სპინინგი, ზოგადი საუბრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სპინინგი, ზოგადი საუბრები |
Jul 8 2009, 21:19
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.
რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს. ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული. სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ. მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს. საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას. იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას. ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას. იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას. საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე. სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში. ავტორი: troutbaiter |
|
|
|
![]() |
May 14 2010, 20:54
პოსტი
#2
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala |
მე king of fishingi varrr damaviwda paroli da es maq
|
|
|
|
May 17 2010, 10:01
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
May 17 2010, 16:50
პოსტი
#4
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala |
|
|
|
|
გიორგი სპინინგი Jul 8 2009, 21:19
გიორგი მე როგორც ვატყობ, დ... Jul 10 2009, 09:24
ნოსო გიორგი
არა გიო არა... Jul 10 2009, 09:27
გიორგი ნოსო
და რა მაინტერ... Jul 10 2009, 09:45
ნოსო გიორგი
არა, მტაცებ... Jul 10 2009, 09:47
გიორგი და მე თუ სწორად ვხვ... Jul 10 2009, 09:49
ნოსო გიორგი
არც მდინარ... Jul 10 2009, 09:51
გიორგი მდაააა აბა რა ჯანდ... Jul 10 2009, 09:56
ნოსო გიორგი
ახლა გიო შე... Jul 10 2009, 09:58
გიორგი შტეკერნი ჯოხი, 3.2 მე... Jul 10 2009, 10:12
Fishing Fnatic . ციტატა(გიორგი @ Jul 1... Nov 15 2009, 17:52
ბესო ციტატა(Fishing Fnatic . @ Nov 15 ... Nov 16 2009, 14:25
ნოსო გიორგი
ახ შენ ყველ... Jul 10 2009, 10:23
გიორგი ისე სპინინგი ქვია ... Jul 10 2009, 10:41
ნოსო გიორგი
მაგ თევზაო... Jul 10 2009, 10:46
გიორგი ხო, მეც მასე ვფიქრო... Jul 10 2009, 12:09
Petre არაგვზე ქაშაპი(ეგე... Jul 10 2009, 12:44
ვიტო Petre
სხვა მეთოდით და... Jul 10 2009, 12:55
გიორგი ციტატა(vito @ 10th July 2009 ... Jul 10 2009, 13:08
Petre სასროლი ბადით
.............. Jul 10 2009, 14:35
ვიტო Petre
ეუ, რა გამიტყდა ... Jul 10 2009, 17:27
troutbaiter ფოტომასალა დაყარე... Jul 27 2009, 13:51
Petre ციტატა(troutbaiter @ Jul 27 2009,... Jul 28 2009, 22:25
FISHING CLUB როგორ მიდის სპინინ... Aug 10 2009, 00:42
ვიტო FISHING CLUB
კი, აშკარა წინ... Aug 10 2009, 01:01
ნოსო ვიტო
გუშინ ვნახე 4 ... Aug 10 2009, 10:16
ნოდარიძია იუტუბზე ვუყურე ამა... Aug 10 2009, 10:27
FISHING CLUB კაია ბიჭებო შეუბერ... Aug 10 2009, 23:23
troutbaiter რეალურია!!!
ჩემ... Aug 11 2009, 15:15
salamandra სპინინგისტები ლოქ... Aug 19 2009, 16:18
მონადირე სპინინგი მაგარი აზ... Sep 1 2009, 13:06
გიორგი ესეიგი რა გავარკვი... Sep 3 2009, 14:30
გიორგი troutbiter
შენი პოსტი ავი... Sep 24 2009, 19:32
kakhaber მაგრად მაინტერესე... Sep 30 2009, 13:26
გიორგი კახა კალამახი წითე... Sep 30 2009, 13:45
გიორგი RE: სპინინგი Oct 22 2009, 13:59
Pendragon გიორგი
ულტრალაითი... Oct 22 2009, 15:54
გიორგი ციტატა(Pendragon @ Oct 22 2009, 0... Oct 22 2009, 15:56
ნიკაP&A გიორგი
ერთი ულტრალ... Oct 26 2009, 11:33
გიორგი ციტატა(ნიკაP&A @ Oct ... Oct 26 2009, 11:48
შოთა.03 გიორგი
ციტატა(dubidubiduu... Oct 26 2009, 11:55
გიორგი ციტატა(შოთა.03 @ Oct 26 2... Oct 26 2009, 11:57
bugi სატყუარები უფრო დი... Oct 27 2009, 09:39
Fishing Fnatic . კუმისზე შეიძლება ს... Nov 14 2009, 14:24
ნიკაP&A სპინინგით კუმისზე ... Nov 14 2009, 15:02
ვიტო Fishing Fnatic .
კი გირჩევთ, ო... Nov 16 2009, 10:03
amroci ქობულეთში ქარიყლა... Nov 16 2009, 16:00
fisherniko შეიძლება უადგილო ა... Jan 3 2010, 00:07
ბესო ციტატა(fisherniko @ Jan 3 2010, 0... Feb 12 2010, 14:03
dmoral ბოლო პერიოდში დასა... Feb 11 2010, 22:26
ნოსო dmoral
მე ვიყავი ინავა... Feb 11 2010, 22:39
nikoloza_migina კაი სპინინგი და სა... Mar 8 2010, 19:27
king of fishing http://www.amazon.com/Ready-Fish-Spinning-...731... May 13 2010, 08:51
ბესო ციტატა(nikoloza_migina @ 8th Marc... May 13 2010, 09:33
king of fishing ბესო
MADLOBAAAAA May 13 2010, 13:03
king of fishing ქარიყლაპიაზე მივდ... May 13 2010, 13:24
ბესო რა რამდენ ხანშI ჩამ... May 13 2010, 13:50
king of fishing და ეს მარტო ჯოხია ხ... May 13 2010, 17:07
king of fishing ჩატანა რა ჯდება????
... May 13 2010, 21:14
ბესო ციტატა(nikolozi=) @ 13th May ... May 13 2010, 23:18
king of fishing ძვირი ჯდებაა ხოოო? ... May 14 2010, 10:11
king of fishing www.amazon.com
jobia aqedann iafi jdeba chamotana ... May 14 2010, 10:41
ბესო king of fishing
ნუ ეგ არ ვიც... May 14 2010, 13:09
king of fishing 65 ლარი ანკესი ჯდება... May 14 2010, 13:31
Rniko ჯობია მე თუ მკითხა... May 14 2010, 13:37
king of fishing მადლობა ნიკოოოოოო... May 14 2010, 14:08
dmoral ნახეთ მაგრად ისიამ... May 15 2010, 22:03
Pendragon dmoral
უმაგრესი ვიდეო... May 17 2010, 14:23
შოთა.03 აუ რა მაგარი ვიდეო... May 17 2010, 14:34
dmoral მანდ თუ ნახავთ სხვ... May 17 2010, 18:16
Miro გამარჯობათ ხალხო, : ... May 30 2010, 19:41
გოგა Miro
გაგიმარჯოს.
ციტა... May 30 2010, 21:56
Miro :X მიტხრეს რო სპინინ... May 30 2010, 22:21
Pendragon Miro
"სპინინგი" არ... Jun 1 2010, 12:14
Miro დიდი მადლობა პასუხ... Jun 1 2010, 15:08
Fuego To Pendragon
ფიდერით "სპი... Jun 1 2010, 16:36
Miro http://www.amazon.com/Shimano®-Solara-Spi...mp;sr... Jun 1 2010, 17:11
nikoloza_migina ციტატა(Miro @ Jun 1 2010, 18... Jun 2 2010, 14:17
Pendragon Fuego
ნუ ეგრე ბამბუკი... Jun 1 2010, 17:30
Fuego To Miro
http://forum.ochopintre.ge/index.php?s=... Jun 1 2010, 18:10
Fuego წესი პირველი - სანა... Jun 2 2010, 14:32
Miro მართალი ხარ Jun 2 2010, 15:39
nikoloza_migina Miro
ჯობს მიხვიდე FIshing cl... Jun 3 2010, 15:22
amroci nikoloza_migina
ეგ რა მისამა... Jun 4 2010, 10:27
nikoloza_migina ციტატა(amroci @ Jun 4 2010, 11... Jun 4 2010, 14:47
nikoloza_migina მალე იტალიაში მივდ... Jun 5 2010, 09:28
ij18e სპინინგით უფრო ხში... Jun 7 2010, 13:06
~Dima~ ყველას გაუმარჯოს. ... Jun 8 2010, 16:06
troutbaiter კეთილი!
სად და რაზ... Jun 8 2010, 16:46
Infest ვინც გამოცდილი მეთ... Jul 9 2010, 11:12
ბესო ციტატა(Infest @ Jul 9 2010, 12... Jul 9 2010, 12:13
Pendragon Infest
ციტატამოკლედ ს... Jul 9 2010, 12:09
troutbaiter რა თევზი(ები) გაინტ... Jul 9 2010, 12:29
Infest ციტატა(Pendragon @ Jul 9 2010, 13... Jul 9 2010, 14:33
troutbaiter მე გკითხე რამდენში... Jul 9 2010, 15:36
demi Infest, ალტერნატივაც ა... Jul 9 2010, 17:08
Infest ციტატა(troutbaiter @ Jul 9 2010, ... Jul 9 2010, 19:00![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 08:33 |