ლ.ციციშვილის სახელობის XI მემორიალი-15-16 მაისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ლ.ციციშვილის სახელობის XI მემორიალი-15-16 მაისი |
May 12 2010, 21:04
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
15-16 მაისს თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში ჩატარდება ლევან ციციშვილის სახელობის XI მემორიალი,სადაც მინაწილეობას მიიღებს ყველა ჯიშის დიპლომირებული მეძებარი.ეს არის საველე შეჯიბრი.გირჩევთ დაესწროთ.დილის დაახლოებით 6-ის ნახევარზე მონაწილეები ადგილზე იქნებიან.მსაჯები მოწვეულია უკრაინიდან.სულ 23 მეძებარი იქნება,რომელთაგან 2 პოინტერი სომხეთიდან.პირველ დღეს ანუ 15 მაისს გამოიცდება 12 ძაღლი,დანარჩენები - მეორე დღეს.
გთხოვთ აღნიშნულ დღეებში თავი შეიკავოთ ამ ადგილებში ძაღლების გამოყვანისგან და ხელი არ შეუშალოთ შეჯიბრის მიმდინარეობას.უბრალოდ უგულშემატკივრეთ ამა თუ იმ ჯიშის მეძებარს.იქნებიან როგორც კუნძულელები,ასევე კონტინენტალურები. |
|
|
|
![]() |
May 15 2010, 17:44
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ხვალ გავაკეთოთ მაშინ ახალი თემა,მხოლოდ შედეგები,ფოტომასალა და ა.შ. და კიდევ ერთი თემა,თუ რა მოგვცა ამ შეჯიბრმა,რა გავიგეთ.......ამაზე თენგო,შადი შამოდი,გიგო და სხვა კლუბის ხალხი მეტს დაწერენ.
ვერ ვითმენ და ერთი-ორი სიტყვა მაინც მინდა ვთქვა:1)ეს შეჯიბრი მომავალ წელს 2 კვირით ადრე უნდა ჩატარდეს,მწყერი მეტია და დამფრთხალია არაა.დღეს ისეთმა ძაღლებმა ვერ მიიღეს შეფასება,რომლებიც რამდენიმე დღის წინ მე-2 ხარისხზე აცხადებდნენ პრეტენზიას,ამის მიზეზი უკვე ასე ვთქვათ უამინდობასთან ერთად უფრინველობაც იყო,არაა მწყერი,დაფრთხა,მოკლეს ბრაკებმა და ა.შ.2)აშკარაა ჩემი შეცდომა დაგეშვაში,რაზეც მავერიკიც მეუბნებოდა:შარშან გეშვისას ძალიან ბევრი ვუყვირე,დავსაჯე და დაკომპლექსდა.მეტი თავისუფლება უნდა ძაღლს გეშვისას,ირბინოს,ისწავლოს და მერე მოთოკე,მე პირიქით,ჯერ მოვთოკე და ახლა ახლო მანძილებზე ეძებს.3)გაკიდებას უნდა გადავაჩვიოთ პირველივე ნაბულის შემდეგ,უმაღლესი ძაღლები მოიხსნა დღეს ამის გამო.ძაღლი ადგილზე თუ არ დარჩა,რა მანძილიც,რა სტილიც და ა.შ. არ უნდა აჩვენოს,ჯერ ერთი რომ უდიპლომოდ რჩება,მეორე-ნადირობაშიც უკვე ჩვენ გვაკომპლექსებს,არიქა საფანტი არ მოხვდესო... და კიდევ ერთი:მოწვეულმა ექსპერტებმა ძალიან შეაქეს ჩვენი ფორუმელის GIORGI_M-ის ახალგაზრდა ძუ ინგლისური სეტერი,რომელმაც სამწუხაროდ შეფასება ვერ მიიღო,თუმცა გამორჩეული სტილის გამო ყურადღება დაიმსახურა,ნამდვილი სეტერის მანერები აქვსო და ყველაზე პერსპექტიულიაო.არადა ამ ლეკვმა 2 დღის წინ მიიღო მე-3 ხარისხის საველე დიპლომი,თუმცა დღევანდელმა უამინდობამ მას და სხვა ძაღლებსაც ხელი შეუშალა მუშაობაში. შენიშვნა მინდა მივცე პირად საქმეში შეტანით ბატონ მავერიკს,რომელმაც თავისი ინგლისური სეტერი დატოვა შეჯიბრების მიღმა რაღაც მიზეზების გამო.პერის მუშაობა ბევრჯერ მინახია და მინდვრიდან ისე არ გამოსულა, მწყერი არ ეპოვა,თან ისიც და პატრონიც გამოცდილებას მიიღებდნენ,ახლა მე უნდა ვუკითხო ლექციები,თანაც უფასოდ,რა ვქნა მისი მანქანით დავდივარ ასევე მინდა მივულოცო ბატონ გია ადიკაშვილს მისი ძუ ინგლისური სეტერის მე-2 ხარისხი(საველეც მე-2 აიღო 1 კვირაა).მოკლედ დღეს სეტერებმა იყოჩაღეს,პირველი ძაღლიც ძუ სეტერი იყო 69 ქულით და მე-3 ხარისხით,მაგრამ ლიდერი მაინც პოინტერია სხვა თემაშიც დავწერე და აქაც მინდა ვთქვა:რამდენჯერმე ვითხოვე ფორუმის მეშვეობით,დღეს საველეა და ძაღლები არ გაიყვანოთ ზღვაზე-მეთქი.ეტყობა არ იცოდნენ,მაგრამ ასეთი შეჯიბრი როდესაც ტარდება,მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ეს მინდვრები.როდესაც პირველად გავედით,1 წუთში მოვხსენი როკი,წინ 70 მეტრში კურცხაარით ჩემკენ მოდიოდა ვიღაც.ჩავჯექით მანქანებში,გადავედით სხვა მინდორში,იქაც კი მგონი დრათხაარს გეშავდა ვიღაც.ექსპერტები რო არ ყოფილიყვნენ,გამოვიდოდი მინდვრიდან.იმედია,მომავალ წლამდე დაიხვეწება ასეთი შეჯიბრის ჩატარების ორგანიზაციული მხარე,რაშიც ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა.ფრინველი ისედაც ნაკლებია და ერთხელ აფრენილი მწყერი ამ სიცხეში მინდორში უკვე აღარ გაჩერდება |
|
|
|
ზაზა ლ.ციციშვილის სახელობის XI მემორიალი-15-16 მაისი May 12 2010, 21:04
ლევანა90 შაბათს ვის მიდის ... May 12 2010, 21:53
ლეკი მე მინდა მაგრად წა... May 12 2010, 21:59
შადი შამოდი მემორიალის ორგანი... May 13 2010, 08:51
Maverick ციტატა(შადი შამოდი... May 13 2010, 11:07
T A M P L I E R ციტატა(shadimani @ 13th May 2010 ... May 13 2010, 09:49
AlekoN Maverick
შადიმანზე კარგ... May 13 2010, 12:27
ზაზა ხვალ დილით დაახლოე... May 14 2010, 08:46
თენგო თხოვნაა რაც შეიძლე... May 14 2010, 09:09
ნოსო თენგო
მეც ვიქნები... May 14 2010, 09:11
Maverick ტელეიმედში და რუსთ... May 14 2010, 12:24
AlekoN ვინც გვერდში გვიდგ... May 14 2010, 12:57
ნოსო ვინმემ დაწერეთ რა ... May 14 2010, 21:52
Davitus მე კვირა დილით შემ... May 14 2010, 23:09
ლეკი მეც კვირას წამოვალ... May 15 2010, 09:48
შოთა.03 მეც ხვალ გამოვალ...
... May 15 2010, 09:50
Davitus კაი რა ნოსო, დააპატ... May 15 2010, 11:08
Bonehill ნოსიკ თან კომენტარ... May 15 2010, 14:49
sabo73 აღარ იტყვით ხალხნო... May 15 2010, 15:42
ლევანი ვაა..მართლა რა მაგა... May 15 2010, 16:53
Bonehill sabo73
თბილისის ზღვის ... May 15 2010, 16:55
ზაზა ეს პოინტერი მაქსი ... May 15 2010, 16:57
Bonehill ზაზა
გაიხარე ზაზ
რ... May 15 2010, 17:01
გოგა ორგანიზატორები და ... May 15 2010, 17:50
ზაზა აქ ნუ დავწერთ, ზეგ ა... May 15 2010, 18:26
ლეკი Bonehill
ნიკუშ ხვალ რომე... May 15 2010, 18:31
თენგო გოგა
ციტატა(giorgevich ... May 15 2010, 18:49
გოგა თენგო
კარგი May 15 2010, 18:54
Bonehill ლეკი
ჩვენ 7 იქ ვიქნ... May 15 2010, 18:57
ლეკი ციტატა(Bonehill @ May 15 2010, 19... May 15 2010, 20:32
Giorgi_M ზაზა შენს შენიშვნა... May 15 2010, 19:58
ზაზა ციტატა(Giorgi_M @ May 15 2010, 20... May 15 2010, 21:03
T A M P L I E R Bonehill
ციტატა(niko @ 15th May ... May 15 2010, 21:10
ლეკი ციტატა(T A M P L I E R @ May 15 2... May 15 2010, 21:39
sabo73 TAMPLIER
არ მეგონა ძმაო ... May 15 2010, 23:26
T A M P L I E R sabo73
ლა გინდა კაცო ... May 16 2010, 04:44
ლეკი ზუსტად ვერ დაწერეს... May 16 2010, 07:17
გოგა ციტატა(Davitus @ 15th May 2010 ... May 16 2010, 10:08
შოთა.03 გოგა
ციტატა(giorgevich ... May 16 2010, 11:16
გოგა შოთა.03
რუსთავის და ... May 16 2010, 11:19
Davitus რუსთავის რეპორტაჟ... May 16 2010, 12:44
თენგო შეჯიბრის ორგანიზა... May 16 2010, 14:56
შოთა.03 თენგო
ციტატა(qarqashadze ... May 16 2010, 15:01
გოგა ციტატა(qarqashadze @ 16th May 201... May 16 2010, 15:05
Bonehill თენგო
გოგა
სურ... May 16 2010, 16:24
T A M P L I E R ხომ არ მივხუროთ ეს ... May 16 2010, 16:30
ლეკი აუ როგორ მინდოდა მ... May 16 2010, 18:54
Maverick თემა დაიხურა რეპორ... May 16 2010, 19:42![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 19:08 |