ოფროუდ შეჯიბრები..., ......... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ოფროუდ შეჯიბრები..., ......... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
ეხლა რეკლამები რომ გადის, დიდ დიღომში რომ ტარდება ტალახიანი ამბავი..21-ში მაგაში იღებ მონაწილეობას??? ბავშვი მიმყავს საყურებლად..ეგეთების ფანია.."იმენნა" მომავალი ოფროუდელი... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
................ მოკლედ გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, რადგან იმსახურებს აქ ყოფნას და არსებობას, თევზაობა-მონადირეობა და ოფროუდი ძმები არიან, თან მოგეხსენებათ, ტალახიან კლუბთან ძალიან კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს და მიყვარს ტალახის ზელვა, ამიტომ გაიხსნა თემა და თან ხშირად ტარდება შეჯიბრებები ამ კლუბში და ამ შეჯიბრებებზე ინფორმაციას და რეპორტაჟებს მე მოგაწვდით, მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, თან შეიძლება ოჩო და ოფროუდ კლუბი პარტნიორებიც გახდნენ ერთ ლამაზ და მშვენიერ დღეს, ტაკ ჩტო არავინ არ გააპროტესტებთ ამ თემის აქ არსებობას დარწმუნებული ვარ, ხოდა აღარ უნდა ამას დიდი ლაპარაკი, წავედი, მივხედო საქმეს და გაგაცნობთ ახლანდელი შეჯიბრის ამბებს..............
![]() კვირას, 21 ივნისს, დიდი დიღმის ტერიტორიაზე იმართება ოფროუდ შეჯობრი, ძალიან კარგი სანახაობა იქნება და მონაწილეობა კიდევ უკეთესი, ასე რომ მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს 1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა 2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი ან კვადროციკლი 3) გადაიხადოს შენატანი. (კლუბის წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა). შენატანის თანხა იცვლება რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. შეჯიბრის ფორმატია ე.წ. Trial ანუ მოკლე, მაგრამ საინტერესო და დაბრკოლებებიანი ტრასის გავლა დროზე. შეჯიბრის ჩატარების ადგილია დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორია. შეჯიბრი იწარმოებს ოთხ ჯგუფში. 1) სტანდარტული. ამ ჯგუფში აკრძალულია სტანდარტულზე მეტი დიამეტრის საბურავები. ავტომობილის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 430 სმ-ს. 2) XXL. ამ ჯგუფში მონაწილეობენ 430 სმ-ზე გრძელი ავტომობილები. საბურავების ზომაზე და ლიფტზე შეზღუდვები არაა თუმცა ძაან გამონსტრებული ავტომობილი მსაჯების მიერ შეიძლება გადაყვანილი იყოს "ექსტრიმ" კატეგორიაში. 3) ექსტრიმი. ამ ჯგუფში დაშვეულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. ერთადერთი პირობაა რომ მანქანა ზოგადი დანიშნულების გზებისთვის იყო დასაშვები (უნდა ჰქონდეს ჰქონდეს ტექ. პასპორტი), და მისი დასაშვები წონა 3.5 ტონაზე ნაკლები იყოს. 4) კვადრიკები - კვადროციკლები. ყველა კატეგორიაში 1-2–3 ადგილებზე გასულებისთვის იქნება პრიზები. მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება 9 ივნისს. 9-დან 18 ივნისის ჩათვლით რეგისტრაციის ღირებულებაა 30 ლარი 19-დან 20 ივნისის ჩათვლით - 40 ლარი 21 ივნისს სტარტამდე - 50 ლარი საფასურს მონაწილეები გადაიხდიან შეჯიბრის ადგილზე ტექ კომისიის გავლისას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრის საიტზე http://extreme.offroad.ge აქვე შეგიძლიათ ნახოთ რეგლამენტი და განაცხადის ელექტრონული ფორმა, შეაქვსოთ ის და გამოაგზავნოთ ელ. ფოსთით მისამართზე extreme@offroad.ge ან დაგვიკავშირდეთ "ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571 ვიტო, ის პოსტები აქეთ გადმოყარე რააა...... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 14:21 |