ქართული წელსაკიდი დანა, მითი თუ რეალობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული წელსაკიდი დანა, მითი თუ რეალობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tiflis, Rkinis rigi ![]() |
გამარჯობა!
ცალკე ვხსნი ამ თემას, მიზეზთა გამო, ბევრი მითი და ლეგენდა შეიქმნა ამ ბოლო დროს, და იმედი მაქვს ეს თემა დაგვეხმარება სინათლე მოვფინოთ ამ ამბავს!... მოკლედ 2 თამამი განცხადების გაკეთება მინდა: 1. ქართული დანა (ტრადიციული, ხახლური და ა.შ.) შემოინახა დღემდე. 2. მეც ვაკეთებ მას, და საკმაოდ კარგათაც..... მაინტერესებს, რა სმენია საზოგადოებას ამ (ქართული ტრადიციული) დანის შესახებ. სურათები და კიდევ რაღაც-რუღაცეები ცოტა მოგვიანებით! პატივისცემით ი. ბ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
იმერეთში ცნობილია [b]გიორგაძის [/b]დანები, რამოდენიმე მაქვს რაიონში, დღესაც კარგი ფხა აქვთ, დიზაინი... დანაა რა.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tiflis, Rkinis rigi ![]() |
იმერეთში ცნობილია [b]გიორგაძის [/b]დანები, რამოდენიმე მაქვს რაიონში, დღესაც კარგი ფხა აქვთ, დიზაინი... დანაა რა. უკაცრავად, რომ დავიკარგე, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვიყავი! ბ-ნო შალვა, მართალია, "გიორგაძის დანა" კარგი მაგალითია, თუმცა ქართული დანა გაცილებით უფრო დიდი საკითხია ვიდრე გიორგაძის დანა. ნებისმიერ რუსულ საიარაღო ფორუმზე რომ შეხვიდეთ, ე. წ. "რუსულ დანაზე", რომლის დამზადების უწყვეტი ტრადიცია არ არსებობს, გვერდებია გავსებული... ჩვენთან კი... "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო...." რაც შეეხება დანის "დიზაინს", ქართული დანის ფორმა სადა და ლამაზია, თუმცა სოფელში, რომ მჭედელს კაპიკებს უხდიდნენ ცხადია, დიზაინის დარდი ნაკლებად ჰქონდა. XX საუკუნეში ქართული წელსაკიდი დანა უკვე ძალიან დაკნინებული მოვიდა,მარა იმის წელში გამართვა ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია, რომ იგი ა რ ს ე ბ ო ბ ს ! ! ! დანარჩენი პატარა მონდომების და დიდი შრომის ამბავია! დასაწყისისთვის მოვიყვან ჩემს სტატიას ჟურნალიდან არსენალი (2007 წლის ივნისი) სამწუხაროდ ამ დროისთვის ეს ერთადერთი პუბლიკაციაა, რომელიც მთლიანად ქართულ წელსაკიდ დანას ეძღვნება: (სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!) ![]() ![]() ამ დღეებში ხალხური ოსტატების დანებს ცჰემი კოლექციიდან გადავიღებ და დავდებ! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 22:02 |