როგორ ვასწავლოთ ძაღლს ელემენტარული ბრძანებები, ძაღლის გაწვრთნა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ ვასწავლოთ ძაღლს ელემენტარული ბრძანებები, ძაღლის გაწვრთნა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მოგეხსენებათ რომ მე მყავს ძაღლი(თუმცა არა მონადირე) და საერთოდ ბავშვობიდან მიზიდავს ცხოველები(განსაკუთრებით ძაღლები). მიყვარს ძაღლის გაწვრთნა და თითქმის ჰობიც კი გახდა ჩემთვის. ჩემი ძაღლი ადრე დამყავდა კინოლოგებთან და რაღაც-რაღაცებს ვასწავლიდი და მეც ვსწავლობდი ძაღლთან მუშაობას. იქ ასევე ასწავლიდნენ მონადირე ძაღლებსაც და მეც ვუყურებდი და ვითვისებდი. ასე რომ რაღაც გამოცდილება მაქვს მაგ საკითხში(ოღონდ არაპროფესიულ დონეზე, სამოყვარულო უფრო). თუ ვინმეს რამე პრობლემა გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია პატარა რჩევა მოგცეთ(რათქმაუნდა თუ საჭიროდ მიიჩნევთ) და ამასთანავე აზრებიც გავუზიაროთ ერთმანეთს. პატივისცემით ლეკი.
![]() ესეც ჩემი ჯესკას ვარჯიში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აბსოლუტურად სულ ერთია რა ენაზე გასცემ ბრძანებებს, ჯობია, ორმარცვლიანზე გრძელი სიტყვებით არ მიმართო ხოლმე. საერთოდაც, ძაღლს შეგონებებით და ტირადებით არ უნდა ელაპარაკო. ძაღლს ესმის ინტონაცია და არა ენა. შეუძლია რამდენიმე მოკლე ბრძანების დამახსოვრება. ამიტომ ერთიდაიგივე ქმედების შესასრულებლად ყოველთვის ერთიდაიგივე ბრძანებით უნდა მიმართო. მაგ. "ჩემთან"! - და არა - ხან "მოდი!" ხან "წამო" ხან "გამოადგი ფეხი!" "ჰა, დროზე!" და ა.შ. ლაპარაკი მოფერების დროს არის კარგი, საალერსო ინტონაციებს მაშინვე იჭერს და რაც მეტს ელაპარაკები, ძაღლისთვის მით მეტი ნეტარებაა.
რუსულის მცირედი უპირატესობა შეიძლება ის იყოს, რომ ორმარცვლიანებს მახვილი ძირითადად მეორე მარცვალზე მოუდის და ბრძანებითი კილო უფრო ადვილად და მკვეთრად გამოიხატება. მე მაინც მგონია: ყველაფერი მიჩვევა და ტრადიციაა. ძაღლის ზოგადი ფსიქოლოგია ჯიშების მიხედვით დიდად არ იცვლება. წვრთვნის სწორი მეთოდის შერჩევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლის ტემპერამენტის განსაზღვრა და შესაბამისად მოქმედება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 22:17 |