ტბები მარაბდაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბები მარაბდაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ დანარჩენს აქვე მოგიყვებით სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი" რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს ბლომადაა კარჩხანაც თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს წითელი ჭიიდან დაწყებული სიმინდით გაგრძელებული და ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ) თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა ნაფოტა თეთრულა ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად ბუნება ულამაზესია დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე) უგემრიელესი მურწები და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი) მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა რომ არა რეჟისორ-ოპერატორები რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ და კიდევ ერთი შოთას მინდა მოვუბოდიშო შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი მაგრამ .......... შემდეგისათვის გადავდოთ პ.ს ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ მალე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მარაბდაში ერთი დიდი წყალსაცავია
დანარჩენი - პატარა ტბები ჩემს მიერ ნახსენებ პატარა ტბაში სათევზაო თევზებიდან ძირითადია: თეთრი ამური და მურწა (მდინარიდან შემოსული) თეთრი ამური როგორც ავღნიშნე ჯერ შედარებით პატარაა (200 დან 800 გრამამდე) თუმცა სტაბილურად იჭირება ჩვენ დაჭერილთა უმრავლესობა გავუშვით წყალსაცავზე აზარტი გაცილებით მეტია თუმცა დაჭერის პერსპექტივა - რა თქმა უნდა უფრო დაბალი წყალსაცავზე კარგი მეთევზე ათ კილომდე ეგზემპლარსაც დაიჭერს (თუ გაუმართლა, რა თქმა უნდა) მაგრამ თუ ტბის მფლობელმა გითხრათ არ ვათევზავებო ისევ წყალსაცავზე ჯობს წასვლა კარასს ყველა ვარიანტში დაიჭერთ (ძალიან ბევრს) თან კაი ზომისას (თუმცა უგემურს) მამუ შენს მიერ მითითებული წყალსატევი მარაბდის წყალსაცავია პატარა ტბები მდინარის პირასაა პ.ს. ვინ გითხრა რომ ეგ მინგეჩაურია? ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 03:30 |