გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ლულის TRIBORE HP გაბურღვა მისი გამოცდა და წარმოება 1990 წლიდან დაიწყო ბრაუნინგის ფირმამ და დღემდე თანამედროვე გლუვლულიანი სანადირო თოფები ასეთი ტიპის გაბურრვის მქონე ლულებითაა აღჭურვილი, როგორც ზემოთ პოსტში ავღნიშე BACK-BORED ტიპის ძირითადი ლულის შიდა დიამეტრი გაზრდილია [b]18,8 მმ დე და ამან მოგვცა ის შედეგი რომ სროლისას უკუცემა შემცირდა 6% ით და საფანტის ჭურვის საწყისი სიჩქარე კი გაიზარდა ასეთმა ლულამ საშუალება მოგვცა შედარებით მძიმე ჭურვიანი მაღალმუხტიანი ვაზნების სროლისა, გაიზარდა საფანტის დაჯგუფების მაჩვენებელიც და ამავდროულად შემცირდა ლულაში საფანტის მოჭიდების, ხახუნის ძალაც, რამაც დადებითად იმოქმედა სროლს ხარისხზე. TRIBORE HP გაბურღვა კი წარმოადგენს BACK-BORED ის ერთგვარ გაუმჯობესებას ანუ კონცეფციის გაგრძელებას . TRIBORE HP გაბურღვის შემთხვევაში ლულის ცალკეული ნაწილი სხვადასხვა ზომის გაბურღვით გამოირჩევა, ფირმა ფაბარმი გვთავაზობს ლულის TRIBORE HP გაბურღვის ესეთ თანმიმდევრობას სავაზნის შემდეგ ლულის ძირითადი ნაწილის 40 სმ ზე ლულის დიამეტრი წარმოადგენს 18,8მმ ს შემდეგ მოდის კონუსური შევიწროვება 18,4 მმ მდე რომლის სიგრძეც არ აღემატება 20 სმ ს შემდეგ მოდის ლულის ცილინდრული ნაწილი 5 მმ მდე ხოლო ბოლოს შესაბამისი ჩოკური ჩევიწროვება, აღსანისნავია ის ფაქტი რომ TRIBORE HP ლულის სხვადასხვა მწარმოებელი ამ გაჩარხვის სხვადასხვა თანმიმდევრობასა და ზომებს გვთავაზობს . ასეთი გაჩარხული ლულის დადებითი მხარე ისაა რომ შემცირებულია უკუცემის ძალა 6% ით აგრეთვე შემცირდა სროლისას ლულის ჩაკვრა აგდების შემთხვევაც, გაზრდულია ჭურვის საწყისი სიჩქარე და საფანტის დაჯგუფების მაჩვენებელი შემცირებულია ლულაში საფანტის ხახუნის ძალა და დეფორმაციის მაჩვენებელიც.
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 16:37 |