ტბები მარაბდაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბები მარაბდაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ დანარჩენს აქვე მოგიყვებით სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი" რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს ბლომადაა კარჩხანაც თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს წითელი ჭიიდან დაწყებული სიმინდით გაგრძელებული და ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ) თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა ნაფოტა თეთრულა ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად ბუნება ულამაზესია დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე) უგემრიელესი მურწები და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი) მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა რომ არა რეჟისორ-ოპერატორები რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ და კიდევ ერთი შოთას მინდა მოვუბოდიშო შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი მაგრამ .......... შემდეგისათვის გადავდოთ პ.ს ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ მალე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 507 რეგისტრ.: 25-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ესეგი რა ხდება . დღეს ვიყავი სფელ მარაბდის წყალსაცავზე .
ესეც გუგლის ფოტო მაგ ტბის . ![]() ![]() ესეგი რა ხდება . 1 ჯოხი 5 ლარი. მეპატრონეს თქმით თევზი არის. საზანი , კარპი , ამური და როგორც იძახის დიდი ეგზემპლიარებიც არისო. კვებით არ ვკვებავო საერთოთო . ერთი სიტყვით დაგვკერა ![]() შევედით ვითევზავეთ... და დაახლოებით მისვლიდან 20 წუთში მართლაც სიმინდზე დავიჭირე 1 კგ-იანი კარპი (სურათს დავდებ სურათების თემაში) იმის მერე ჩვენ აღარ გავიმართლა და დაახლოებით 1.5კგ რაგაცა გამექცა , არ ვიცი საზანი იყო თუ კარპი. წამებში მოხდა ყველაფერი . ეგ იყო და ეგ მეტი ვერაფერი ვერ ვქენით. ვიყავი 5 ჯოხით(დონკებზე) 3 სიმინდი ,1 კოფტონი ,1 წითელი ჭია. ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ყავდათ დაჭერილი დაახლოებით 1.3 კგ-იანი საზანი(მგონი წითელ ჭიაზე დასვეს) და რომელიგაცა მაგათგანს ჩვენსავით გაექცა დიდი თევზი (თეთრ ჭიაზე) კარასს რაც შეეხება როგორც ყველგან მადაც ბლომადაა . ოღონდ კუმისის კარასებთან ოდნავ პატარები. ხო კიდე 1 ცალი ხრამულიც დავიჭირე პაპლაოკზე. ჩვენს იქ ყოფნაში დილის 10 საათიდან 8 საათამდე სხვას არ დაუჭერია არაფერი (კარასს არ ვთვლი).დაახლოებით 5-6 მანქანა იყო ჩვენს გარდა . ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა მად წასვლა. მე ვერც იმას ვიტყვი რო მაინცდამაინც გადასარევი ტბაათქო და ვერვ იმას ვიტყვი რო ცუდიათქო. ხო და რიავიციი ვიციი არ ვიცი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 05:45 |