თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Ukraine ![]() |
ალბათ ბევრს გასჩენია ეს პრობლემა და არც მე ვარ გამონაკლისი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზაფხულობით ცხელ ამინდებში, დაჭერილი თევზი ხანდახან სახლამდეც ვერ აღწევს და სიცხისაგან გზაში ფუჭდება ან სუნს იღებს. თევზის გაფუჭების ალბათობას ისაც ზრდის რომ ზოგჯერ 3-4 საათი ჭირდება ადამიანს სახლში დასაბრუნებლად, ეს დრო კი საკამარისია რომ თევზი გზაში გაგვიფუჭდეს. მოკლედ ვისაც რა გაუგია ან უცდია რაიმე ტექნოლოგიები თევზის შენახვის გაუზიაროთ ერთმანეთს.
აგერ მე რაც გამიგია და მიცდია იმას გაგიზიარებთ: თუ სახლიდან არც ისე შორს ვიმყოფებით გამოწალვა და ლაყუჩების მოჭრაც საკმარისია, მაგრამ უმჯობეისა თუ დავამარილებთ. 1. თევზების "სადოკი" თუ ბადე სადაც დაჭერილ თევზს ვინახავთ მინიმუმ 1,5 მეტრი წყლის სიღრმეში უნდა იყოს ჩაგდებული, რომ თევზი წასვლამდე არ მოკვდეს. 2. ყველაზე მალე ფუჭდება თევზის შიგნეულობა და ლაყუჩები (შინდისფერი სასუნთქი ორაგანო). აქედან გამომდინარე თევზი უნდა გამოიწალოს ლაყუჩები დაეჭრას. რაც მთავარია ფერფლი არ უნდა მოვაცალოთ იგი იცავს ცხელ ამინდში თევზს გაფუჭებისაგან. 3. ამის შემდეგ ვამარილებთ სათითაოდ ყველა თევზს და ვაწყობთ გინდა ქაღალდზე გინდა გაზეთზე, 5-10 წუთი ვაჩერებთ ჩრდილში ისეთ ადგილზე რომ ნიავი მოძრაობდეს და თევზი შეშრეს. 4. ვალაგებთ ისეთ ჭურჭელში რომ ჰაერი მოძრაობდეს ტრანსპორტირებისას, ამასთან ერთად მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ. არ შეიძლება ცელოფანში ჰერმეტიულად შეფუთვა. მე არ მიცდია მაგრამ გამიგია რომ ძმრიან მატერიაშიც ახვევნ და ისე ინახავენ სახლში მიტანამდე. არის კიდევ მანქანის მაცივრები, რაც ცოტა ძვირი სიამოვნებაა. კაროჩე ვინ რაიცის ყველამ თავისი გამოციდილება დაწეროს და გაგვიზიაროს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Ukraine ![]() |
მოგესალმებით ყველას ახალი დარეგისტირირებული ვარ ამ ფორუმზე.
გოგა ეგ კარგი იდეაა და არც მიცდია, წამიკითხია თერმო-ჩანთებზე და მაგ ყინულის აკუმლიატორებზე, და შენახვის ვადა სადღაც 12 საათამდე იყო, რაც არ არის საკმარისი რამოდენიმე დღით თუ მიდიხარ სათევზაოდ. აგერი ლინკსაც დავდებ http://www.picnicmaker.com.ua/thermo-bag/3...-dark-blue.html, შენ თუ გამოგიცდია ეგ ნაყინის ყუთი რამოდენიმე დღით ? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 21:16 |