მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები. და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა დამიჯერე, ნებისმიერ გეოგრაფიულ პირობებში შეიძლება ნებისმიერი პოპულაციის მოსპობა. მეორე საკითხია, თუ სადღაა ირემი და შველი და ამაში გეთანხმები. ამიტომ მგელზე, ტურაზე, მელასა და სხვა მტაცებლბზე უნდა დაუშვან თავისუფალი ნადირობა წლის ნებისმიერ დროს გარკვეული ვადით. მაგალითად, 10 ან 15 წლის მანძილზე, პარალელურად კი ამ წლების განმავლობაში აქტიურად უნდა იმუშაონ ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში წმინდა ჩლიქოსნების და ქათმისნაირთა გასამრავლებლად და მართლა დასაცავად და არა ისე, ახლა რომ ნაკრძალები ჰქვიათ და სინამდვილეში ზალპი ზალპზე ისმის ყოველ სეზონზე. ყველაფერს დაცვა უნდა, მართალია. მაგრამ რაც ამ ეტაპზე შესძლებელია ის დავიწყოთ. ანუ მგელზე და ტურაზე ნადირობა. როცა დაშვებული იყო ორივეზე ნადირობა, როცა მგლის მოკვლაზე პრემია იყო და ტურის ტყავს დამამზადებლები იბარებდნენ, მაშინ არ დაეტყო მათ პოპულაციას არაფერი. ეხლა არა მგონია ვინმემ სარეწაოდ დაიწყოს მასზე ნადირობა, ამიტომ ვამბობ თავისუფალი ნადირობის ნებართვის გაცემა მგელზე და ტურაზე ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 05:50 |