http://pix.ge, სურათების უფასო ჰოსტინგი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
http://pix.ge, სურათების უფასო ჰოსტინგი |
Apr 4 2010, 09:23
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 134 რეგისტრ.: 1-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://serv.ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ). საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. |
|
|
|
![]() |
May 18 2010, 15:30
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Sikvdila
მე არდადეგებზე ვარ, მაგრამ თვალი შევავლე pix.ge-s. ეხლა რა ხდება და რა მოუხერხებლობები ვნახე... 1. კარგი იქნება თუ გააკეთებთ "თავში დაბრუნებას", ანუ 10 სურათის ატვირთვის შემთხვევაში ბოლოდან ძალიან მოსაბეზრებელი სკროლვა რომ ახვიდე 2. იქნებ ისეც გააკეთოთ რომ პარამეტრების შეყვანის მომენტიდან ახალი სურათის ატვირთვამდე პარამეტრები ისევ დეფოლტ რეჟიმში დგება და ეგეც ძალიან მოუხერხებელი, ანუ ყოველ ატვირთვაზე თავიდან შემყავს სურათის ზომა, ალბომი, წარწერაის ადგილმდებარეობა და ა.შ. 3. კიდევ კარგი იქნებოდა რომ თითონ საიტის გაბარიტებიც ცოტათი დაპატარავდეს, ეგეც ძალიან მოუხერხებელია. 4. თუ შესაძლებელია რომ ატვირთული სურათებიდან რამოდენიმე ერთად ავირჩიოთ და კოდებს ცალცალკე არ დაუწყოთ დაკოპირება. პატივისცემით Davitus სიგანის ზომაში ჩაუწერე 800 და საკმარისია მგონი 640 ჯობია |
|
|
|
Sikvdila http://pix.ge Apr 4 2010, 09:23
Davitus დაერხათ სხვა იმიჯჰ... Apr 4 2010, 15:24
Sikvdila Davitus
გმადლობთ.
პროგ... Apr 4 2010, 16:01
ლევანი იქნებ ჩვეულებრივ მ... Apr 4 2010, 19:09
Davitus ლევანი
რატქმაუნდ... Apr 4 2010, 19:54
Sikvdila ლევანი
ბევრი ისეთ... Apr 5 2010, 12:14
კუდიგორელი პიქსელები რამდენი ... Apr 8 2010, 10:29
Davitus კუდიგორელი
სიგან... Apr 8 2010, 19:22
ჰერცოგი997 აუ კარგა ხანს ვიჩა... May 18 2010, 15:32
შადი შამოდი შანსი არ არი მე ამე... May 18 2010, 16:30
ზაზა მეც ეგრე მეგონა და ... May 18 2010, 16:53
ლეკი pix.ge ბევრად მარტივი ... May 18 2010, 18:07
ვიტო ხალხებო რატომღაც ს... Sep 21 2010, 11:46
ვიტო შემოიხედეთ რა კომპ... Sep 21 2010, 19:52
gacho 5 წუთის წინ ავტვირთ... Sep 21 2010, 19:54
ვიტო ეხლა pix.ge გათიშულია ... Oct 24 2010, 20:47
Power_VANO ვიტო
მუშაობს, აი სკ... Oct 24 2010, 21:29
ვიტო ვა ეხლა ვნახე და ექ... Oct 24 2010, 21:47
გიორგი მეც ეგრე დამიწერა ... Oct 24 2010, 22:50
ღლიღვა ვიტო
სალამი ადმინ... Oct 25 2010, 10:46
ვიტო ღლიღვა
youtube-ზე უნდა ... Oct 25 2010, 10:53
ღლიღვა ვიტო
მადლობა. საკუ... Oct 25 2010, 10:58![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 20:53 |