ტბები მარაბდაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბები მარაბდაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ დანარჩენს აქვე მოგიყვებით სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი" რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს ბლომადაა კარჩხანაც თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს წითელი ჭიიდან დაწყებული სიმინდით გაგრძელებული და ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ) თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა ნაფოტა თეთრულა ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად ბუნება ულამაზესია დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე) უგემრიელესი მურწები და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი) მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა რომ არა რეჟისორ-ოპერატორები რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ და კიდევ ერთი შოთას მინდა მოვუბოდიშო შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი მაგრამ .......... შემდეგისათვის გადავდოთ პ.ს ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ მალე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 216 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი... ![]() |
(dila)adriano
ანუ შენ მარაბდის წყალსაცავზე არ გითევზავია ხო? სად ითევზავე იქნებ დაგვიდო google ს სურათი ან ისე აგვიღწერო საიდანააქ მისასვლელი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 23:35 |