მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები. და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
gvelismchameli
მეტი რაღა ვთქვა რაც დავწერე? ![]() მანდ გამოთქმული მოსაზრებების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემთვის მისაღებია. ვიტო კი ბატონო, ცოტათი არ დამეთანხმო ![]() ძალიან მიხარია, რომ მომდის მეც სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციები ამა თუ იმ სახეობის მრავლად ყოფნის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ გამონაკლისებიც არსებობენ და არც თუ ისე ცოტაა ეს გამონაკლისი. მაგ, დურაჯი, გნოლი, ირემი, ნიამორი და სხვ. რომ ავიღოთ თუნდაც ეს ოთხი სახეობა, დამეთანხმები, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახეობებია და მათზე საზრუნავია. რაც შეეხება ტურა-მგლების რაოდენობას, დავწერე ზემოთაც რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დიდ ზიანს აყენებენ ნადირ-ფრინველს, მაგრამ მიზეზიც ვთქვი ამ დისბალანსის - ადამიანი. რომ არა ჩვენი დანაშაულებრივი მიდგომა, მტაცებელსა და სასარგებლო ნადირს შორის ბუნებრივი ბალანსი არ დაირღვეოდა-მეთქი ანუ მე სიღრმისეულად მივუდექი ამ საკითხს. ამიტომ, გარემოს დაცვა კომპლექსურად უნდა მიუდგეს საკითხს - ერთის მხრივ უნდა დაგვრთოს ნება, გავანადგური მტაცებელთა გარკვეული რაოდენობა, მეორეს მხრივ უნდა იმუშაოს აქტიურად ბრაკონიერობის აღსაკვეთად. ამას ჭირდება ბევრი რამ, რაც ცალკე თემის საგანია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 05:47 |