ქართული ტერმინები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული ტერმინები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ. ლესკა-ძუა პაპლაოკი-ტივტივა კრუჩოკი-ნემსაკავი კალენა-მუხლი კატუშკა-კოჭა კორკა-ქერქი გრუზი-სიმძიმე/ტყვია კარმუშკა-საკვებური ნაჟივკა-სატყუარა დონკა-ფსკერულა მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი პრაგლატუშკა-საყლაპავი უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი პავადოკი - სადავე პრიკორმკა - მისაჩვევი, პოდკორმკა - დასაკვები, ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა, პოდსეჩკა - ამოკვრა, "ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო. "ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა) სნასტი - გასაწყობი ჰე, მიდით ეხლა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შადი შამოდი მინდა გაგიზიაროთ ერთი ფაქტი, თავის დროზე ტექნიკური ესთეტიკის ს/კ ინსტიტუტში, ჩემი ძვირფასი რექტორი, პედაგოგი და მეგობარი გაბრიელ ნადარეიშვილი რამოდენიმე ფილოლოგთან ერთად ამუშავებდა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონს... მინდა მოვიძიო ეს მასალა და გაგიზიაროთ. P.S. მაგ.: რუსული სიტყვა обтекатель ძალიან მშვენივრად არის ნათარგმი - გარსმდენი... და კიდევ მრავალი სხვა მაგალითია, რაც ინტერესს იმსახურებს. ![]() დიდი მადლობა! სიამოვნებით გავეცნობი.. "ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი" მგონი, გამოცემულია კიდეც. გასული საუკუნის დასაწყისში უამრავი ტერმინი შეიქმნა, მაგრამ ძნელად თუ ვინმე ახსნის, რატომ დამკვიდრდა ზოგი ძალიან ადვილად (მაგ. ლიანდაგი, მაცივარი), ზოგი კი, მიუხედავად საყოველთაო მცდელობებისა - არა. (მაგ. რონოდა - ანუ ვაგონი, რომელიც წლების განმავლობაში პრესაში და ყველგან, ლექსებშიც კი, მასიურად იხმარებოდა). ამ თემას არ ეხება - აგერ ახლა საბასთან ერთ ძველ ქართულ "სათევზაო" სიტყვას წავაწყდი. ლიბი - წყალში ბადის დასაბმელი. აღსადგენია და გამოსაყენებელია. მაგ.: ლევანმა ბადურა ("სადოკი") ლიბზე გამოაბა და იქვე, ნაპირთან წყალში ჩააგდო. ![]() შეიძლება ანკესის ჩამოსადებ პალოსაც დაერქვას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 08:05 |