საავტორო ცივი იარაღი, ქართული ხელით ნაკეთი დანები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საავტორო ცივი იარაღი, ქართული ხელით ნაკეთი დანები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ თემაში მხოლოდ სურათები და ანოტაცია დავდოთ!გარჩევები სხვა თემაშI.
ტამპლიერი ყველას მოგესალმებით!!! ვარ მეიარაღე (ცივი იარაღის ოსტატი) ვამზადებთ სანადირო და დასაკეც დანებს... ამ თემაში წამოგიდგენთ ჩვენს ( მამაჩემის და ჩემს) მიერ დამზადებულ დანებს... ჩვენი ნაწარმის ყველა დეტალი ხელითაა დამუშავებული. ყოველი დანა ერთ ეგზემპლიარად კეთდება და არასოდეს მეორდება. დანის პირისათვის ვიყენებთ როგორც წარმოების სხვადასხვა დარგებში არსებულ მზა ფოლადის მასალებს, ასევე სამჭედლოებში გამოჭედილ ან ღუმელში ჩამოსხმულ ფოლადისა და დამასკოს ფირფიტებს. დანის ტარად გამოიყენება მხოლოდ ნატურალური მასალები, როგორიცაა : ძვირფასი ხის მერქანი, შინაური და გარეული ცხოველების რქები, სპილოსა და მამონტის ეშვები და ზღვის ძუძუმწოვრების კბილები... დამკვეთის გემოვნეთისა და ნაკეთობის ფასის მიხედვით დანის შემკობა ხდება ხელით შესრულებული ყველანაირი სტილისა და ფორმის დეკორირებით. შესაძლებელია ნახატის ზოგიერთი დეტალის მოოქროვებაც. პატივისცემით ზაზა და ლაშა ავალიანები ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გაგიმარჯოთ
![]() დანებს ძირითადად ვამზადებ ჩემი ფანტაზიით, მაგრამ შესაძლებელია შეკვეთები ( უბრალოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ვმუშაობ პრიმიტიული შრომის იარაღებით და ხელი მიმიწვდება იმ ფოლადებზე რაც ჩვენს ბაზარზე იშოვება, ამიტომ ნუ მომთხოვთ ATS 34 მარკის ფოლადისგან დამზადებულ ქარხნული ფორმის დანას) პირის მასალად ვიყენებ მზა ფოლადის პირფიტებს ნფტ რ6მ5 რ6ამ5... მათი სიმტკიცე მერყეობს 58-63 ერთეულებში როკველის შკალით. (ფოლადის შესაბამისად) ფოლადს თერმულად არ ვამუშავებ (ჭედვა წრთობა) თუმცა დამკვეთის სურვილის შესაბამისად შემიძლია გამოვიყენო ჩემი მეგობრების გაჭედილი ფოლადები. საკისარიდან დაწყებული დამასკო და ბულატით დამთავრებული... გასაყიდი მამონტის ეშვი არ მაქვს, თუმცა ისიც უნდა იცოდე რომ მაგ ზომის სატარე მასალას 100 დოლარზე იაფად ძნელად თუ იშოვნი და დაფიქრდი თუ გიღირს ეგ მასალა მაგ ფასად... რაც შეეხება იაპონურ დანას ლამინატის პირით ერთს ვიტყვი - ნურასდროს მოსთხოვ რიგით იაპონელს დაუკრას ტამტამი შავკანიანზე უკეთ და პირიქით... ანუ ქართველს არასდროს გამოუვა იაპონური დანის ზუსტი ანალოგი, მაინც თავისას ჩასდებს რაღაცას ![]() არც ლამინატს აღვიქვავ რაღაც მოვლენად. თუ სერიოზულად ხარ დაინტერესებული რომ საქართველოში დავამზადოთ ტატნო გეტყვი რომ ცდა ბედის მონახევრია, თანაც მისი ჩემებური ვერსია დამზადებულიც მაქვს... უბრალოდ ძვირი დაგიჯდება საკმაოდ დიდი მადლობა ყველას გულთბილი მიღებისათვის ნელნელა შემოგთავაზებთ ჩემს დანების ფოტოებს და თხოვნა მექნება მოდერთან მე ყველა ჩემს ნაკეთობას გაყიდულია თუ არა იმის მიუხედავად ამ თემაში დავდებ (უკეთ აღსაქმელი იქნება) უბრალოდ გასაყიდებს ფასებსაც მივაწერ ხოლმე... ესეც ჩემი "გრუზინული" ტანტოები ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 14:58 |