ერთი მეთევზის დღიური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ერთი მეთევზის დღიური |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
ამ თემაში პოსტვის უფლება აქვს მხოლოდ თემის ავტორს, ნებისმიერი სხვა პოსტი იქნება წაშლილი,
ეს არის მისი სავტორო თემა და გთხოვთ პატივი ეცით, თუ რაიმეს განხილვა გინდათ შესაბამის თემებშიც გააკეთებს იგივე პოსტებს და იქ განიხილეთ ვიტო =================================================== აი ჩემი მშობლიური პრიჩალი ![]() არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს ![]() ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!). მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ, ხან კატამარანით, ზოგჯერ სულაც ცურვით ![]() ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამ მეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში. ამიტომ ჰორიზონტს ყოველთვის უნდა აქცევდე ყურადღებას. ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით არის აღსავსე ![]() პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა. ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს, ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა. ![]() ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას ![]() ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი ![]() თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ. ![]() აქ მოგეცათ ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით. ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა ასევე: ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღვის კარჩხანა (იგივე ზელენუხა) - მხოლოდ ზაფხულში. ძალიან იშვიათია სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი სკუმბრია - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება. კამბულა - ნოემბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა. კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში კუზანა ქვიშის (იგივე ქოთეხი ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი კუზანა ქვის (იგივე ქოთეხი იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით. ხამსა - ზაფხული შემოდგომა ზამთარი გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელთა სახელები სამწუხაროდ არ ვიცი. მათ ცოცხლად ვიყენებ სატყუარად. ========================================================================== თუ გადაწყვეტთ მოსვლას, მაშინ ნავის ამბავს ეხლავე აგიხსნით: ნავები გადიან ზღვაში დილით გამთენიისას და შემდეგ იმისდამიხედვით თევზი როგორ მოდის გამოდიან სადილზე ხან 10-11 საათზე ხან 2-3საათზე. მერე რათქმაუნდა ყველა ბრუნდება სახლში შებინდებისას. წოდა უნდა გადაწყვიტო როდის გინდა თევზაობა. დილას, საღამოს თუ მთელი დღე. თუ დილას გინდა, მოხვალ გამთენიისას და იმ 4-5 ნავიდან რომელიც პრიჩალის წინ გადიან ნებისმიერი გაგიყოლიებს პრიჩალამდე და დაგტოვებს, სადილამდე. თუ საღამოს გინდა მოდი 12- საათზე და და სადილიდან დაბრუნებულები ან მიმავლები გადაგიყვანენ. მაგრამ მერე საღამომდე იქ უნდა იყო. თუ მთელი დღით აპირებ მაშინ წამოიღე სადილითან და მოდი გამთენიისას. გაითვალისწინე თუ შტორმი ამოიჭრა იმდენად სწრაფად რომ ნავებმა ნაპირთან ტალღების მომეტებამდე ვერ მოასწრეს, მაშინ ნავთან ვეღარავინ მოადგება იმიტომ, რომ ტალღამიახეთქებს ნავს პრიჩალზე და დაამტვრევ. ასე რომ ამ შემთხვავაში მოგიწევს ...ამპრედუზო მედუზოოო... ![]() =========================================================================== ბოლოს ვითევზავე შაბათს და კარგი სარღანები ვიჭირე. იმ დღეს დინება დაემთხვა და იმიტომ გააქტიურდა მტაცებელი. პატარა სტავრიტკები ბრინჯივით მოდიოდა, მაგრამ მე მარტო სარღანას ჩავაცივდი და დავიჭირე ასე 30-35 ცალი 2 საათამდე. მეორე ანკესი კამბულაზე მქონდა გადაგდებული მაგრამ არაფერი. ერთ კვირიანი შტორმის მერე ერთი დღეც არ იყო გასული, ამიტომ ფსკერზე ლაფი ჯერ არ იყო დამჯდარი და იმიტომ არ მოვიდა ფსკერის თევზი. თუმცა ხიდის ქვეშ ტიპმა მართლა გიგანტი ღორჯოები დაიჭირა 3 ცალი. ასე მტკაველნახევარი სიგრძის იქნებოდნენ. ეგეთების უხა სუ კანკალს დაგაწყებიებს სიამოვნებისგან. ეხლა მომავალ შაბათ კვირას ველოდები მაგრამ მეტეოჯიმ წვიმა იქნებაო. იმედია ცდება. შაბათს იმედი მაქვს სარღანა კიდე იქნება. ისე განსაკუთრებიტ სკუმბრიას ველოდები. აგვიანებს წელს ძალიან. პრიჩალზე მაგაზი უფრო ბავეკი თევზაობა არაფერზეა. ნამდვილი ომი უნდა გაუჩაღო ძალაშიც და ნებისყოფაშიც. ![]() ========================================================================== სკუმბრია ორიოდე სიტყვით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე სპინინგით სკუმბრიაზე თევზაობის შესახებ მოგახსენებთ. რადგან ეს თევზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში სკუმბრია ნავში ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა. ნავში როცა სტავრიდაზე თევზაობ მაშინ იცის გამოკიდება. მაგრამ სტავრიდის პავადოკი რადგან გაქვს სკუმბრია მას წყვიტავს. თუ გაგიმართლა და 300 გრამზე პატარები მოყვა 2 ცალამდე, მაშინ გაქვს შანსი ამოიყვანო. მაგრამ ამის მერე პავადოკი ან ივარგებს ან არა. პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო. პრიჩალზე სექტემბრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და ნოემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად. ეხლა როგორ უნდა ითევზაო: უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 30-40- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შეგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევთ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღერძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამასთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა. სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია: 1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. ძუა არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 25-35 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი. 2. უნდა იყოს ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, მას წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს. 3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი კუთხეები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ. როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა. გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას მას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ. ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს. რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გამოდის. ამ დროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე, პარალელურად კოჭათი ვახვევთ მორჩენილ ძუას და ისევ მაქსიმალური სიჩქარით ამოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან ბეტონს მიარტყი მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი. სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება. ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები ![]() ![]() ![]() დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას აქ პატარა სკუმბრიებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. ზოგადად საშუალოდ ნახევარკილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი ========================================================================== ![]() რაც შეეხება ზღვის ჭიას (ეგრედწოდებულ მარსკოი ჩერვს) ეს ჭია ჩემს პრიჩალზე ნამდვილი პანაცეაა. მასზე მოდის ყველაფერი რაც კი რამე კიდებს ნაჟივკას პირს. გარდა კამბულა, კატრანი და სკატისა. ამ ჭიაზე იმდენად კარგად მოდის თევზი რომ ეს მის ნაკლად გადაიქცა. სამქე იმაშია რომ მიუხედავად იმისა რომ მასზე საუკეთესო თევზე მოდის მაინც ძნელი ხდება მისი დანიშნულებიდ გამოყენება, იმის გამო რომ აბსოლიტურად ყველა თევზი რომიც კი ახლოა დასწრებაზე ეძგერება მას. შესაბამისად შენ რო თევზის ჭერა გინდა, მაგალითად ქოთეხის ან კეფალის ის ვეღარ ასწრებს ამ პატარა ნაბიჭვრებს. თევიდან გიხარია, ჩაგდებისთანავე ეცემა ოკუნი, ბარაბულკა, სტავრიდკა, შპარიცა და კიდევ ვინ იცის რაა არა, მაგრამ ბოლოს როცა ერთი 50 ცალ ჭიას დახარჯავ და ბოლოსდაბოლოს მოუწევს ერთ რომელი მე ბრონტოზაურს როგრიცა 2-3 კილოიანი ქოთეხი ან 5-6 კილოიანი ლობანი მაშინ მიხვდები რა ტყუილად გიხარჯია ჭია. ასეთი ლაფსუსისგან თავის დაცვა მხოლოდ ერთია - ითევზავე მაში როცა პატარა თევზები არა არის. ანუ ან სეზონი შეურჩიე ან ღამით ითევზავე. მართალია მთლიანად თავს ვერ დააღწევ პატარებს მაგრამ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქთება ტყუილი ჯაფა. ეხლა აგიხსნით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე როდის რა თევზი და როგორ იჭირება ზღვის ჭიით. მივყვები სეზონის თანმიმდევრობით -იწყება ყველაფერი ივნისში ლობანით (კეფალი). აკეთებ კლასიკურ ზღვის პავადოკს ნაჟივკისთვის. ანუ ქვემოთ ტყვია, ძუა 0.25მმ. ან 0.30მმ., კავი შავი თხელი (ჭია ნაკლებად ზიანდება) 3- 4 ცალი დაწყებული ტყვიასთან ახლოდან და ერთმანეთისგან დაშორებული მტკაველნახევრით ზემოთ მოყოლებული. კავს ყუნწი გაუკეთეთ დაახლოებით გრძელი თითის სიგრძე. სპინინგი ჯობია ნელი იყოს ანუ ძლიერ დრეკადი და დიდი წონის გამძლე. კოჭა დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავიარია ძუა ამოგიხვის ნორმალურად, გაქნევა არაა საჭირო იქვე უშვებ 3-5 მეტრის მოშორებით. ასეთნაირად მოდის ხოლმე ლობანები 4-5 კილოგრამიანი, რომლის 8-9 მტრი სიღრმიდან ამოყვანა სახუმარო საქმე არ გეგონოთ. ისე კარგი იქნება თუ კოჭაზე ფრიქციონი მუშაობს კარგად (რომელიც ძუას ავტომატურად მიუშვებს ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში). - შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში მასზე მოდის ყველა წვრილი სახის თევზი და ასევე ქოთეხი და კეფალი (შავთვალა). პავადოკი აბსოლიტურად იგივეა რაც ლობანის შემთხვევაში. სირთულე იმაში მდგომარეობს (გარდა პატარა თევზების თავშეწყენისა) რომ ზაფხულში დიდი რაოდენობით ორფეხა 50-150 კილოგრამიანი თევზები გიშლის ხელს ძალიან ![]() ![]() ![]() - შემოდგომის მეორე ნახევარში პატარა თევზები კლებულობს რომლებიც ზღვის ჭიას გიჭამს და ორ ფეხა თევზებიც რომელიც თვალის ჭიას გიხარებს :small3d012: და ყურადღებას გიფანტავს. ამიტომ ამ დროს ძალიან კარგია ზღვის ჭიით პრიჩალიდან ქოთეხსა და კეფალზე (შავთვალა) თევზაობა მსურველებს გაფრთხილებთ 100% გარანტირებული ჭერა მხოლოდ აკვარიუმში საჩოკით ან ბაზარში საფულით. ჩემს მშობლიურ ხიდზე კი მოულოდნელობისთვის ყოველთვის იყავით მზად. ისე მე პირადა ზღვის ჭიას პალიასტომის ტბაში ვიღებ მშრალ ხიდთან. შევდივარ წელამდე წყალში ლაფათქით და ხის სილის საცერით ორი ან მეტი კაცი. ვიღებ ლაფათქით წყლის ფსკერიდან სავსე ლაფათქა სილას და საცერში ვუშვებთ. საჩერი ნახევრად ჩაყოფილი უნდა იყოს წყალში და ისე გამორეცხო უნდა სილა შიგნიდან. თუ გაგიმართლა თიტო ლაფათქის პირზე 2-3 მოზრდილი ზღვის ჭია მოგყვება. მაგარი ძნელი სამუშაოა. ამიტომაც ფასობს ჩვეში ძალიან მაგაზე თევზაობა. ეხლა ზღვის ჭიით პრიჩალზე გარდა ბარაბულკის სტავრიდის, ოკუნის, ღორჟოს გარდა ქვიშის ქოთეხი და შავთვალა კეფალის ჭერა შეიძლება. თუ გინდა რო არ შეგაწუხოს პატარებმა ხიდის უფრო შუა წელთან ახლოს უნდა გაიქნიო ნაპირის გასწვრივ. პავადოკი ჟობია მაღალი არ იყოს. ამ დროს მიწასთან ძან ახლოს დადის კეფალიც და ქოთეხიც. გისურვებ ბევრ ნადავლს და იმედი მაქვს მალე მოხვალ სათევზაოთ. იმედია მეც იქ ვიქნები იმ დროს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
7 მაისი 2010 წელი მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი. ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორუმელი Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად. ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად. თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს. სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ. მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე. პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული. ![]() ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა. ![]() რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე. გამოყენებულ აცმულობებსა (მონტაჟებს) და სატყუარების შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა! ![]() სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად. თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია. ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა. ![]() დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში. ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში ![]() გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული. უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი. შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას. ![]() თან გამიხარდა და თან სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად. ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით. მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია. ![]() მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე. დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე. გადის დრო. ![]() თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს. მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა! საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა ![]() Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია ძმა ხარ Lava გაიხარე!! ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების. ![]() მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა. ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები. საერთო ჯამში თევზაობა შედეგიანი გამოდგა და თანაც მოულოდნელობაც ახლდა. კერძოდ იმას ვგულისხმობ, რომ როგორც წესი ქობულეთში საზღვა თევზაობისსეზონი აპრილის ბოლო რიცხვებში სტავრიდის (მარტის 2 კვირიან ღორჯოს ჭერას თუ არ ჩავთვლით) უხვი შემოსვლით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი თევზი. წელს კი პირიქით მოხდა. რათქმაუნდა წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით სტავრიდამ კი დაასწრო მაგრამ იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით იყორომ მას სეზონის გახსნა ვერცერთმა მეთევზემ ვერ დააბრალა. ამაწლის ასეთი მოვლენა ჩემს მეხსიერებაში პრეცენდედნტის სტატუს იძენს. ![]() გამოყენებული აცმულობები და სატყუარები როგორც ზემოთა პოსტში სახელად "ზოგადად შავ ზღვაზე თევზაობის შესახებ"-ში არის აღწერილი აცმულობები, მათგან დღეს გამოყენებული იქნა ორი სახის მონტაჟი. კერძოდ: ღორჯოსა და სტავრიდის. ღორჯოსათვის განკუთვნილი აცმულობა ამ შემთხვევაში შევასრულე შედარებით წვრილი ძუით (0.16 მმ. დიამეტრის მონოლითი), რადგან გარდა ღორჯოსა და ზღარბისა იყო შანსი დაგვეჭირა ქორჭილა და ბარაბული. ეს უკანასკნელნი კი ძალიან მომთხოვნი არიან ძუის სიწმინდის მიმართ. შედეგმაც არ დააყოვნა. ![]() ღორჯოდან გადმოსულმა მეთევზეებმა აცმულობის შეუცვლელად გააგრძელეს თევზაობა და იჭირეს როგორც ქორჭილა ასევე ბარაბულიც. საჭირო იყო მხოლოდ სატყუარად თეზის ფილეების ნაცვლად გარჩეული მიდიების დაგება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთმა აცმულობამ უფრო ბარაბულისთვის გაამართლა ვინემ ქორჭილაზე. რადგან ბარაბული წმინდა ფსეკის ბინადარია, ქორჭილა კი ყველაგან დახეტიალებს. სტავრიდისათვის განკუთვნილი აცმულობა შევასრული 014 მმ. დიამეტრის მონოლითისაგან. აქაც გათვლა იყო იმაზე რომ სტავრიდის შეჩერების ან/და სულ არ მოსვლის შემთხვევაში გომოსადეგი ყოფილიყო ქორჭილისა და ბარაბულის საჭერად. საჭირო იყომხოლოდ სასტავრიდე ცარიელ კავებზე დამეგო გარჩეული მიდიები. ბარაბულისათვის სულ ქვედა კავზე, ხოლო ქორჭილასათვის რომელიმე ზედა კავებზე. აქაც ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სტავრიდის აცმულობაზე ტყვიის ქვემოდან კავი არ არის. ამიტომ ბარაბულს უჭირდა პირის მოკიდება. ხოლო ქორჭილას პირიქით, რადგან სტავრიდის აცმულობით სატყუარას ყველა სიმაღლეზე ვაღვედრებდი ქორჭილას. სამწუხაროდ სტავრიდის აცმულობის სურათი არ აღმომაჩნდა. შემდეგში აუცილებლად იმასაც მოგაწვდით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 00:48 |