თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
May 16 2010, 02:11
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Ukraine |
ალბათ ბევრს გასჩენია ეს პრობლემა და არც მე ვარ გამონაკლისი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზაფხულობით ცხელ ამინდებში, დაჭერილი თევზი ხანდახან სახლამდეც ვერ აღწევს და სიცხისაგან გზაში ფუჭდება ან სუნს იღებს. თევზის გაფუჭების ალბათობას ისაც ზრდის რომ ზოგჯერ 3-4 საათი ჭირდება ადამიანს სახლში დასაბრუნებლად, ეს დრო კი საკამარისია რომ თევზი გზაში გაგვიფუჭდეს. მოკლედ ვისაც რა გაუგია ან უცდია რაიმე ტექნოლოგიები თევზის შენახვის გაუზიაროთ ერთმანეთს.
აგერ მე რაც გამიგია და მიცდია იმას გაგიზიარებთ: თუ სახლიდან არც ისე შორს ვიმყოფებით გამოწალვა და ლაყუჩების მოჭრაც საკმარისია, მაგრამ უმჯობეისა თუ დავამარილებთ. 1. თევზების "სადოკი" თუ ბადე სადაც დაჭერილ თევზს ვინახავთ მინიმუმ 1,5 მეტრი წყლის სიღრმეში უნდა იყოს ჩაგდებული, რომ თევზი წასვლამდე არ მოკვდეს. 2. ყველაზე მალე ფუჭდება თევზის შიგნეულობა და ლაყუჩები (შინდისფერი სასუნთქი ორაგანო). აქედან გამომდინარე თევზი უნდა გამოიწალოს ლაყუჩები დაეჭრას. რაც მთავარია ფერფლი არ უნდა მოვაცალოთ იგი იცავს ცხელ ამინდში თევზს გაფუჭებისაგან. 3. ამის შემდეგ ვამარილებთ სათითაოდ ყველა თევზს და ვაწყობთ გინდა ქაღალდზე გინდა გაზეთზე, 5-10 წუთი ვაჩერებთ ჩრდილში ისეთ ადგილზე რომ ნიავი მოძრაობდეს და თევზი შეშრეს. 4. ვალაგებთ ისეთ ჭურჭელში რომ ჰაერი მოძრაობდეს ტრანსპორტირებისას, ამასთან ერთად მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ. არ შეიძლება ცელოფანში ჰერმეტიულად შეფუთვა. მე არ მიცდია მაგრამ გამიგია რომ ძმრიან მატერიაშიც ახვევნ და ისე ინახავენ სახლში მიტანამდე. არის კიდევ მანქანის მაცივრები, რაც ცოტა ძვირი სიამოვნებაა. კაროჩე ვინ რაიცის ყველამ თავისი გამოციდილება დაწეროს და გაგვიზიაროს. |
|
|
May 16 2010, 15:05
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
გამოწელვა აუცელებელი პროცედურაა, რაც მთავარია მეთევზეს იცავს
ოჯახის ქალების რისხვისაგან, რომლებსაც როგორც მოგეხსენებად საშინლად ეზარებათ თევზის გაწმენდვა... ისე ლაყუჩემის და შიგნეულობის ამოღების შემდგომ თევზის ღრუებში ხრეში-მარილის ჩაყრაც უხდება. ჭინჭრის ჩაფენა კი ჟანრის კლასიკაა! გოგას მიერ ხსენებული მაცივარი კი სუპერ გამოგონებაა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ თევზს არ გავყინავთ ანუ მხოლოდ გავაციებთ, გემოვნური მახასიათებლები გაცილებით მაღალი დარჩება (ვიდრე გაყინულ თევზს. მაგრამ აქვე ავღნიშნავდი, რომ გაყინული თევზი გაცილებით მარტივი გასაწმენდაი ფხებიუსაგან, რა თქმა უნდა ოდნავ გალღობილ მდგომარეობაში! ზოგიერთ სახეობას კი უხდება თავის მოკვეთა თუ რა თქმა უნდა უხას არ ვხარშავთ. ეს არ ეხება კალმახსა და ხრამულს, ლოქოსა და ორაგულს, ამურსა და სუდაკს... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:56 |