ბარაბული, ხონთქარა. - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბარაბული, ხონთქარა., Mullus barbatus barbatus-барабулька
sergeevich
პოსტი Sep 24 2009, 22:25
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Mullus barbatus barbatus-барабулька



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
(dila)adriano
პოსტი May 3 2010, 13:58
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვის უნდა ვენდო საბოლოო წუთს?
ვინ გამიძღვება საბოლოო გზაზე?
სიბნელის ზღვაში ვინ იქნება ჩემი გზამკვლევი?

ზვირთმჭრელიდან უკანასკნელად ჩავყოფ შიშველ ფეხისგულებს მლაშე წყალში
უკანასკნელ ნემსკავს გავქლიბავ
უკანასკნელად მოვაბამ მიდიის ხორცს
ძუას მოვქაჩავ
და უკანასკნელ თევზს გავყვები
ჩემსავით მკვდარ თევზს.

ის არსოდეს ამოხტება წყლიდან
აღსარებას არ მომთხოვს
ცოდვებს არ შემინდობს
გაცოცხლებას არ შეეცდება
ის ჩემსავით მკვდარი იქნება
მოკვდება ჩემთან ერთად.

კეთილშობილი სოხუმელი მეანკესე იური პავლოვიჩი მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ
ის წარმოუდგენელი წარმატებით იჭერდა შავი ზღვის თითქმის ყველა ბინადარს
კაფალს - არასოდეს 10 კილოზე ნაკლებს
კალიუჩკას - რამდენიც უნდოდა
კატრანს - ერთხელ 6 ერთად დაიჭირა (საერთო წონა მგონი 70 კილომდე)
მაგრამ მისი სიყვარული ბარაბული იყო
ეგენი ძველი დიოსკურიელები არიანო
ჩაძირულ ქალაქში ცხოვრობენო
და ერთადერთი ნატვრა ის აქვთ
რომ როგორმე ისევ ხმელეთს დაუბრუნდნენო
მასწავლიდა:
ქალაქელის დაჭერა თუ გინდა
ქალაქურად უნდა მოექცეო
სატყუარა ცხივრწინაც რომ ეგულებოდეს - პირს არ დააკარებს
ყველა ქალაქელივით ზარმაცი თევზიაო
ნელნელა უნდა გააჩოჩო და თევზი იფიქრებს:
დროა შევჭამო თორემ საუზმე გამირბისო
სწორედ მაშინ უნდა ამოიყვანო ბარაბული
და სოხუმის მიწაზე დაასვენოო.

აბა სადაა ჩემი მიწა?
სატყუარასაც არვინ მიგდებს
რომ დავეხარბო.

ან მე რა მეთქმის?
თავად იური პავლოვიჩი კრასნოდარის მიწაში წევს
ბალახს ზრდის იქაურს

ბარაბული
ხონთქარა
ძველი ბერძნები კილო თევზს კილო ვერცხლში ცვლიდნენო
მე კი კილო გვამს კილო მიწაში გადავცვლიდი
ოღონდ ჯერ არა
მერე ალბათ
როცა მოვკვდები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 02:55