ქართული ტერმინები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული ტერმინები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ. ლესკა-ძუა პაპლაოკი-ტივტივა კრუჩოკი-ნემსაკავი კალენა-მუხლი კატუშკა-კოჭა კორკა-ქერქი გრუზი-სიმძიმე/ტყვია კარმუშკა-საკვებური ნაჟივკა-სატყუარა დონკა-ფსკერულა მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი პრაგლატუშკა-საყლაპავი უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი პავადოკი - სადავე პრიკორმკა - მისაჩვევი, პოდკორმკა - დასაკვები, ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა, პოდსეჩკა - ამოკვრა, "ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო. "ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა) სნასტი - გასაწყობი ჰე, მიდით ეხლა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჰო, შემეშალა - საჩოკს ეძახდნენ საოჩხეს, სადოკს კი არა. თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც, იმიტომ რომ სპეციფიურია და ბუნებრივად დაძველებული სიტყვის ელფერი აქვს.
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს. ვისაც გახსოვთ, "სეტკა"- ხელჩანთები, ცარიელ ბოთლებს რო ვარაჩხუნებდით, იმას ერქვა ბადურა. სამწუხაროდ, მარტო ლინგვისტობა და ფილოლოგობა არ შველის ამ საქმეს. ივანე მაჩაბელი არც ერთი იყო და არც მეორე, თუმცა საბაზისო ცოდნა მაგ დარგებისა უხეშ შეცდომებს ნამდვილად აგვაცილებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2025 - 20:50 |