიცენზიები! ამ ლიცენზიების ფასი (ფლორა-ფაუნის მრავალფეროვნების მიხედვით) მერყეობს 50 ევროდან (ან უფრო ნაკლებიდან) რამოდენიმე ათას ევრომდე! ამიტომ ძალზედ ბუნებრივია 50 ევროდ რამოდენიმე ჰექტარი მიწის აღება 1 წლით (მხოლოდ სანადიროდ!) ამ ლიცენზიის მფლობელის გარდა იქ სხვას არ აქვს უფლება ნადირობის! ამიტომ მონადირეების დაახლოებით 30% ფლობს ლიცენზიებს დანარჩენი კი არა! ეს დანარჩენი კი ნაცნობობით ან უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმებით ნადირობს ლიცენზიანტის ტერიტორიაზე (უფასოდ!!!) ერთად-ერთი "ფასი" რაც შეიძლება ლიცენზიანტმა მოგთხოვოს - არის ის, რომ რაიმე განსაკუთრებული ეგზემპლარის მონადირების შემთხვევაში ნახევარ "ტროფეის" უტოვებ მას!!! არ დამიწყოთ ეხლა ეგ ზღაპარია და არსად არ ხდებაო! სამინისტროს, რომ ყავდა გერმანელი ექსპერტი მოწვეული - იმის მიერ არის ეს ნათქვამი - ჩვენთან შეხვედრის დროს გაგვანდო ეს ინფო და დაახლოებით ნახევარი საათი კითხვა პასუხის რეჟიმში გვყავდა, ვინაიდან ჩვენც გაგვიჭირდა ამის დაჯერება! ამიტომ მონადირეები კი არ არიან გერმანიაში წითელი წიგნის ეგზემპლარები, და მათი სიმწირე კი არ არის ნადირის გამრავლების მიზეზი, არამედ სწორი საკანონმდებლო ბაზა და მოქმედი შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ფულს კი არ იჯიბავენ რაიმეზე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ, არამედ თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად. ხოლო რაც შეეხება ირმების, შვლების და ასე შემდეგ სხვა ცხოველების გამრავლებას - ამას მგლების პოპულაციის გაწყვეტაც რა თქმა უნდა გარკვეულ წილად დაეხმარა!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:53 |