თევზჭერა შავ ზღვაზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
თევზჭერა შავ ზღვაზე |
Sep 24 2009, 22:46
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ზღვაზე თევზაობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს - სავარაუდოდ კატერით შესვლა იქნება საჭირო, მაგრამ სად უნდა გაჩერდე და სად უნდა დაიწყო თევზაობა აზრზე არ ვარ
|
|
|
|
![]() |
May 13 2010, 13:46
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი |
აჰა და გამოვნახე დრო სულის გახსნისათვის
მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი. ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორმული Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად. ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად. როგორც Lava-მ მოგახსენათ თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს. სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ. მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე. პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული. ![]() ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა. ![]() რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე. კერძოდ: - ზღვის ქორჭილასა და ბარბულზე მიდიების სატყუარათი - ფსკერის წვრილ თევზებზე ხამსის ფილეებით. თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა! ![]() სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად. თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია. ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა. ![]() დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში. ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული. უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი. შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას. ![]() თან გამიხარდა და თან მწარე სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად. ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით. მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია. მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე. დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე. გადის დრო. ![]() თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს. მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა! საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია ძმა ხარ Lava გაიხარე!! ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების. ![]() მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა. ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები. დაწვრილებით იხილეთ ერთი მეთევზის დღიურში http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...ost&p=86358 |
|
|
|
Pendragon თევზჭერა შავ ზღვაზე Sep 24 2009, 22:46
გიორგი ციტატა(Pendragon @ 24th September... Sep 24 2009, 22:50
ნოსო ფოთი გამორიცხე(ხალ... Sep 25 2009, 04:44
kakhaber თუ ეხალოტი არ გაქ ს... Sep 25 2009, 16:32
გიორგი ციტატა(kakhaber @ 25th September ... Sep 25 2009, 16:36
ნიკაP&A ციტატა(გიორგი @ Sep 2... Sep 25 2009, 17:39
გიორგი ნიკაP&A
ღილების რა... Sep 26 2009, 22:01
ნიკაP&A ხო ეგ არის რამოდენ... Sep 26 2009, 22:05
გიორგი ციტატა(nikaP&A @ 26th Septemb... Sep 26 2009, 22:17
Pendragon ციტატამეტი არაფერ... Sep 28 2009, 12:50
გიორგი Pendragon
სპინინგით გით... Sep 28 2009, 12:53
Pendragon ციტატა(გიორგი @ Sep 2... Sep 28 2009, 12:57
გიორგი მოდი მაშინ ცოტა უფ... Sep 28 2009, 13:01
Fishing Fnatic . ციტატა(გიორგი @ Sep 2... Nov 15 2009, 17:50
Pendragon საკამათოდ არ მითქვ... Sep 28 2009, 13:05
გიორგი Pendragon
არც მე გეკამათ... Sep 28 2009, 13:15
Pendragon გიორგი
ციტატარა თ... Sep 28 2009, 14:02
გიორგი ციტატა(Pendragon @ 28th September... Sep 28 2009, 14:10
kakhaber ფაქტია რო სტავრიდი... Oct 8 2009, 15:18
გიორგი kakhaber
"ვოტ ტაკ" უნ... Oct 8 2009, 15:25
kakhaber აი რა დავიჭირე შავ ... Oct 26 2009, 17:22
გიორგევიჩ kakhaber
ეს რა უბედურებ... Oct 26 2009, 17:51
ნიკაP&A ზღვის ეშმაკს ეძახი... Oct 26 2009, 20:38
ჰერცოგი997 აუ რა როჟა აქვს ტო Oct 26 2009, 20:46
ნოსო არა, ესაა მარსკოი ი... Oct 26 2009, 21:12
გიორგი kakhaber
აი მართლა შენ დ... Oct 27 2009, 15:09
T A M P L I E R საღოლ კახა შენ აღა... Oct 27 2009, 15:11
amroci სალამი ყველას,
ჩემ... Nov 11 2009, 12:49
919 აი საღოლ, აი ლიფიორ... Nov 12 2009, 00:31
amroci ციტატა(919 @ Nov 12 2009, 01... Nov 12 2009, 14:27
amroci მე პირადად ზღვაში ... Nov 13 2009, 13:46
troutbaiter ყოჩაღ ძია! და მადლ... Nov 13 2009, 14:46
გიორგი troutbaiter
ისე ერთხელ კი ... Nov 13 2009, 14:54
troutbaiter მაგის გარკვევაც შე... Nov 13 2009, 15:03
amroci მართალს ბრძანებთ. ... Nov 13 2009, 15:20
troutbaiter სპინინგი ჯოხის სახ... Nov 13 2009, 15:22
Pendragon troutbaiter
სპინინგით რატ... Nov 13 2009, 15:39
amroci ციტატა(Pendragon @ Nov 13 2009, 1... Nov 13 2009, 16:13
გიორგი Pendragon
მე ერთი ვიცი, რ... Nov 13 2009, 16:20
troutbaiter მართალია, მარილიან... Nov 13 2009, 20:16
amroci ციტატა(troutbaiter @ Nov 13 2009,... Nov 15 2009, 14:51
troutbaiter დიდებულია!
ლოფას ... Nov 15 2009, 15:01
amroci ციტატა(troutbaiter @ Nov 15 2009,... Nov 15 2009, 16:32
Fishing Fnatic . ფოთში ოთხ ოთახიანი... Nov 15 2009, 16:55
გიორგი ციტატა(guka_13 @ 15th November 20... Nov 15 2009, 23:27
amroci 5 ნოემბერს ვითევზა... Nov 19 2009, 11:22
tofudi ფოთში, ამ კვირას მშ... Dec 1 2009, 19:11
nikoloza_migina შავ ზღვაზე უნდა იტ... Mar 8 2010, 10:20
kuxe სალამი ყველას.... სტ... Apr 8 2010, 09:30
kuxe არავინ არაფერი იცი... Apr 8 2010, 16:13
amroci ციტატა(kuxe @ Apr 8 2010, 17... Apr 10 2010, 16:38
kuxe მადლობა მეგობარო ა... Apr 12 2010, 15:42
amroci ციტატა(kuxe @ Apr 12 2010, 16... Apr 16 2010, 13:44
amroci შემოვიდა სტავრიდი... Apr 30 2010, 09:03
kuxe გაიხარე სასიამოვნ... May 6 2010, 18:46
amroci ამ შაბათ-კვირას გა... May 9 2010, 21:11
T A M P L I E R amroci May 9 2010, 22:13
Lava amroci
ჯერ მე დავდებ და ... May 12 2010, 15:28
თევზი აღარ ემატებოდა ფოტ... May 12 2010, 15:47
Lava ამას ძროხას ეძახია... May 12 2010, 15:47
T A M P L I E R საღოლ კარგი რეპორტ... May 12 2010, 15:51
Lava ესეც შეპირებული ვი... May 12 2010, 16:05
amroci ციტატაname='Lava' post='85... May 12 2010, 20:28
kuxe თქვენ გაიხარეთ....... ... May 17 2010, 10:47
Nukry Max საააღოლ, მაგარი ვი... May 17 2010, 10:54
Davitus amroci
საღოლ, რეპორტებ... May 17 2010, 11:01
amroci ჩემი თავი გენაცვალ... May 17 2010, 11:39
(dila)adriano amroci
რეპორტებში (პლი... May 17 2010, 16:05
amroci ციტატა((dila)adriano @ Ma... May 17 2010, 18:22
amroci ქობულეთში ნავიდან ... May 19 2010, 13:43
amroci დღეს ვიყავი პრიჩალ... May 22 2010, 16:28
ლევანი ციტატა(amroci @ 22nd May 2010 ... May 22 2010, 17:50
amroci Google Earthe თუ გაქვს ჩეუწ... May 22 2010, 18:55
ლევანი amroci
დიდი მადლობა...
... May 24 2010, 00:34
amroci ციტატა(ლევანი @ May 2... May 24 2010, 08:23
ლევანი რადგან "ტოჩკა" მ... May 24 2010, 13:19
amroci ციტატა(ლევანი @ May 2... May 24 2010, 13:30
hendri amroci
ნოსოს კომპიუტე... May 24 2010, 16:26
amroci hendri
მაგრა. რა ქენით ... May 24 2010, 16:37
hendri amroci
მდააა... შტორმი ც... May 24 2010, 17:56
ნოსო ნუჩქარობთ მეგობრე... May 24 2010, 18:24
amroci hendri
რას ვუზავდით გა... May 24 2010, 19:36
Pendragon hendri
არ მითხრა, სპინი... May 24 2010, 19:58
hendri Pendragon
სამადურით... მო... May 24 2010, 20:09
280678 ურეკში ვაპირებ ბავ... May 29 2010, 09:43
gocha-tita ურეკში კარგი ადგი... May 29 2010, 09:58
kuxe არ სჰეგიდზლია გუგლ... Jun 1 2010, 12:45
ბესო ბიძაჩემი ყოველდღე ... Jun 7 2010, 21:34
T A M P L I E R ბესო
ეუფ ხომ არ გაგ... Jun 7 2010, 22:53
ბექა_ ბესო
ციტატა(Beso @ 7th J... Jun 8 2010, 09:16
(dila)adriano ციტატა(ბექა_ @ Jun 8 2010... Jun 9 2010, 17:59
ბექა_ (dila)adriano
ვიცი რომ ლაბ... Jun 9 2010, 21:54
amroci გუშინ ქობულეთის პრ... Jun 21 2010, 10:07
nikakuxo amroci ნიკა ვარ ხო და შ... Jul 8 2010, 09:53
amroci nikakuxo
გელლოდები.
პავ... Jul 8 2010, 10:21
nikakuxo amroci , ძალიან მაგრა ვი... Jul 12 2010, 13:56
ჭალიმგელა nikakuxo
მერე სურათები??? Jul 12 2010, 14:03
amroci nikakuxo
გუშინაც ვიყავი ... Jul 12 2010, 14:26
T A M P L I E R amroci
სამაგიეროდ კარ... Jul 12 2010, 14:36![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 06:03 |